უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გადაწყვეტილების შესახებ ეს მისი პირველი კომენტარია.
მის ამ სიტყვებს უნივერსიტეტის პრესცენტრი ავრცელებს ფეისბუკზე.
ჯაბა სამუშიას კომენტარი შემდეგი ორი წინადადებით შემოიფარგლება:
- „აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია.
- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების შეჯერება“, - ვკითხულობთ თსუ-ს ფეისბუკის გვერდზე.
„მიზანშეწონილია შეხვედრა სამინისტროსთან“
ამავე წყაროს ცნობით, სამუშიამ ეს პოზიცია დააფიქსირა თსუ-ს მმართველი ორგანოების, აკადემიური საბჭოსა და სენატის, ასევე ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების გაერთიანებულ სხდომაზე.
სხდომა ორშაბათს, 2 თებერვალს, გაიმართა.
„სხდომის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებთან“, - წერს თსუ.
„ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ, თავის მხრივ, ფაკულტეტების მმართველი ორგანოები იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე და შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ თსუ-ს აკადემიურ საბჭოსა და სენატს“, - წერია 4-აბზაციან ცნობაში.
ასევე ნახეთ „როგორც ხელისუფლება იტყვის“ - თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება გადაწყვეტილია, მაგრამ „კონსულტაციები“ იქნებასტუ თსუ-ში
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თსუ და სტუ გაერთიანდებიან. შედეგად მიღებულ სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს.
29 იანვრიდან მოყოლებული პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი და სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ. სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებს ითხოვს.
ასევე ნახეთ სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებს ითხოვსტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა 29 იანვარს დილით ტელეეთერებიდან, გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს, რომ 100-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი გახდება.
სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ამის შესახებ თავად წინა დღეს გაიგო.
„დღევანდელი ხელისუფლება არ ჰგავს [მიხეილ] სააკაშვილს და გვექნება კონსულტაციები აკადემიურ საბჭოსთან, ფაკულტეტებთან და ერთად ვიმსჯელებთ“, - გვითხრა მან.
ასევე ნახეთ „გუშინ გავიგე“ - ინტერვიუ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთანკვირას, პირველ თებერვალს, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გაავრცელა ვიდეო-განმარტება - ის ამბობს, რომ ცვლილების მიზანია კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობისა და მათი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა.
მისი თქმით, ყველაფერს იღონებენ, რომ „არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა“.
ასევე ნახეთ გივი მიქანაძე ოთხწუთიან ვიდეოში აღწერს თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების იდეას და მიზანსმიქანაძემ ეს მიმართვა გაავრცელა 2 დღეში მას შემდეგ, რაც ტექნიკური უნივერსიტეტიდან „ქართული ოცნების“ მთავრობას, პარლამენტს და ცალკე - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართეს.
ივანიშვილისადმი მიძღვნილი განცხადება მთავრდება სიტყვებით: „პატივისცემით, თქვენი მხარდამჭერები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება“.
ასევე ნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტიდან "ქართული ოცნების" მთავრობას, პარლამენტს და ცალკე - ბიძინა ივანიშვილს მიმართავენმინისტრის მოადგილე სტუ-ში
2 თებერვალსვე სტუ-ში პროფესორებთან შესახვედრად მივიდა განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.
შეხვედრის დაწყებამდე სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ „ტვ პირველს“ უთხრა: „ჩემი პოზიცია გახდება ცნობილი თავიდან ბოლომდე, როდესაც მოხდება კონსულტაციები მინისტრის მოადგილესთან, მინისტრთან“.
„მე ჩემს პროფესორებთან ყოველდღე ვსაუბრობ, ზოგს მოწონს, ზოგს არა“, - თქვა მან.
„ჩვენ მოვისმინეთ რექტორების საცოდავი რეაქცია“, - ასე შეაფასა ორშაბათ საღამოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რექტორების გამოხმაურებები.
ასევე ნახეთ მერე რა მოხდა? - რექტორების უმრავლესობას მოსწონს ის, რასაც მათ და მათ სტუდენტებს ხელისუფლება უპირებს