“ბოლო 45 წლის განმავლობაში მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არცერთ მოძღვრებას არ მოუხდენია იმხელა გავლენა, როგორც იმ მოძრაობას, რომელსაც ხომეინი და ხამენეი ხელმძღვანელობდნენ ირანში“, - ამბობს ანდერსონი. ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ის აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციის პირველივე დღეებში განადგურებული ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თითქმის 40-წლიანი მმართველობის თავისებურებებს განიხილავს.
ხომეინის შემდეგ, რომელსაც ბევრი ლამის ღვთიურ ფიგურად აღიქვამდა, ხამენეიმ თავი წარმოაჩინა, როგორც მოხერხებულმა არბიტრმა და მანიპულატორმა."
რადიო თავისუფლება: აიათოლა ალი ხამენეი - მისი პორტრეტი სიტყვებით რომ დავხატოთ, რა იქნებოდა მთავარი შტრიხები?
ჯონ ლი ანდერსონი: ეს იყო ადამიანი, რომელმაც აიათოლა ხომეინის სიკვდილის შემდეგ ისლამური რესპუბლიკა მომდევნო 37 წლის განმავლობაში მართა და წინ უძღოდა. ხომეინის შემდეგ, რომელსაც ბევრი ლამის ღვთიურ ფიგურად აღიქვამდა, ხამენეიმ თავი წარმოაჩინა, როგორც მოხერხებულმა არბიტრმა და მანიპულატორმა. უზენაესი ლიდერის პოზიციიდან ის მართავდა ქვეყანას ისე, რომ ამავდროულად ინარჩუნებდა სიმბოლურ კავშირს სულიერ სამყაროსთანაც.
საინტერესოა, რომ ის არ ყოფილა დიდი აიათოლა, რომლის რელიგიურ ავტორიტეტსაც შიიტურ სამყაროში უმაღლესი სტატუსი აქვს. ის არ იყო ისეთი სასულიერო პირი, რომელიც ისლამურ სამართალში განსაკუთრებული სიღრმით იყო განსწავლული. მაგრამ ხომეინის სიკვდილის შემდეგ, მაინც მოიპოვა უზენაესი ლიდერის სტატუსი, ჩახლართული პოლიტიკური ინტრიგებისა და იმ იდეის წყალობით, რომლის ჩამოყალიბებაში თავადაც მონაწილეობდა - იდეისა, რომ ირანელებს, როგორც ხალხს, ერს, ურჩევნიათ ერთმა ლიდერმა მართოს ქვეყანა და არა კოლექტიურმა საბჭომ. ამ თვალსაზრისით, ის ისლამური რესპუბლიკა, რომელსაც დღეს ვხედავთ, დიდწილად ხამენეის ხელით შექმნილი პოლიტიკური სისტემაა.
ასევე ნახეთ ალი ხამენეის მემკვიდრეობა - გზა პოეზიის მოყვარული ახალგაზრდიდან დიქტატორამდეისევ და ისევ ხომეინისგან განსხვავებით, ხამენეი არ იყო ქარიზმატული ლიდერი. ის პარასკევის ლოცვებს კითხულობდა, გამოსცემდა ფატვებს და საბოლოო სიტყვას ამბობდა თითქმის ყველა საკითხზე, რომლებიც ირანის შიდა ცხოვრებასა და საგარეო პოლიტიკას ეხებოდა. თუმცა ამას ხშირად შუამავლების მეშვეობით აკეთებდა და საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდებოდა.
გარეგნობითაც არ გამოირჩეოდა. ჭაღარაწვერიანი, მოღუშული კაცი სათვალით - ეს არ იყო შთამბეჭდავი ფიგურა. ის არ იყო ფიდელ კასტრო, არ იყო სადამ ჰუსეინი. ბაშარ ალ ასადიც კი, მიუხედავად თავისი მოკლე ნიკაპისა, მაინც ცნობადი პოლიტიკური სახე იყო. იგივე შეიძლება ითქვას კადაფიზეც.
აიათოლა ხამენეი კი უფრო ჩრდილში, ფარდებს მიღმა მდგომი ფიგურა იყო - ერთგვარი ენიგმა. მაგრამ თუ შევეცდებით, შევაფასოთ მისი მმართველობა და მემკვიდრეობა, უნდა ვთქვათ, რომ ეს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა. პირველ რიგში, მან შეძლო სასულიერო ელიტის ძალაუფლების შენარჩუნება და იმ თეოკრატიული სისტემის განმტკიცება, რომელსაც თავად მართავდა და სახელმწიფო უსაფრთხოების მძლავრი აპარატის მეშვეობით აკონტროლებდა. მეორე მხრივ კი - ირანის გავლენის გაფართოება რეგიონში proxy ძალების მეშვეობით. ამ ჯგუფების ნაწილი ხომეინის პერიოდში შეიქმნა, მაგრამ მათი გაძლიერება და განტოტვა სწორედ ხამენეის მმართველობის წლებში მოხდა. საუბარია ჰეზბოლაზე ლიბანსა და სირიაში, ჰამასზე - ღაზაში და ჰუსიტებზე - იემენში.
ამიტომ გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ხამენეის როლს ვერ უარყოფ. თუ მისი ცხოვრების მიზანი იყო, რომ შიიტური ირანი ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად მუსლიმურ სამყაროში - რომელიც ძირითადად სუნიტური სახელმწიფოებით არის დომინირებული - მნიშვნელოვან ძალად ექცია, მაშინ უნდა ითქვას, რომ ამ მიზანს დიდწილად მიაღწია. ეს გზა არ იყო მარტივი - ისლამური რევოლუციის პირველივე დღეებიდან ხომეინი და მისი თანამოაზრეები, მათ შორის ხამენეიც, უკიდურესი სიმკაცრით უსწორდებოდნენ ყველა სახის ოპოზიციას - ჯერ პოლიტიკურს, შემდეგ ეთნიკურს და საბოლოოდ დისიდენტობასა და პროტესტის ნებისმიერ ფორმას. ამავე დროს ისინი ღიად უპირისპირდებოდნენ შეერთებულ შტატებს, გასული საუკუნის მთავარ ჰეგემონურ ძალას.
ასევე ნახეთ „თავი შესწირა სამშობლოს“ - 7 ფერეიდნელი, რომლებიც ირანში საპროტესტო აქციებისას დაიღუპნენრადიო თავისუფლება: ეს ასკეტური იმიჯი თითქოს თანამდებობის თანმდევია, არა? აუცილებელი შტრიხი - ხომეინიც ხომ ცნობილი იყო იმით, რომ არასოდეს იღიმოდა და არ იცინოდა. ხალხში ხომ რჩეულობის, ღვთიურობის განცდა უნდა გააჩინო.
ჯონ ლი ანდერსონი: დიახ, განსაკუთრებით ირანში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ულემა - სასულიერო სწავლულთა კლასი, რომლებიც თეოლოგიისა და სამართლის განმმარტებლების მნიშვნელოვან როლს ასრულებენ - დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სისადავეს, თავმდაბლობასა და მოკრძალებულ ცხოვრებას. ეს პირველად და ძალიან მკაფიოდ აიათოლა ხომეინის შემთხვევაში დავინახეთ: უბრალო თეთრი სამოსი, წვერი, ასკეტური ცხოვრების წესი. ხამენეიც ცდილობდა სწორედ ამ იმიჯის შენარჩუნებას, როგორც სულიერ სამყაროსთან თავისი კავშირის სიმბოლოს.
ბოლო 45 წლის განმავლობაში მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არცერთ მოძღვრებას არ მოუხდენია იმხელა გავლენა, როგორც იმ მოძრაობას, რომელსაც ხომეინი და ხამენეი ხელმძღვანელობდნენ ირანში."
რადიო თავისუფლება: მაგრამ ის ყოველთვის ასეთი არ იყო. როგორ მოხდა, რომ კაცი, რომელიც პოეზიით იყო გატაცებული და ხალილ ჯიბრანს თარგმნიდა, საბოლოოდ იქცა თეოლოგიურ ტირანად - თანაც ისეთად, რომლის მსგავსსაც უფრო შუა საუკუნეების ქრონიკებში თუ აღმოაჩენ, ვიდრე ჩვენს დროში?
ჯონ ლი ანდერსონი: საინტერესო კითხვაა. როგორ მოხდა, რომ რესპექტაბელური ფსიქოთერაპევტი რადოვან კარაჯიჩი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ეთნიკური წმენდის არქიტექტორად და სისხლისმსმელ ლიდერად გადაიქცა? ან ავიღოთ ზიმბაბვეს ლიდერი რობერტ მუგაბე - ადამიანი, რომელსაც შვიდი უნივერსიტეტის დიპლომი ჰქონდა და ძალიან განათლებულად ითვლებოდა. საბოლოოდ კი ისტორიას დარჩა, როგორც კორუმპირებული და ულმობელი დესპოტი.
ადამიანები დროთა განმავლობაში იცვლებიან. საგულისხმოა, რომ ხამენეი ახალგაზრდობაში იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელიც უფრო სეკულარულ ულემას ემხრობოდა - რა ირონიულია, არა? ის თავისი ეპოქის შვილი იყო - იმ პერიოდისა, როდესაც ნაციონალიზმი და ისეთი იდეოლოგიები, როგორიც მარქსიზმი იყო, ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ. საბოლოოდ მარქსიზმმა ეს ბრძოლა წააგო, ხამენეი კი იმ რევოლუციის ნაწილი გახდა, რომელმაც მარქსიზმ-ლენინიზმი ჩაანაცვლა, როგორც იმ დროის მთავარი ექსპანსიონისტური იდეოლოგია. ბოლო 45 წლის განმავლობაში მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არცერთ მოძღვრებას არ მოუხდენია იმხელა გავლენა, როგორც იმ მოძრაობას, რომელსაც ხომეინი და ხამენეი ხელმძღვანელობდნენ ირანში.
ასევე ნახეთ ადმინისტრატორი, ზომიერი პოლიტიკოსი, მემკვიდრე - კლერიკალები ირანის უზენაესი ლიდერობისთვის იბრძვიანპოლიტიკური ისლამის იდეამ, რომელიც ირანში „ვილაიათ ალ ფაქიჰის“ - ერის მეურვის მანტიამოსხმული, ისლამური სამართლის სწავლული მმართველის - კონცეფციით არის გამოხატული, მართლაც შეცვალა მსოფლიო. მათი გავლენის დაკნინება იქნებოდა იმის თქმა, რომ მათ უბრალოდ შაჰი დაამხვეს ანაც ახლო აღმოსავლეთში შიიტებსა და სუნიტებს შორის ძალთა ბალანსი დაარღვიეს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყეს საკუთარი რევოლუციის ექსპორტი, ზოგჯერ ძალადობრივი მეთოდებითაც, მაგალითად, საუდის არაბეთში.
ერთგვარად ეს მოგვაგონებს იმას, რაც ფიდელ კასტრომ გააკეთა ღორების ყურის კრიზისის შემდეგ. მძევლების კრიზისის მეშვეობით მათ მძიმე დარტყმა მიაყენეს ამერიკის პრესტიჟს, ამავე დროს კი საბჭოთა კავშირის ბაზა მოიშორეს, თუმცა მოსკოვთან ურთიერთობა შეინარჩუნეს. ამის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა ერთგვარი მყიფე მშვიდობა, ან უფრო, თავდაუსხმელობის პაქტი, რომელიც ახლა, როგორც ჩანს, ტრამპის დროს დაწყებულმა ომმა დაარღვია.
მსგავსი სცენები არ გვინახავს არც სადამ ჰუსეინის სიკვდილის შემდეგ და არც კადაფის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კადაფის აღსასრული ალბათ ხამენეიზე სასტიკი იყო. ხომეინის შემთხვევაში კი ასეთი მასშტაბის გლოვა ვიხილეთ. ვფიქრობ, ამან უნდა დაგვაფიქროს."
რადიო თავისუფლება: მისი სიკვდილი ბევრმა იზეიმა, მაგრამ ბევრმაც დაიტირა - არა მხოლოდ ირანში, არამედ მთლიანად შიიტურ სამყაროში. მათ, ვინც ხამენეის გლოვობს, რა დაკარგეს? რას განასახიერებდა ის? რა დაკარგა ისლამურმა რესპუბლიკამ მისი წასვლით?
ჯონ ლი ანდერსონი: ვფიქრობ, ხამენეის შესახებ შესაძლოა ბევრად მეტი გავიგოთ მისი სიკვდილის შემდეგ, ვიდრე მის სიცოცხლეში ვიცოდით. გავიგებთ, როგორ მართავდა, როგორი იყო მისი პირადი ცხოვრება, მისი ჩვევები და როგორ ხედავდნენ მას ადამიანები.
როდესაც ვნახე ფოტოები, რომლებზეც ადამიანები, განსაკუთრებით ქალები, გულამოსკვნილი ტიროდნენ მისი მკვლელობის გამო, გამახსენდა, რომ მსგავსი სცენები არ გვინახავს არც სადამ ჰუსეინის სიკვდილის შემდეგ და არც კადაფის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კადაფის აღსასრული ალბათ ხამენეიზე სასტიკი იყო. ხომეინის შემთხვევაში კი ასეთი მასშტაბის გლოვა ვიხილეთ. ვფიქრობ, ამან უნდა დაგვაფიქროს.
ვფიქრობ, ბევრმა იგრძნო, რომ დაკარგა ერთგვარი მამობრივი ფიგურა, რომელსაც, აიათოლას სტატუსის გამო, სულიერ მოძღვრადაც აღიქვამდნენ. ამას ემატება შიიტური რწმენის ის ნაწილი, რომელიც უკვე საუკუნეებია, ტანჯვას, მოწამეობას კოლექტიური და რელიგიური იდენტობის განუყოფელ ნაწილად აღიქვამს.
ამიტომ ასეთი ფიგურის მოკვდინებისას, მისი სიკვდილი ერთგვარ „მოწამეობად“ აღიქმება, ეს კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს კიდეც საკუთარი იდენტობისა და მისიის განცდას. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს სეკულარული დასავლეთისთვის, მაგრამ შიიტი მუსლიმი თემისთვის ეს კიდევ უფრო ამყარებს საკუთარი თავის შემეცნების განცდას.
ხამენეი ზოგჯერ თითქოს გრძნობდა, როდის უნდა „მოეხსნა სახურავი“ წნევის ქვაბისთვის, ბოლის გამოსაშვებად და როდის უნდა მოეხუფა ისევ მჭიდროდ."
რადიო თავისუფლება: თქვენ კადაფი და ასადი ახსენეთ - ლიბიასა და სირიაში რეჟიმები პრაქტიკულად ერთ ღამეში ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც დიქტატორი დაემხო. ირანში ეს არ მოხდა. რატომ?
ჯონ ლი ანდერსონი: ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - ირანის ისტორია, იდეოლოგია, ცივილიზაციური იდენტობა. შემიძლია დიდხანს ვისაუბრო იმაზე, თუ რატომ ჩამოიშალა კადაფისა და ასადის ძალაუფლება. მათი სისტემები მკაცრად ვერტიკალური იყო და დიდწილად ტერორზე იდგა. ცხადია, ხამენეის სისტემაც მიმართავდა რეპრესიებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო მისი დასაყრდენი.
ირანი ძალიან ძველი ერია, ესაა მრავალეთნიკური და მრავალეროვანი სახელმწიფო, 47-წლიანი რევოლუციური რეჟიმით, რომელიც ერთდროულად პოლიციური სისტემაცაა და ფუნქციონირებადი სახელმწიფოც. მმართველობის აპარატი არ იყო მიბმული მხოლოდ ერთ ლიდერზე. ჩამოყალიბდა სისტემა, რომელშიც თეოკრატიული სახელმწიფო თანაარსებობდა გარკვეულად კაპიტალისტურ ელემენტებთან: ინდუსტრიული ბაზა, ავიაკომპანიები, ბირთვული პროგრამა, ავტოინდუსტრია, უზარმაზარი ქალაქები და გარესამყაროსთან კავშირები. ირანი იყო და რჩება კომპლექსურ, განვითარებულ ქვეყნად, რომლის მარტივად შეჯამება შეუძლებელია.
ხამენეი, ცხადია, შეცდომებსაც უშვებდა და რეჟიმი კონტროლის შესანარჩუნებლად ტერორს იყენებდა, მაგალითად, ბოლო წლების საპროტესტო აქციების სასტიკად ჩახშობისას. თუმცა სხვა პერიოდებიც იყო. მაგალითად, პრეზიდენტ მოჰამად ხათამის დროს, 2000-იანი წლების დასაწყისში, ჩამოყალიბდა ერთგვარი თანაარსებობის მოდელი. ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მოღონიერებულ სახელმწიფოს მმართველად ჰყავდა ჭაღარაწვერიანი სასულიერო ლიდერი, რომელიც პარასკევის ლოცვებს ესწრებოდა, ხოლო რეფორმისტი პრეზიდენტი ქვეყანას ახალ ურთიერთობებსა და იდეებს უხსნიდა. ხამენეი ზოგჯერ თითქოს გრძნობდა, როდის უნდა „მოეხსნა სახურავი“ წნევის ქვაბისთვის, ორთქლის გამოსაშვებად და როდის უნდა მოეხუფა ისევ მჭიდროდ. მაგრამ მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს არ არის სახელმწიფო, რომლის მარტივად დახასიათება ან სწრაფად დამარცხება შეიძლება.
ასევე ნახეთ ირანი ნავთობპროდუქტების გაძვირებას ცდილობს - რა მოხდება საქართველოში?რაც უნდა მიუღებელი ყოფილიყო ხამენეი, ის ირანელებს არ მოუკლიათ, ის მოაკვდინეს ამერიკამ და ისრაელმა, ეს მათი გადაწყვეტილება იყო."
რადიო თავისუფლება: ფაქტია, რომ სისტემა, რომელიც მან თავისი მმართველობის 37 წლის განმავლობაში ააგო, ჯერჯერობით ზეწოლას უძლებს. და როგორც ჩანს, დასავლეთში ბევრისთვის სიურპრიზიც კი აღმოჩნდა, რომ გაძლო და არ ჩამოიშალა.
ჯონ ლი ანდერსონი: ასეა. თუმცა ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც თავიდანვე განაცხადა, რომ მათი მიზანი რეჟიმის შეცვლა იყო. თუ მოწინააღმდეგეს ბრძოლის დასაწყისშივე ეუბნები, რომ საბოლოოდ ის უნდა მოკვდეს, მაშინ ცხადია, ბოლომდე იბრძოლებს. მსოფლიოში ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელიც უბრალოდ დანებდება და იტყვის: რა გაეწყობა, მაშ, მომკალითო.
ამასთან ერთად ჩნდება მორალური და სამართლებრივი დილემა - რამდენად მისაღებია უცხო სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის ლიდერის მიზანმიმართული ლიკვიდაცია. რაც უნდა მიუღებელი ყოფილიყო ხამენეი, ის ირანელებს არ მოუკლიათ, ის მოაკვდინეს ამერიკამ და ისრაელმა, ეს მათი გადაწყვეტილება იყო. შესაძლოა, ბევრი ირანელი აღფრთოვანებულია ამით და ზეიმობს, მაგრამ ისიც უეჭველია, რომ ირანში ბლომად, ალბათ მილიონობითაც არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქმედებას ღრმად შეურაცხმყოფლად აღიქვამენ და რომელთა ცხოვრება, სხვადასხვა მიზეზით, ამ რეჟიმის არსებობასთან არის დაკავშირებული. ბევრი მათგანისთვის ეს ერთადერთი რეჟიმია, რომელსაც იცნობენ ან მოსწრებიან. ბოლოს და ბოლოს, ეს მათი სახელმწიფოცაა.
ცალკე თემაა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. არსებობს რეალური საფრთხე, რომ ვითარება კონტროლს გასცდეს. უკვე ვხედავთ ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმებს ამერიკულ ან ისრაელის ობიექტებზე რეგიონის 14 ქვეყანაში. აშშ-მ საელჩოები დახურა. ომი ფართოვდება.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ან, როგორც თავად თავს უწოდებს, ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ამბობს, რომ მას არ ზღუდავს ე.წ. ომის წესები და რადგანაც ამ ომს სამართლიან ომად მიიჩნევს, იმას გააკეთებს, რაც უნდა. ეს ძალიან სახიფათო სივრცეა. არაერთ ომში ვყოფილვარ და გამიშუქებია, მათ შორისაა ერაყისა და ავღანეთის კამპანიებიც და მახსოვს, როგორ ადანაშაულებდნენ მოგვიანებით დიკ ჩეინისა და დონალდ რამსფელდს ერაყში შეჭრის შედეგებისადმი გულგრილობაში. თუ ჩეინისა და რამსფელდს ერაყის შემდგომი ქაოსის ფონზე ასე ამკობდნენ და ვნახეთ, რა შედეგები მოჰყვა იმ გადაწყვეტილებებს, მაშინ როგორ უნდა შევაფასოთ ის, რასაც დღეს ჰეგსეთი ამბობს?
ეჭვშეუტანელია, რომ ხამენეის მიერ შექმნილი რეჟიმი სასტიკი და დაუნდობელი იყო საკუთარი მოქალაქეების მიმართ. მაგრამ როდესაც შეერთებული შტატები და ისრაელი საკუთარ თავზე იღებენ მორალური მსაჯულისა და ჯალათის როლს და რამდენიმე საათში ერთმანეთისგან განსხვავებულ საჯარო განმარტებებს იძლევიან, ეს უკვე სრულიად სხვა რეალობაში გვაქცევს.
და ამას მივყავართ მთავარ კითხვასთან: უნდა განაგრძოს თუ არა შეერთებულმა შტატებმა თეირანის დაბომბვა? რა მიზნით? ვინ უნდა გამოჩნდეს ხამენეის შემდეგ?
ასევე ნახეთ “ირანი ახლა ჰგავს სახლს, რომელსაც სახურავი აღარ აქვს“ - მაიკლ ნაითსირთულზე რთულია დიდი კაცის შვილად ყოფნა. თუ მოჯთაბა მზად არის მამის ადგილი დაიკავოს, მაშინ უნდა აცნობიერებდეს საკუთარი სიკვდილის შესაძლებლობასაც. მისი გადარჩენის შანსი ორმოცდაათ პროცენტზე ნაკლებია."
რადიო თავისუფლება: სავარაუდო მემკვიდრედ მის შვილს, მოჯთაბას, ასახელებენ. ჩვენ ვსაუბრობდით ხომეინის ჩრდილზე, რომელიც მის მამას მთელი ცხოვრება თან დასდევდა. მოჯთაბასთვის რამდენად მძიმე ტვირთია მამის ჩრდილი? რას უნდა ველოდოთ მისგან? და ბოლოს - რამდენ ხანს გაძლებს?
ჯონ ლი ანდერსონი: რთულზე რთულია დიდი კაცის შვილად ყოფნა. თუ ის მზად არის მამის ადგილი დაიკავოს, მაშინ უნდა აცნობიერებდეს საკუთარი სიკვდილის შესაძლებლობასაც. ვფიქრობ, დასავლელებს ხშირად ბოლომდე არ ესმით იმ ადამიანების მზადყოფნის, როგორებიც არიან მოჯთაბა ან ხამენეი, რომ მოწამებრივ სიკვდილს, როგორც ცხოვრების გაგრძელებას, ისე შეხედონ - როგორც გზას, რომელიც რევოლუციას კიდევ უფრო განამტკიცებს.
რადიო თავისუფლება: თუმცა ასე დაზუსტებით ალბათ ვერ ვიტყვით, თავად მოჯთაბა რამდენად არის მზად მოწამებრივი სიკვდილის მისაღებად. მამამისის შემთხვევაში ამის ვარაუდი ალბათ შესაძლებელი იყო, მაგრამ ის მწირი ინფორმაცია, რომელიც დღეს ხამენეი უმცროსის შესახებ მოიპოვება, ნამდვილად არ იძლევა საფუძველს, დავასკვნათ, რომ იგი ამგვარ ბედს - მოწამებრივ აღსასრულს - შეგნებულად ან სიხარულით ელოდება. მეტიც, ირანული ოპოზიციის ცნობებით, მისი სახელი რამდენიმე კორუფციულ სკანდალთანაც არის დაკავშირებული.
ჯონ ლი ანდერსონი: მესმის, მაგრამ თუ ის ნებაყოფლობით იღებს ამ როლს და იცის, რომ ისრაელი და, შესაძლოა, ამერიკაც მის ლიკვიდაციას შეეცდებიან, მაშინ თავად თანხმდება სამიზნე გახდეს და არ მგონია, ეს მარტივად მისაღები გადაწყვეტილება იყოს. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ, მისი გადარჩენის შანსი ორმოცდაათ პროცენტზე ნაკლებია.
რადიო თავისუფლება: ამ ტემპებით რამდენად რეალურია, რომ ირანს უბრალოდ აიათოლები გამოელიოს?
ჯონ ლი ანდერსონი: რამდენი ადამიანი ცხოვრობს ირანში? მილიონობით. ვფიქრობ, პოტენციური აიათოლების რესურსი პრაქტიკულად ამოუწურავია. რაც არ ვიცით, არის ის, ამოუწურავია თუ არა რაკეტების მარაგი ან მათ მოსაგერიებლად საჭირო სისტემები - იმ ბომბების, დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ, რომელთა გაშვებაც ირანს შეუძლია ამერიკისა და ისრაელის ინტერესებისა და მათი მოკავშირეების მიმართულებით.
ასევე ნახეთ „საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება“ - ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა