დიდი რაგბის ლაურეატები

2015 წლის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიაზე ლონდონის "ბეტერსი ევოლუშნის" დარბაზში მისულთ მსოფლიო ჩემპიონისთვის განკუთვნილი ჯილდოს - უებ ელისის თასის ხილვაც შეეძლოთ.

წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მესამედ მოიპოვა ახალზელანდიელმა დენ კარტერმა, რომელიც ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა თავის თანაგუნდელს რიჩი მაკკოს.

ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანმა რიჩი მაკკომ (მარჯვნივ) წლის საუკეთესო ნაკრები გუნდისთვის განკუთვნილი ჯილდო ჩაიბარა ახლო წარსულში ცნობილი მორაგბისგან, ავსტრალიის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტნის, ჯონ ილსისგან.

თანაგუნდელები, ლაურეატები დენ კარტერი (მარცხნივ) და რიჩი მაკკო.

ქალთა შორის წლის საუკეთესო მოთამაშედ ჟიურიმ ახალზელანდიელი კენდრა კოკსეჯი დაასახელა.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ერგო ავსტრალიის ნაკრების დამრიგებელს მაკილ ჩეიკას.

ახალი ზელანდიის ნაკრების მარჯვენა გარემარბი, 25 წლის ნეჰე მილნერ-სკადერი "წლის აღმოჩენის" პრიზის ლაურეატია. ამავე ნომინაციაში მისი მეტოქეები იყვნენ 22 წლის შოტლანდიელი მარკ ბენეტი და საქართველოს ნაკრების ჰავბეკი, 19 წლის ვასილ ლობჟანიძე.

წლის საუკეთესო ლელოს პრიზით ჟიურიმ ახალზელანდიელი ჯულიან სავეა დააჯილოდოვა. ეს პრიზი ლაურეატს საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა გარემარბმა სერჟ ბეტსენმა გადასცა.

წლის საუკეთესო მსაჯის პრიზის მისაღებად სცენაზე უხმეს უელსელ ნაიჯელ ოუენსს.

ნაიჯელ ოუენსი წლის საუკეთესო მსაჯის პრიზით.

ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ჯეისონ ლეონარდმა მაღალი შეფასება მისცა მსოფლიო ჩემპიონატის სპორტულ დონეს.

შემდეგ ტრიბუნა დაეთმო ფუჯიო მიტარაის, იაპონიის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს.

ჯეისონ ლეონარდმა "ესტაფეტა" გადასცა ფუჯიო მიტარაის - ბურთი ახლა თქვენს მოედანზეაო (მარჯვნივ - მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე).

მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლოგოზე გრაფიკულად არის გამოსახული იაპონიის ორი უმთავრესი სიმბოლო: ამომავალი მზე და ფუძიამის მთა.

დაჯილდოების ცერემონიის მეორე დღეს, 2 ნოემბერს, ახალი ზელანდიის ნაკრები ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან სამობლოში გაფრინდა. სურათზე: ნაკრების უფროსი მწვრთნელი სტივ ჰანსენი გუნდის ავტობუსთან.

ახალი ზელანდიის ნაკრების ქომაგები ეგებებიან მსოფლიო ჩემპიონთა გუნდის ბურჯს ჩარლი ფაუმუინას.

მსოფლიოს აწ უკვე ორგზის ჩემპიონი რიჩი მაკკო ჰითროუს აეროპორტის საპასპორტო კონტროლისკენ მიემართება.

"სელფი" კევინ მიალამუსა და უებ ელისის თასთან ერთად.