C ჰეპატიტის სკრინინგის კომპონენტი გაძლიერდება

ვალერი კვარაცხელია

9-10 მარტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მხარდაჭერით, C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნულ სამუშაო შეხვედრას მართავს.

Your browser doesn’t support HTML5

C ჰეპატიტის სკრინინგის კომპონენტი გაძლიერდება

შეხვედრის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასება და ორი წლის მუშაობის შედეგების ანალიზი, მათ შორის, სპეციალური ტექნიკური ჯგუფის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შეჯამება. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ორი წლის შედეგებსა და პერსპექტიულ გეგმებზე ნონა მჭედლიშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, ვალერი კვარაცხელიას, ესაუბრა.