გოგოების დაკარგული მემკვიდრეობა ანუ მეც შვილი ვარ! 

აირჩიე, რომელ ძმასთან იცხოვრებ, - უთხრა დედამ ბელას.

რატომ უნდა ვიცხოვრო, რომელიმესთან, მეც ხომ შენი შვილი ვარო, ზუსტად ამ სიტყვებით უპასუხა ბელამ, მაგრამ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო - სახლი უმცროს ძმას დარჩებოდა, ბელას კი შეეძლო სადმე „ვაგონი“ ჩაედგა და იქ ეცხოვრა.

კონფლიქტი დედა-შვილს და და-ძმას შორის წლების განმავლობაში ისე გამწვავდა, რომ საქმეში პოლიცია ჩაერია - ბელას ორჯერ გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი - დედაზე ძალადობსო. ერთხელ სახლიდანაც გააგდეს და ღამე ქუჩაში, ტურების გვერდით გაათენა.

არც სადმე წასასვლელი ადგილი ეგულებოდა, არც ფული გააჩნდა, რომ სახლი დაეტოვებინა. ამის გამო, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის, კინაღამ დააპატიმრეს. სოფელ აღდგომაანთკარში ეს ამბავი ყველამ იცის. ბელა პატაშური, რომელიც დღეს 42 წლისაა, არსად წავიდა საკუთარი სახლიდან და საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლაგადაწყვიტა.

მას უკან დასახევი გზა აღარ აქვს - საქმე სასამართლოშია. მის ინტერესს კავშირი „საფარი” იცავს.

ის იბრძვის იმის მისაღებად, რაც კანონით მისია - მემკვიდრეობის ნაწილი.

ეს ბელას ამბავია:

Your browser doesn’t support HTML5

ბელა პატაშურის ამბავი და მემკვიდრეობა

ბელა ჯერჯერობით ერთადერთი ქალია, ვინც „მეც შვილი ვარ“ კამპანიის ფარგლებშიღიად ალაპარაკდა და ამ ამბის გაზიარებით უამრავი ქალის სადარდებელი გაახმოვანა.

მეც შვილი ვარ! - გოგოები ამბობენ

ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ფოსტაზე ჯერ ერთი წერილი მივიდა. მერე მეორე. და მალე წერილების მთელი ჯარი დაგროვდა - უეცრად ქალები ხმამაღლა, მაგრამ ანონიმურად ალაპარაკდნენ და მათ მოიწერეს დაუჯერებელი, ერთმანეთზე მძიმე ამბები იმისა, თუ როგორ დარჩნენ უარაფროდ მხოლოდ იმიტომ, რომგოგოებად დაიბადნენ.

როგორ გაწირეს ისინი დედებმა, მამებმა, ძმებმა, ნათესავებმა მხოლოდ იმიტომ, რომ მათმემკვიდრეობა მოითხოვეს. ან როგორ ვერ მოითხოვეს ვერაფერი და ისინი გათხოვებისიმედად დატოვეს.

ზოგი ვერც გათხოვდა.

ზოგი - გათხოვდა და მოძალადის ისეთ ხაფანგში გაება, საიდანაც სწორედ ამ უარაფრობისგამო, თავი ვერასოდეს დააღწია.

ამ ქალების ნაწილი დღესაც ცხოვრობს მოძალადე ქმრებთან მხოლოდ იმიტომ, რომ „წასასვლელი არ გააჩნია“.

ხოლო ნაწილი, ძმების და რძლების წნეხის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას.

როცა მათ მოუწოდებენ, მიატოვონ მჩაგვრელი ქმარი, ისინი მზად არიან წავიდნენ თავშესაფარში, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს დროებითი გადარჩენაა. შემდეგ გზაგა დაკეტილია.

არ არსებობს მათი კუთვნილი ქონება - არ არსებობს გასაქცევი.

ქალები ისევ ბრუნდებიან ასეთ ჯოჯოხეთში, ხოლო გადიდგულებული ქმრებიძალადობას აგრძელებენ. ხშირად ეს ძალადობა ფემიციდით სრულდება. მერე ჩვენ ვადგენთ მკვლელობების სტატისტიკას, და არსად ზედაპირზე არ ჩანს, რა არის ქალების ასეთი დაუცველობის მიზეზი“, - შორენა გაბუნია, „საფარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ათობით ისეთი ქალის წერილი, ვინც თქვა - „მეც შვილი ვარ“- შორენასთან იყრის თავს. ქალების წერილები დღემდე არ წყდება. მათი ავტორების აბსოლუტური უმრავლესობა არჩევს ანონიმურად დარჩენას.

“მეც შვილი ვარ” კამპანია მიმართავს პირველ რიგში, მშობლებს: დაფიქრდით, რისთვის წირავთ შვილებს!

შემდეგ კაცებს - დაფიქრდით, საიდან ჩნდება პრივილეგიები?!

და ბოლოს, თავად ქალებს რომ იბრძოლეთ და იცოდეთ რისი უფლება გაქვთ კანონით.

Your browser doesn’t support HTML5

შორენა გაბუნია - მეც შვილი ვარ

ერთმა ქალმა პირდაპირ მითხრა, მე მეგონა, კანონში ეწერა, რომ ოჯახში ქონებაუმცროს ძმას რჩებაო“, - გვითხრა შორენამ.

სამოქალაქო კოდექსი::

სამკვიდრო ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის ნაწილდება თანაბრად. ამ დროს მემკვიდრეთა უფლებებს შორის არ არსებობს განსხვავება სამკვიდრო ქონებასთანმიმართებით. მემკვიდრეთა შორის სამკვიდროს გაყოფაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო“.

გატეხილი ლარნაკი - ნამდვილი ამბავი

ღარიბ ოჯახში ვცხოვრობდი, დედა და მამა ხელფასიდან ხელფასამდე ძლივს ატანდნენ. მე და ჩემს ძმას, ისევე, როგორც საბჭოთა დროის ბევრ ბავშვს, ბევრი საბაზისო ნივთი გვენატრებოდა, ხშირად კალამი დასაშლელიც კი.

ერთხელ, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ალბათ ვიქნებოდი ასე 8-9 წლისა, სახლში შემთხვევით ლარნაკი გავტეხე. დიდი არაფერი ძვირფასი არ იყო, საბჭოთა დროს უნივერმაღ "თბილისში", პირველ სართულზე, უამრავი მსგავსი იყიდებოდა, მაგრამ დედაჩემმა წივილ-კივილი მორთო, როგორ არ უფრთხილდებინიკოს ქონებასო (ნიკო ჩემი ძმაა, 6 წლით უფროსი ჩემზე).

ამ დროს ოთახში ჩემი ძმა შემოვარდა, მეცა და სულ წიხლებით მცემა, შენ როგორ გაბედე ჩემი ქონებისასე განადგურებაო. ნეკნები მტკიოდა, ხუმრობა ხომ არაა, ამხელა წონით გაუზოგავად მწიხლავდა.

როცა დავწყნარდი, დედაჩემმა ოთახში გამიყვანა და ამიხსნა, რომ როცა ოჯახში ბიჭი იბადება, მთელისახლი და ქონება მისია, და რომ მე კი გავტეხე ლარნაკი, მაგრამ სინამდვილეში იგი ნიკოს ოჯახსდავაკელი...

ჩემმა გათამამებულმა და განებივრებულმა ძმამ, ორივე ჩემს მშობელს სცემა, რადგან გერმანიაში წასვლა უნდოდა და ამ ბინის გაყიდვის და ჩვენი ქუჩაში გაყრის შესაძლებლობა არ მისცეს.

ჩემი მშობლები ამ ამბავს არასოდეს ახსენებენ, მაგრამ ვგრძნობ, რომ დედაჩემი ძალიან ნანობსმომხდარს და იმას, რომ მთელი ბავშვობა ჩემი ძმის უსიტყვო მონად გამზარდა. მაგრამ გვიანია. გულითკი ვაპატიე, მაგრამ უსაზღვრო სიყვარული და აღტაცება მშობლების მიმართ სწორედ მაშინ დასრულდა, რაც მათ ჩემს ძმას ჩემი წიხლებით ცემის უფლება მისცეს“.

შორს, ბავშვობაში

გენდერის მკვლევარმა მაია ჩიტაიამ გამოიკვლია, რა უწყობს ხელს მემკვიდრეობის გარეშე ქალების დატოვებასმათივე ოჯახის მიერ და მიზეზების ძებნა ქალების ბავშვობის ასაკიდან დაიწყო. აი, რა აღმოაჩინა:

მემკვიდრეების სიიდან ქალის ამოშლას სულ მცირე სამი წინაპირობა აქვს.

პირველი: აღზრდა.

გოგონებს უნერგავენ, რომ ისინი არ არიან ოჯახის ღირებული წევრები. ამის ნიშნები მარტივ, ყოველდღიურ რიტუალებშიც ჩანს - ვის შეეძლო გვიან სახლში დაბრუნება? ძმას.

ვინ იყო ახალ წელს მეკვლე? ძმა.

ვის შეეძლო ჩაეცვა ისე, როგორც მას სურდა? ძმას.

შინ შრომას ვის ავალდებულებდნენ? დას.

ძმის ოთახი ვინ უნდა დაალაგოს? დამ.

მეორე: მეტი სათამაშო, მეტი ტანსაცმელი ძმას.

მაგრამ ისინი პატარები იყვნენ და ალბათ, ამიტომ“, - მოისმინა მაიამ ქალების ნაწილისგან, რომლებიც მშობლების გადაწყვეტილებას დღემდე ამართლებენ.

ძმები უფროსები იყვნენ და ალბათ, ეს იყო მიზეზი“, - უთხრა მას ქალების მეორე ნაწილმა.

მესამე მიზეზი: ენა

ენა, რომელსაც მშობლები ბავშვების აღზრდისას იყენებენ: თითქოს არაფერი, მაგრამ სუფრაზე, სადღეგრძელოებში, ვაჟს მოიხსენიებენ მემკვიდრედ, გვარის გამგრძელებლად.

გოგოებს - წამსვლელებად. ისინი წავლენ, გათხოვდებიან - ცხადია, ეს გოგოების გონებაშიც ასე ილექება - ჩვენ არ ვართ ამ ოჯახის მუდმივი ნაწილი, ჩვენ ამ სახლიდან არაფერი გვეკუთვნის.

Your browser doesn’t support HTML5

მაია ჩიტაია ქალებსა და მემკვიდრეობაზე

ასე ჩამოუყალიბდათ ქალებს სიმბოლური სტატუსი, რომ ისინი ვერასოდეს იქნებიან სიმდიდრის მფლობელები. არათუ საკუთარი ოჯახის ქონების ნაწილის, არამედ მათი მომავალი ქმრების ქონებისაც, თუ იქაც „ჭკვიანად არ მოიქცევიან“.

მოტყუებით დაკარგული სახლი - ნამდვილი ამბავი

წლების წინ, - მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ჩემმა მშობლებმა, მამაჩემის სოფელში, ძველი ხის სახლის ადგილას ახალი, ორსართულიანი აგურის სახლი ააშენეს.

ბებია და ბაბუას, ანუ მამაჩემის მშობლებს, სამი ბიჭი და ორი გოგო ჰყავდათ, ყველას თავის წილი ქონება გაუნაწილეს. მამაჩემს კი ძირი კარ-მიდამო არგუნეს, სადაც ძველი სახლის ნაცვლად ახალი ააშენებინეს. ამ მშენებლობაში ლომის წილი დედაჩემის იყო.

მე და ჩემი დაც პატარაობიდანვე შეყვარებულები ვიყავით სოფელზე და რატომღაც გამჯდარი იყო ჩვენშიც, რომ ეს სახლ-კარი ჩვენი და ჩვენი შვილების იქნებოდა.

მაგრამ ბიძაჩემს სხვა გეგმები ჰქონდა. სახლის მშენებლობის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ ვინაიდან მამაჩემს ბიჭი არ ჰყავდა, მის ვაჟს დარჩებოდა იქაურობა.

რამდენჯერმე ვთხოვე დედას, გაეფორმებინათ სახლ-კარი, რადგან არ მომწონდა ამ კაცის საქციელები, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ვერ უშვებდა, რომ ამ ბოროტებით სავსე არაადამიანს შეეძლო, ქონებაზე რამე პრეტენზია განეცხადებინა.

სამწუხაროდ, ჩემი შიშები გამართლდა, დედის გარდაცვალებისთანავე, ფაქტიურად, სოფელში ჩასვლის საშუალებას არ მაძლევდა, იყო გაუთავებელი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი და ჩემი დისმიმართ, რომელიც არის II ჯგუფის ინვალიდი.

ეს ქონება მამას გადავუფორმეთ. მაგრამ როცა მეგონა, რომ ყველაფერმა ჩაიარა, სწორედ მაშინდაიწყო უბედურება. მისმა და-ძმამ, რომ ვერაფერს გახდნენ სასამართლოებით, მზაკვრული გეგმაშეიმუშავეს, ჩემს წინააღმდეგ განაწყვეს მამა. საკუთარი ხელით გადააფორმებინეს ქონება იმ ძმისშვილზე, რომელი ძმის მიზანიც თავიდანვე ცხადი იყო - ,,თქვენ ბიჭი არ გყავთ და მაინც ჩემი ვაჟის იქნება ყველაფერიო!" (სტილი დაცულია).

ქალი შეეგუა. საზოგადოებამ კი ასეთი რეალობა ნორმად მიიღო - ქალს მემკვიდრეობის წილი არ უნდა ეკუთვნოდეს.

შეკრული წრე

ხშირად, ამ გადაწყვეტილების უკან, რომ ქალი „უნდა გათხოვდეს“ და მას ოჯახიდანარ აფერი ერგოს, დგანან მათი დედები. სწორედ ის ქალები, რომლებიც თავის დროზე, მემკვიდრეობის გარეშე დარჩნენ.

მაიკო ჩიტაიას კვლევამ ისიც აჩვენა, რომ არცთუ იშვიათად, ეს დედები იყვნენ ქმრის ოჯახის მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ვაჟები ვერ დააჩინეს.

ხოლო როცა მათ საბოლოოდ მაინც გაუჩნდათ ბიჭი შვილები, ისინი იქცნენ მათთვის ძალაუფლების იარაღად - ამ დედებმა, მათ გამო, გოგო შვილები, მტრად გადაიკიდეს.

გაგდების მცდელობა - ნამდვილი ამბავი

საშინლად ალერგიული ვარ კატის ბეწვზე. ისეთი შეტევები მეწყება ხოლმე, რომ ლამის მოვკვდე. არშემიძლია ცხელ წყალში ბანაობა - გული ცუდად მიხდება.

ვეგეტარიანელი ვარ და მხოლოდ ბოსტნეულს ვჭამძალიან მაღიზიანებს ხმამაღალზე ჩართული მუსიკა, ხვრეპით და ხმაურით ჭამა, მკვეთრი განათება და ბევრი სხვა რამ. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს აქვს მსგავსიუცნაურობები“.

ჰოდა, გაოცებული ვარ, როგორ შეისწავლა ეს ყველაფერი ჩემმა რძალმა და როგორ მიქცია ცხოვრება ჯოჯოხეთად.

სახლში 5 კატა მოიყვანა, საბანაოდ რომ შევალ ხოლმე, წყლის გამაცხელებელს სპეციალურად უმატებს გაზის წნევას, რომ 42 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს, საჭმელში ღორის ქონს ან კატის ბეწვს მიგდებსხოლმე ჩუმად, ბავშვებს კი ასწავლა, რომ სუფრასთან რაც შეიძლება უზრდელად მოიქცნენ, თქვლეფითჭამონ და მერე ჩემს რეაქციებზე იცინონ. საღამოს, როცა დასვენება მინდა, მუსიკას (თუ ამას მუსიკა ჰქვია, რაღაც ჩრდილოკავკასიურ რეპებს) მირთავენ ბოლო ხმაზე.

ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემი ნებით ვთქვა იმ ბინაში ცხოვრებაზე უარი, რომელიც ჩვენმა მშობლებმა ორივეს დაგვიტოვეს.

რამდენჯერმე მიფიქრია კიდეც, წავალ-მეთქი, მაგრამ სიბრაზე მიპყრობს: სად უნდა წავიდე იმსახლიდან, რომელიც მშობლებმა დამიტოვეს? არა, მე არსად წავალ. გპირდებით ყველას, ვისაც ჩემნაირად ექცევიან: მე ამ სახლიდან ვერავინ, ვერანაირი ძალით, ვერ გამაგდებს!

მემკვიდრეობა-ეკონომიკური ძალადობის იარაღი

მემკვიდრეობის განაწილების თემა საფუძვლიანად იკვლია სოციოლოგიის დოქტორმა დაგენდერის მკვლევარმა მაია არავიაშვილმა.

ამ სადისერტაციო ნაშრომში მაია წერს, რომ საქართველოში, მემკვიდრეობის განაწილებისას, უძრავი ქონება, იშვიათიგამონაკლისების გარდა, ვაჟს რჩება. ეს საკითხი განხილვასაც არ ექვემდებარება და თუოჯახში და-ძმაა, ბინა იქნება თუ სახლი, აუცილებლად მამაკაცს დარჩება.

უფრო მეტიც, თითქოს ქალები მადლიერებიც კი უნდა იყვნენ, თუ ძმები, რომლებსაც მშობლების ქონება დარჩათ, ოდესმე რაიმე ტიპის დახმარებას გაუწევენ მათ. საზოგადოება არასწორ საქციელად აფასებს დის მიერ ძმისთვის სახლიდან წილის მოთხოვნას.

საქართველოში ვაჟებისთვის ქონების დატოვების საპირწონედ - ქალებისთვის „კარგი მზითვის“ მიცემის ტრადიცია ქალს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას აძლევდა, თუმცა, როგორც წესი, და ამას მაიაც აღნიშნავს, „უძრავი ქონების ფასი ბევრად აღემატებოდა,,კარგი” მზითვის მატერიალურ ღირებულებას“.

დღეს უკვე მზითვის ტრადიცია ისედაც ძალიან დასუსტებულია და ქალის ეკონომიკური სიძლიერის გარანტად მისი „გამზითვება“ ვერ ჩაითვლება, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ მას სავალდებულო ხასიათი დაკარგული აქვს და დიდწილად მხოლოდ საჩუქრის ხასიათს ატარებს.

Your browser doesn’t support HTML5

დავა მემკვიდრეობისათვის - მეც შვილი ვარ

ძალიან ხშირად, გაუცნობიერებლად საკუთარ ქალიშვილებზე ეკონომიკურ მოძალადეებად მათივე მშობლები იქცევიან, გვეუბნება მაია არავიაშვილი, - და რატომღაც, ყოველთვის მიიჩნევა, რომ გოგონა ართმევს ძმას ქონებას. „არასოდეს განვიხილავთ, რომ ძმა ართმევს დას ამ ქონებას მუდმივ რეჟიმში“.

სასამართლოს გზას და ოჯახთან დაპირისპირებას მხოლოდ გამონაკლისები ირჩევენ.

ფაქტია, რომ ქალებისთვის მხოლოდ იმის თქმა, რომ მათ მემკვიდრეობის წილის მოთხოვნის უფლება აქვთ, სურათს არ ცვლის. მაია არავიაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი გამოსავალი ისეთი კანონი იყოს, რომელიც, ქონების თანაბრად გაყოფის რეალურ შესაძლებლობას შექმნის.

იქნებ ჯობდეს იმ ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, სადაც კანონში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ქალს, მიუხედავად მისი სურვილისა, უნდოდა თუ არა მემკვიდრეობის მიღება, მაინც გადაეცემოდა მშობლების ქონებიდან კუთვნილი წილი. ხუთი წლის შემდეგ კი, თუ მას აღარ ენდომებოდა ამ ქონების პატრონობა, შეეძლო ნებისმიერი პირისთვის მისი დათმობა, მათ შორის, თავისი ძმისთვისაც.

„იქ იცით რა მოხდა? ძალიან რთულადღა თმობდნენ ეს ქალები ამ ქონებას ამ ხუთი წლის შემდეგ“, - ამბობს მაია.

საკმარისია, საქართველოში ქალმა გამოთქვას სურვილი მიიღოს მშობლების მემკვიდრეობიდან ქონების ნაწილი, ის ხდება ისეთი გაკიცხვის ობიექტი, რომ ძალიან რთულია ამისთვის ვინმე მზად იყოს.

როცა ქალი ქმარს შორდება, მას მარტივად ედავება ქონებას, რადგან ურთიერთობა ისედაც გაფუჭებულია. მშობლებს და ძმას კი ასე ადვილად ვერ უპირისპირდება, რადგან უახლოეს ადამიანთან არ უნდათ ჰქონდეთ კონფლიქტი. ამიტომ კარგავენ ქონებას, რაც თავის მხირვ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომ ქალებმა შეძლონ თვითრეალიზება. ასეთი არჩევანის წინაშე რჩებიან ქალები“, - გვეუბნება მაია არავიაშვილი.

სხვათა შორის, სადისერტაციო კვლევაზე მუშაობის შემდეგ, მაია არავიაშვილმა გადაწყვიტა, რომ ქალთა ქონებრივი უფლებების შესახებ სასწავლო კურსი შეეთავაზებინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

აღმოჩნდა, რომ სტუდენტი გოგონების უმრავლესობა, კურსის დასრულების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ არა მარტო იციან მემკვიდრეობის უფლების შესახებ, არამედ გაცნობიერებულიც აქვთ მისი მნიშვნელობა, მაინც არ არის მზად საკუთარი ოჯახის წევრებს ქონებაზე ედაოს.