საკრებულოები ხმას თვითმმართველობის გაუქმებას აძლევენ

საპროტესტო აქცია ზუგდიდის საკრებულოში

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, გასულ კვირაში 7 თვითმმართველი ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთანების პროცედურები დაიწყო. საკრებულოებმა თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმებას მხარი დაუჭირეს, რასაც მოსახლეობისა და სამოქალაქო სექტორის უკმაყოფილება მოჰყვა. დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ამ თემაზე შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ზუგდიდიდან, გორიდან, ახალციხიდან და თელავიდან.