როცა ბერლინის კედელი დაინგრა...

Your browser doesn’t support HTML5

9 ნოემბერს დემოკრატიული სამყარო ბერლინის კედლის დანგრევის 25-ე წლისთავს აღნიშნავს. 1989 წლის 9 ნოემბერს აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაეხსნა ორ გერმანიას შორის არსებული საზღვარი, რასაც ბერლინის კედლის დანგრევა და, მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორად გახლეჩილი გერმანიის გაერთიანება მოჰყვა. ამან კი, თავის მხრივ, დასაბამი დაუდო კომუნიზმის დამხობას მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, საბჭოთა კავშირის ჩათვლით. რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა თეა თოფურიამ სხვადასხვა პროფესიის სამ ქართველ ინტელექტუალს − ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესა და პოლიტოლოგ გია ნოდიას − მიმართა თხოვნით, გაეხსენებინათ და დღევანდელი გადასახედიდან შეეფასებინათ მეოთხედი საუკუნის წინანდელი მოვლენები.