რადიოჟურნალი - 943-ე გამოშვება

ბეთქილ შუკვანი, (ლურჯი მაისურით) ლონდონის ოლიმპიადის უკანასკნელ ორთაბძოლაში.

"მეათე სტუდიაში" დღეს შევეხებით ბრალდებებს, რომლებსაც რამდენიმე ქართველი სპორტსმენი უყენებს ხელისუფლების წარმომადგენლებს: ყველაზე ხმაურიანი გამოდგა ოლიმპიელი ძიუდოისტის, ბეთქილ შუკვანის ბრალდება მასზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ. ვისაუბრებთ დისიდენტების ბედზე უზბეკეთში. გიამბობთ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელსაც ახალციხემ უმასპინძლა. ბოლოს გამოვეხმაურებით ფრანგი კინოდოკუმენტალისტის, კრის მარკერის გარდაცვალებას.