ოთხი ქვეყნის კავშირს ბოლო დროს ხშირად მოიხსენიებენ აკრონიმით CRINK - (ამ ქვეყნების ინგლისური დასახელებების პირველი ასოები) და ვაშინგტონის სტრატეგიული დილემა უკვე ის კი აღარ არის, თანამშრომლობენ თუ არა ეს ქვეყნები ერთმანეთთან, არამედ ის, თუ რამდენად ცვლის მათი ალიანსი ძალთა ბალანსს ერთდროულად დაპირისპირების რამდენიმე ველზე.
ამ კითხვის სიმწვავე უკრაინის ფრონტის ხაზზე განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმას ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტებით, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20-მდე დაშავდა.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: რუსეთმა ზაპოროჟიეს დაარტყა ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტებითთავდასხმას წინ უძღოდა ცნობები დასავლეთ რუსეთში 120 ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი ჩრდილოეთ კორეის არმიის სარაკეტო დანაყოფის განთავსების შესახებ.
პარალელურად, ამერიკისა და სამხრეთ კორეის მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფხენიანმა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რასაც შეერთებული შტატებისა და 40 სხვა სახელმწიფოს ერთობლივი პასუხი მოჰყვა. ეს მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ორმაგი უსაფრთხოების წნეხს, რომლის წინაშეც ვაშინგტონი და მისი პარტნიორები არიან როგორც ევროპაში, ისე ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში.
ჯორჯ უოლკერ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატი, დევიდ კრამერი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ თუმცა ოთხ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს, ის მაინც ჩამოუვარდება ნატოს ან სხვა ფორმალურ ალიანსებს.
"მათი თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება, თუმცა თანამშრომლობის სფეროები სელექციურია", - ამბობს კრამერი.
კრამერის შეფასება ზუსტად ასახავს იმ კომპლექსურ რეალობას, რომელიც სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს ვაშინგტონში: CRINK არც მჭიდროდ ინტეგრირებული სამხედრო ბლოკია და არც უბრალო რიტორიკული ფრაზა. კავშირი მოქმედებს როგორც მოქნილი ქსელი, რომელშიც წევრები საკუთარი ინტერესების თანხვედრის წერტილებში თანამშრომლობენ - რაც თითოეულ რეჟიმს საშუალებას აძლევს, საკუთარი სტრატეგიული სუსტი მხარეები დააბალანსოს.
უკრაინაში მიმდინარე ომი CRINK-ის წევრებს შორის სამხედრო შესაძლებლობების გაცვლის მთავარ ასპარეზად იქცა.
Shahed-ის ტიპის ირანულმა დრონებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მოსკოვის მიერ 2022 წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის საწყის ეტაპზე.
ასევე ნახეთ
კატებთან თამაშით „ალაბუგაში“ - როგორ იტყუებენ მოზარდებს დრონების ასაწყობად ცენტრალური აზიიდან რუსეთშირუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობა მკვეთრად გაიზარდა. ფხენიანმა მოსკოვის დასახმარებლად 2025 წელს ჯარებიც გააგზავნა - თუ თავდაპირველად პირადი შემადგენლობა 12 000-დან 15 000-მდე ფასდებოდა, ბოლო ცნობებით, ეს რიცხვი შესაძლოა 50 000-მდეც აღწევდეს. ამასთან, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტებიც მიაწოდა.
პრაქტიკული თანამშრომლობა
ჩინეთის როლი თანამშრომლობის სამხედრო კომპონენტში სრულად მკაფიოდ არ ჩანს, თუმცა მნიშვნელოვანია.
პეკინი რუსული ენერგორესურსების შესყიდვით ხელს უწყობს მოსკოვს ომის დაფინანსებაში, ამასთანავე, რუსეთს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებსაც აწვდის.
"ეს ქვეყანები მხარს უჭერენ და აძლიერებენ ერთმანეთს", - ამბობს კრამერი.
თანამშრომლობა ასევე ქმნის შესაძლებლობებს სამხედრო გამოცდილების გაზიარებისა და ტექნოლოგიების გადაცემისთვის. კრამერმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ირანული Shahed-ის დრონების საკუთარი ვერსია შექმნა, ხოლო ჩრდილოეთ კორეამ ცოცხალი ძალისა და რაკეტების სანაცვლოდ რუსეთისგან საჭირო ტექნოლოგიები მიიღო.
ასევე ნახეთ
რუსეთი ჩინეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებას Starlink-ის თანამგზავრებთან ბრძოლის საკითხზეოთხ ქვეყანას არ აკავშირებს ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, ერთიანი სარდლობის სტრუქტურა ან სავალდებულო სტრატეგიული დოქტრინა. ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთის - განსაკუთრებით კი აშშ-ის ლიდერობით არსებული წესრიგის - წინააღმდეგობის მიღმა, მათ არც რაიმე საერთო იდეოლოგია არ აქვთ.
"ამ თანამშრომლობამ უკვე გამოიღო შედეგი: მან ხელი შეუწყო საბრძოლო მოქმედებების შენარჩუნებას, მძიმე მდგომარეობაში მყოფი რეჟიმების მხარდაჭერასა და დემოკრატიული ნორმების მორყევას", - აღნიშნავენ ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე დამოუკიდებელი საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის, Lowy Institute-ის ანალიტიკოსები.
თუმცა მათივე შეფასებით, ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობის მასშტაბი შეზღუდულია - "ეს ტრანზაქციული, ულიდერო და შიდა დაპირისპირებით დაქსაქსული ჯგუფია, რომელსაც ალტერნატიული წესრიგის შესაქმნელად საერთო სამოქმედო გეგმა არ გააჩნია".
მოსკოვთან ურთიერთობაში ჩინეთი კვლავ დომინანტ პარტნიორად რჩება, რაც რუსეთს პეკინზე ბევრად უფრო დამოკიდებულს ხდის, ვიდრე პირიქით.
ჩინეთმა თავი შეიკავა იმ დონის პირდაპირი მხარდაჭერისგან, რომელსაც კრემლი, შესაძლოა, ელოდა, როდესაც 2022 წელს ქვეყნებმა "ულიმიტო მეგობრობის" შესახებ გამოაცხადეს.
პეკინი ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების გაღრმავებას, პროცესს, რომლითაც, კრამერის თქმით, ჩინეთი განსაკუთრებით ნასიამოვნები არ არის.
ასევე ნახეთ
Reuters: ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში თავისი სარაკეტო დანაყოფი გაგზავნათუმცა ამ აზრთა სხვადასხვაობას აქამდე პრაქტიკული თანამშრომლობისთვის ხელი არ შეუშლია.
"ვფიქრობ, ეს უფრო დიდ გამოწვევას ქმნის, რადგანაც საკითხი, სადაც ისინი უფრო ერთიანები არიან, ეს არის მცდელობა, დაასუსტონ მეზობელი სახელმწიფოები, დემოკრატიები თუ, კერძოდ, შეერთებული შტატების როლი და სანდოობა", - აღნიშნავს კრამერი.
ეს CRINK-ს ერთიან გეოპოლიტიკურ ბლოკად არ აქცევს. თუმცა კავშირის წევრებმა გამოავლინეს უნარი, იპოვონ საერთო ინტერესების სფეროები და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს მაშინ, როდესაც ეს მათ ინდივიდუალურ სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება.
კრამერი მიუთითებს BRICS-ზეც (ალიანსი ამჟამად მოიცავს ბრაზილიას, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ეგვიპტეს, ეთიოპიას, ინდოეთს, ინდონეზიას, ირანს, რუსეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს) და აღნიშნავს, რომ ქვეყნების ამ უფრო დიდი ჯგუფის ერთიანი სახით გაერთიანების მცდელობები მაინცდამაინც წარმატებული არ ყოფილა. CRINK კი, პირიქით ყველაზე ეფექტური მაშინ ურთიერთსაჭიროებების სფეროების განსაზღვრაში აღმოჩნდა, სფეროების, რომლებშიც მათ ერთმანეთის გაძლიერება შეუძლიათ.
დიდი სურათი ვაშინგტონიდან
საფრთხის უფრო ფართო აღქმა ცვლის ვაშინგტონში მიმდინარე დებატების შინაარსს, სადაც კანონმდებლები და ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკოსები რეგიონულ კონფლიქტებს სულ უფრო ხშირად უყურებენ ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიული პრიზმიდან.
იუტას შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ჯონ კერტისმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ მოვლენათა შედეგებს პირდაპირი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში შეკავების პოლიტიკისთვის.
ასევე ნახეთ
Politico: აშშ-სა და უკრაინას შორის კვლავ აღდგა სადაზვერვო ინფომაციის გაცვლა"უკრაინაში პუტინისთვის გამარჯვების დათმობა დრამატულ გავლენას მოახდენს მსოფლიოს ბევრ სხვა რეგიონზე", - ამბობს კერტისი რადიო თავისუფლებასთან საუბარში და განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას პეკინის ამბიციებზე ტაივანის მიმართ, - "ეჭვგარეშეა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს ჩვენს რეაქციას."
მსგავს პოზიციაზეა ფლორიდის რესპუბლიკელი სენატორი, რიკ სკოტი, რომელმაც რადიო თავისუფლებისთვის ახლახან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის დამარცხება ავტორიტარული სახელმწიფოების უფრო ფართო ქსელის შეკავების განუყოფელი ნაწილია.
დემოკრატიების დაცვის ფონდის, კიბერ და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრის უფროსი დირექტორი, თადარიგის კონტრ-ადმირალი, თანაავტორი წიგნისა "აგრესორთა ღერძი", მარკ მონტგომერი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისმა კვლევამ ამ ოთხ ერს შორის თანამშრომლობის 600-ზე მეტი შემთხვევა დოკუმენტურად დაადასტურა.
მონტგომერის თქმით, უკრაინა, ფაქტობრივად, ოთხივე მოწინააღმდეგის ელემენტებს ერთდროულად უპირისპირდება. თეირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა; ფხენიანმა - ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა, პეკინმა - ორმაგი დანიშნულების კომპონენტები, ხოლო მოსკოვი მოკავშირეებს ტაქტიკურ გამოცდილებას და სამხედრო ტექნოლოგიებს სთავაზობს.
ეს თანამშრომლობა მოქნილ სისტემას ქმნის, რომელშიც თითოეულ წევრს შეუძლია დაეხმაროს მეორეს ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ სამხედრო სუსტი მხარეების კომპენსირებაში - წნეხი ერთ ქვეყანაზე ნაწილობრივ შეიძლება განეიტრალდეს დანარჩენებთან თანამშრომლობით.
ამასთანავე, მოსკოვი და პეკინი იყენებენ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა გაეროს ვეტო და სხვა ქმედებები, რათა დაბლოკონ საერთაშორისო ძალისხმევა თავიანთ პროტეჟეებზე, "კლიენტ რეჟიმებზე".
ასევე ნახეთ
რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს ჰორმუზის სრუტეზე გაეროს რეზოლუციასქსელის ნეიტრალიზება
ანალიტიკოსების შეფასებით, CRINK-ის ქვეყნები, მიუხედავად ყველაფრისა, არ არიან უძლეველნი.
მათი ერთ-ერთი სუსტი წერტილი ოფიციალური ალიანსის სტრუქტურის არარსებობაა.
ჩინეთს საკუთარი ინტერესები აქვს და ზღუდავს რუსეთისთვის გაწეული პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბს. პეკინს ასევე აშფოთებს მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ამავდროულად კი, ოთხივე ქვეყანას არ გააჩნია ერთიანი სტრატეგიული დოქტრინა.
კრამერის შეფასებით, შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა ამ გამოწვევას ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში უფრო მჭიდრო თანამშრომლობით უნდა უპასუხონ, ნაცვლად იმისა, რომ ამ ოთხი ქვეყნისგან მომდინარე საფრთხეებს ცალ-ცალკე პრობლემებად განიხილავდნენ.
კრამერი ასევე ემხრობა უფრო აგრესიულ ნაბიჯებს, მათ შორის "მაგნიტსკის გლობალური აქტის" გამოყენებისკენ, რომელიც შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევს, სანქციები დაუწესოს იმ ოფიციალურ პირებსა თუ სხვა ინდივიდებს, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და კორუფციაში არიან ჩართულნი.
თუმცა კრამერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება დასავლეთის საპასუხო სტრატეგიის ცენტრალურ ელემენტად რჩება.
"უკრაინის სამხედრო დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - ამბობს კრამერი და ყურადღებას რუსეთის მუდმივი სარაკეტო დარტყმების ფონზე უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საზენიტო რაკეტების გადაუდებელ საჭიროებაზე ამახვილებს.
დასავლეთის სიმტკიცის უშუალო გამოცდის მთავარ ტესტად კვლავ უკრაინა რჩება, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობა მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას დაუცველს ტოვებს რუსული დარტყმების წინაშე, რომლებიც მათ შორის ირანული დიზაინის დრონებითა და ჩრდილოეთკორეული რაკეტებით ხორციელდება.
შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება. კრამერმა აღნიშნა, რომ ტაივანი უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია, რადგან ტაიპეიში აცნობიერებენ, რომ დასავლეთის პასუხს რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება პეკინის გეგმებზე მათთან მიმართებით.
ასევე ნახეთ
რა არის რუსეთის არმიის აქილევსის ქუსლი? - ინტერვიუ უკრაინის არმიის გენერალ მიკოლა მალომუჟთანეს ქმნის სტრატეგიულ კავშირს ევროპისა და ინდო-წყნარი ოკეანის სამხედრო თეატრებს შორის. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები შესაძლოა გეოგრაფიულად ცალკეულ კრიზისებს აწყდებოდნენ, თუმცა ამ გამოწვევების უკან მდგომი ქვეყნების მთავრობებს სულ უფრო მეტად შესწევთ უნარი, გააძლიერონ ერთმანეთი.
იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი ევროპაში, ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ საფრთხეებს უპირისპირდება, თითოეული თეატრის იზოლირებულ პრობლემად განხილვა იმ გზების უგულებელყოფის რისკს ქმნის, რომლებითაც რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ერთმანეთის გაძლიერება შეუძლიათ.
დასავლური ინტერესებისთვის სერიოზული გამოწვევის შესაქმნელად CRINK-ის ქვეყნებს არ სჭირდებათ ოფიციალურ ალიანსად ჩამოყალიბება. როგორც კრამერის ანალიზი მოწმობს, მის წევრებს მხოლოდ ის მოეთხოვებათ, რომ განაგრძონ თანამშრომლობის ისეთი პრაგმატული სფეროების გამოკვეთა, რომლებიც თითოეულ მათგანს იმ წნეხის წინააღმდეგ გააძლიერებს, რასაც ისინი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან აწყდებიან.