რადიოჟურნალი - 994-ე გამოშვება

„თბილისი ჰამქრის“ ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე

"მეათე სტუდიაში" დღეს ვისაუბრებთ ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში ორგანიზებულ მორიგ შეხვედრაზე, გაგაცნობთ მისი ზოგი მონაწილის მოსაზრებებს; ვისაუბრებთ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს; განსხვავებულ მოსაზრებებს იწვევს ქალაქის იერსახის ცვლილების საკითხი სანქტ-პეტერბურგშიც: არსებობს ინიციატივა, რომ იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღოს ისტორიული ღირსშესანიშნაობების ნაწილი; ბოლოს გიამბობთ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც წელს "ქართული აქცენტით" ჩაივლის.