რადიოჟურნალი - 995-ე გამოშვება

დღევანდელი „მეათე სტუდიის“ თემებია: ქალწულობის დასადგენად ქორწილის ღამეს პოლიციაში მოხვედრილი ახალგაზრდა ქალი უშედეგოდ ითხოვს დამნაშავეების დასჯას; რეპორტაჟი შატილიდან: ყველაზე მეტად რა სჭირდებათ და რაზე ოცნებობენ შატილის მცხოვრებნი; როდის ნახავს ქართველი მაყურებელი ქართველი დრამატურგის, ლაშა ბუღაძის პიესას, რომელიც ლონდონში ორი თვის წინ დაიდგა; ქართული მინერალური წყლის და ღვინის, ბელორუსული რძისა და მოლდავური ღვინის აკრძალვის შემდეგ რუსეთმა ახლა უკრაინული წარმოების შოკოლადის იმპორტი აკრძალა.