რადიოჟურნალი - 1158-ე გამოშვება

თავდაპირველად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მსგავსება და განსხვავება დაინახა ჩვენმა კორესპონდენტმა სომხეთ-აზერბაიჯანსა და საქართველოში არსებულ კონფლიქტებს შორის. შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს ინკლუზიური გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლისათვის. კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით საქართველოში რომის პაპის ვიზიტს და რუბრიკაში რელიგიის სოციოლოგის შეფასებებს შემოგთავაზებთ. "მეათე სტუდიის" ბოლოს კი სპორტზე ვისაუბრებთ. ხუთშაბათს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა კიდევ ერთი მარცხი განიცადა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში.