ოპტიმიზაცია რეგიონებში

თელავი

2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობამ, ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურების ადმინისტრაციული ხარჯების 10 პროცენტით შემცირება, რაც საბიუჯეტო დაწესებულებების ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის ფონზე მიმდინარეობს. შედეგად, შემცირდა როგორც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ნაწილის შრომის ანაზღაურება, ასევე თავად დასაქმებულთა რაოდენობა."რეგიონალური მაცნის" 10 იანვრის გამოშვებაში გაუწყებთ იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ე.წ. სახელმწიფო სამსახურების ოპტიმიზაციის მტკივნეული პროცესი ქუთაისში, ზუგდიდში, ლაგოდეხსა და რუსთავში.