ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანის კონკურენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ფოტოკოლაჟი: ირაკლი კობახიძე და პეტერ მადიარი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ხელისუფლებაში ამჟამად მყოფი ვიქტორ ორბანის კონკურენტს -  პეტერ მადიარს.

„ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.

მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის.

საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ასევე ნახეთ

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა გამანადგურებელი მარცხი აწვნია ვიქტორ ორბანს

უფრო ადრე პეტერ მადიარს გამარჯვება მიულოცეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ოპოზიცურმა პარტიამ „ფედერალისტები“.

ასევე ნახეთ

სალომე ზურაბიშვილი პეტერ მადიარს: "გილოცავთ ყველა ქართველის სახელით, ვინც უნგრეთში დემოკრატიის გამარჯვებაზე ლოცულობდა!"

ასევე ნახეთ

გიორგი გახარია: “დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების დამარცხება გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ”

ასევე ნახეთ

“ფედერალისტები”: “უნგრეთის გაძლიერება და წინსვლა ქართველი ხალხისა და მთელი თავისუფალი სამყაროს ინტერესშია”

უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები

  • ხმების დათვლის წინასწარი შედეგების თანახმად, უნგრეთში 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს;
  • კენჭისყრაში აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 10 პროცენტით მეტია. ეს აქტივობა რეკორდულია, სულ მცირე, ბოლო 20 წლის განმავლობაში;
  • ეროვნული საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ხმების 67%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, 199-ადგილიან პარლამენტში „ტისას“ შეუძლია 137 ადგილის მოპოვება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობაა;
  • „ფიდესს“ 55 ადგილზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ „ტისას“ უპირატესობა, ძირითადად, განპირობებულია მისი კანდიდატების უპირატესობით მაჟორიტარულ ოლქებში, თუმცა მადიარის მხარდამჭერები პარტიულ სიებშიც აშკარა ლიდერობას ინარჩუნებენ;
  • 12 აპრილს, ღამით ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის სანაპიროზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა ქვეყნისთვის ისტორიულ არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. უნგრელები გვიან ღამემდე ზეიმობდნენ მადიარის და „ტისას“ გამარჯვებას.

ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის ურთიერთობა

ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრაციების შემზღუდველი კანონები მიიღო, ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობა გაუფუჭდა, ამ მხრივ გამონაკლისი იყო სლოვაკეთი და უნგრეთი.

ასევე ნახეთ

"საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობა" - რა აქვთ საერთო ორბანისა და კობახიძის ქვეყნებს?

ბოლო ვიზიტი ირაკლი კობახიძე უნგრეთში 21 მარტს ჰქონდა. მაშინ ის ვიქტორ ორბანს შეხვდა და კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). მან სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ „ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტსა და იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“.

ასევე ნახეთ

კობახიძე უნგრეთში ორბანს შეხვდა, CPAC-ის კონფერენციაზე ისაუბრა ილია II-ზე

კობახიძე უნგრეთში იმყოფებოდა 2024 წელსაც. ის მაშინაც მონაწილეობდა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში.

„ქართულ ოცნებას“ შეჩერებული ევროინტეგრაციის ფონზე ევროკავშირში გაწევიანების გზაზე პარტნიორად ვიქტორ ორბანი ეგულებოდა.