აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის გამწვავების, განახლებული საომარი მოქმედებების და ჰორმუზის სრუტის გარშემო მზარდი უთანხმოების ფონზე, მსოფლიოს ყურადღება რეგიონულ უსაფრთხოებაზე, სავაჭრო ნაოსნობასა და უფრო ფართო ესკალაციის საფრთხეზეა გადატანილი.
მაღალი რანგის ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ელიზაბეტ კენედი ტრუდო, რომელიც ამჟამად ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის ბრედფორდ მ. ფრიმენის სახელობის გლობალური პოლიტიკის პროგრამის მმართველი დირექტორია, ამტკიცებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი თავად ირანში ვითარდება.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ტრუდო ამბობს, რომ რიგითი ირანელების ყოველდღიური ცხოვრება, უფლებები და თავისუფლებები ნებისმიერი დიპლომატიური პროცესის ცენტრალურ ნაწილად უნდა იქცეს.
რადიო თავისუფლება: აშშ აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი დარტყმები ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამხედრო ობიექტებზე კომერციული ნაოსნობის დასაცავად განახორციელა. უფრო ფართო სურათის გათვალისწინებით, რა გზავნილის გავრცელებას ცდილობს ვაშინგტონი ამ ოპერაციებით?
ელიზაბეტ კენედი ტრუდო: ვფიქრობ, რასაც ახლა ვხედავთ, ესაა ორივეს, აშშ-სა და ირანის მუდმივი ძალისხმევა, მოიპოვონ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი. თუმცა, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი - და რაზეც ნამდვილად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ საუბრისას - არის ის, თუ რა ხდება ირანში და რას განიცდის ირანელი ხალხი.
არ მინდა კონფლიქტის განვითარებას წინ გავუსწრო. ბევრი იმსჯელებს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი დარჩება და ნავთობის ფასებზე ან სასუქების ბაზრებზე გავლენას დავინახავთ. თუმცა, ჩვენი საუბრის მთავარი თემა უნდა იყოს ირანელი ხალხი.
რადიო თავისუფლება: თავად სამხედრო ოპერაციის გარდა, რამდენად მნიშვნელოვანია დიპლომატიური ძალისხმევა, დაარწმუნოს მოკავშირეები, სანაოსნო კომპანიები და გლობალური ბაზრები, რომ ეს მნიშვნელოვანი საზღვაო გზა კვლავ უსაფრთხოა?
სახელმწიფო უსაფრთხოების პრიორიტეტებზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რას აკეთებს რეჟიმი ყოველდღიურად საკუთარი ხალხის მიმართ.
ტრუდო: ჰორმუზის სრუტე წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი საზღვაო გზაა არა მხოლოდ ნავთობის, არამედ გოგირდის, შარდოვანას და მზა სასუქის გადაზიდვისთვისაც. ის თანაბრად მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურეში ჩვენი მოკავშირეებისა და მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის.
რადგან ეს კონფლიქტი გრძელდება, აუცილებელია დიპლომატიურ არხებს დავუბრუნდეთ და ვიპოვოთ გზა, რათა ეს საზღვაო გზები ღიად შევინარჩუნოთ. ღია საზღვაო გზები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის და ასევე აუცილებელია რეგიონისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის.
რადიო თავისუფლება: სამხედრო თემაზე სათაურების მიღმა, რა გაღელვებთ ყველაზე მეტად იმ გავლენასთან დაკავშირებით, რაც ამ კონფლიქტს ჩვეულებრივ ირანულ ოჯახებზე აქვს?
ტრუდო: როდესაც საპროტესტო აქციების ბოლო ციკლი დაიწყო, საერთაშორისო ყურადღება მიმართული იყო ირანელების არაჩვეულებრივ გამბედაობაზე, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩებში არა მხოლოდ ეკონომიკური სიძნელეების შემსუბუქების, არამედ პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნით.
ჩვენ ვიხილეთ საპროტესტო აქციების განმეორებითი ტალღები - „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლების“ მოძრაობა, პროტესტი საწვავის ფასებზე და სხვა. კონფლიქტის გაგრძელებისას, საერთაშორისო სათაურებში, გასაგები მიზეზების გამო, მთავარი ადგილი უჭირავს ჰორმუზის სრუტეს, ირანის ბირთვული პროგრამას, მის რეგიონული აქტივობებს და მის მიერ ჰამასის, ჰეზბოლას და ერაყის მებრძოლების მხარდაჭერას.
მაგრამ აუცილებელია, რომ უბრალო ირანელების გამოცდილება განხილვის ცენტრში იყოს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ეკონომიკურ სირთულეებზე, არამედ ასევე, ინტერნეტის გათიშვაზე, პოლიტიკურ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბარს. ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რას აკეთებს რეჟიმი ყოველდღიურად საკუთარი ხალხის მიმართ.
რადიო თავისუფლება: თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ შეუძლია აშშ-ს პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროს ირანელ ხალხთან და ამავდროულად ცხადად თქვას, რომ მას უთანხმოება მთავრობასთან აქვს და არა მოსახლეობასთან?
რადგან რეჟიმმა მკაცრად შეზღუდა ირანელებისთვის ამ კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ოფიციალური ნარატივების დამახინჯება ძალიან ადვილია...
ტრუდო: ირანის რეჟიმმა თავისი ხალხი უპრეცედენტო, 88-დღიან, ინტერნეტის თითქმის სრული შეზღუდვის პირობებში ამყოფა. ეს შეზღუდვა 26 მაისს შემსუბუქდა, თუმცა „მოიხსნა“ ნამდვილად არ არის სწორი სიტყვა, რადგან მთავრობა კვლავ ბლოკავს ინტერნეტის დიდ ნაწილს ე.წ. „თეთრ სიაში შეყვანის“ გზით, რაც მხოლოდ შერჩეულ ვებსაიტებზე წვდომის საშუალებას იძლევა.
ინფორმაცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. დამოუკიდებელი რეპორტაჟი ირანელებს აშშ-ის პოზიციის გაგებაში ეხმარება. ის მათ სამხედრო აქტივობის, დანაკლისების და იმ საფრთხეების გააზრებაში ეხმარება, რომლებიც მათ უსაფრთხოებას ემუქრება. ის ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
ინტერნეტის გათიშვა რეჟიმის დაუსჯელობას ზრდის. როდესაც მთავრობა წყვეტს კომუნიკაციის საშუალებებს - ირანში თუ სხვაგან - ძალადობის დოკუმენტირება გაცილებით რთული ხდება. ოჯახებს ერთმანეთის პოვნა არ შეუძლიათ და ამ ძალადობის მტკიცებულებები გარე სამყაროს ვერ აღწევს.
დამოუკიდებელი სპარსულენოვანი მედია არღვევს სახელმწიფო მონოპოლიას. რადიო ფარდა [რადიო თავისუფლების ირანული სამსახური], BBC-ის და ამერიკის ხმის სპარსულენოვანი რედაქციები და სხვები ავრცელებენ ახალ ამბებს, რომელთა თავისუფლად გაშუქება მკაცრად კონტროლირებად სახელმწიფო მედიას უბრალოდ არ შეუძლია.
Your browser doesn’t support HTML5
Back Online After Internet Blackout Ends, Iranians Still Face Limited Communications
რადიო თავისუფლება: მაშინ, როცა სამხედრო ოპერაციები გრძელდება, როდის ხდება სტრატეგიული კომუნიკაცია ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამხედრო სტრატეგია, შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად?
ტრუდო: მე სტრატეგიულ კომუნიკაციას ომის ერთ-ერთ სფეროდ მივიჩნევ. პირველ რიგში, სიმართლე მზის შუქია. ჩვენ ნათელი უნდა მოვფინოთ იმ დარღვევებს, რომლებიც სიბნელის საფარქვეშ ხდება. თუ მედიას არ შეუძლია ზუსტი და სანდო ინფორმაციის გავრცელება, ადამიანები მანიპულაციებისგან დაუცველი ხდებიან.
რადგან რეჟიმმა მკაცრად შეზღუდა ირანელებისთვის ამ კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ოფიციალური ნარატივების დამახინჯება ძალიან ადვილია. ამიტომ, სანდო ინფორმაცია და სანდო წყაროები აუცილებელია იმისათვის, რომ ირანელებმა გაიგონ როგორც კონფლიქტი, ასევე საკუთარი მთავრობის ქმედებები.
ირანის გარეთ, მთავრობებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია უზრუნველყონ ზუსტი, დროული და სანდო ინფორმაციის მიწოდება მათი საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო პოზიციების შესახებ.
რადიო თავისუფლება: ვაშინგტონი აცხადებს, რომ ნაოსნობის თავისუფლებას იცავს, თეირანი კი თავის ქმედებებს წარმოაჩენს, როგორც თავდაცვას. რამდენად მნიშვნელოვანია ამ პაექრობაში გამარჯვება?
ტრუდო: ვფიქრობ, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საკომუნიკაციო ბრძოლა. 2026 წელს, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია სიმართლე. მნიშვნელოვანია ფაქტები.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებასა და ჰორმუზის სრუტის, სპარსეთის ყურეში ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების საკითხებზე და, რაც მთავარია, იმ პირობებზე, რომელშიც არსებობს ირანელი ხალხი...
აშშ-სთვის - ან ნებისმიერი ქვეყნისთვის - ჟურნალისტური თავისუფლების და რეპორტიორების თავისუფლების უზრუნველყოფა, წარმოადგინონ ზუსტი ფაქტები და პასუხისმგებლობა დააკისრონ მთავრობებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და ეს მხოლოდ ირანისთვის არ არის ასე; ეს ყველასთვის ასეა.
ასე რომ, მე ვიტყოდი, რომ საქმე ნაკლებად ეხება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და უფრო მეტად ეხება მოქალაქეებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის მიცემას, როდესაც მათ აქვთ წვდომა ახალი ამბების სანდო წყაროებზე.
რადიო თავისუფლება: ირანის შიგნით არსებული ვითარების გათვალისწინებით, როგორ აფასებთ, როგორ ეპყრობა რეჟიმი საკუთარი ხალხს? სურს თუ არა ხელმძღვანელობას გააძლიეროს შიგნით რეპრესიების?
ტრუდო: ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რეჟიმს ღრმად აქვს ფესვები გადგმული ირანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ეკონომიკის, სამხედროების, პოლიტიკის, რელიგიისა და ადგილობრივი მმართველობის ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების შესაძლებლობები არსებობს და ირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდა, ვითარება კვლავ მყიფეა. კონტროლის დონე, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე - არა მხოლოდ ინფორმაციაზე, არამედ საზოგადოების თითქმის ყველა ასპექტზე, ძნელი შესაფასებელია.
არ მინდა ვიმკითხაო, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს მოლაპარაკებებმა. თუმცა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებასა და ჰორმუზის სრუტის, სპარსეთის ყურეში ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების საკითხებზე და, რაც მთავარია, იმ პირობებზე, რომელშიც არსებობს ირანელი ხალხი.
რადიო თავისუფლება: და ბოლოს, თუ დიპლომატია წინ წავა, როგორ შეუძლიათ მომლაპარაკებლებს უზრუნველყონ, რომ მოლაპარაკებები არ შემოიფარგლოს მხოლოდ ბირთვული და უსაფრთხოების საკითხებით, არამედ ასევე, გააუმჯობესოს რიგითი ირანელების ყოველდღიური ცხოვრება და სამომავლო პერსპექტივები?
ტრუდო: მომლაპარაკებლებმა ეს საკითხები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა წამოჭრან.
ელიზაბეტ კენედი ტრუდო
ყველაზე კარგი იქნება, დიპლომატიას შევხედოთ როგორც ცეკვას. ნათლად უნდა გესმოდეს, რის განხილვას აპირებ. ეს ნიშნავს, უზრუნველყო, რომ ირანელი ხალხის წინაშე არსებული პირობები, ინფორმაციის თავისუფლება, პროტესტის უფლება და ადამიანის უფლებები - ეს ყველაფერი მოლაპარაკებების ნაწილი იყოს.
მოლაპარაკებები ადვილი არ არის. ის შრომატევადი და ნელია. სწორედ ამიტომ სხედან მაგიდასთან ექსპერტები.
ამ პროცესის წინსვლისას, ეროვნული უსაფრთხოების საკითხები - ჰორმუზის სრუტე, ბირთვული პროგრამა, ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და დრონების პროგრამა - ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, მდგრადი ცვლილებები ირანში ხალხიდან იწყება.
ელიზაბეტ კენედი ტრუდოსთან ინტერვიუ რედაქტირებულია ხანგრძლივობისა და სიცხადისთვის.