3 აპრილს გამოქვეყნებულ პროგრამაში წერია, რომ პარტია მხარს უჭერს „სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის რეფორმების დღის წესრიგს“ და საამისოდ სთავაზობს „საგზაო რუკას“:
- ეკლესიის „დე ფაქტო ხელმძღვანელის გადაყენება (პენსიაზე გასვლა)“;
- ეკლესიის დროებითი მმართველის არჩევა;
- ეკლესიის წესდების მიღება, რამაც „უნდა განსაზღვროს მექანიზმები ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და სასულიერო პირების კეთილსინდისიერი ქცევის უზრუნველსაყოფად“;
- ახალი კათალიკოსის არჩევა.
გარეგინ II-ის გადაყენება, - რასაც რამდენიმე თვეა, ნიკოლ ფაშინიანი საჯაროდ ითხოვს, - ახლა 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო პროგრამაშიც მოხვდა.
ასევე ნახეთ
„აირჩიეთ მშვიდობა“ - ფაშინიანის პარტიამ საარჩევნო პროგრამა და 100 დაპირება წარადგინა„საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის“
ფაშინიანის გუნდის წევრები კათალიკოსს მოიხსენიებენ საერო სახელით - კტრიჩ ნერსისიანი - და მას ეკლესიის „დე ფაქტო ხელმძღვანელს“ უწოდებენ.
„კტრიჩ ნერსისიანი წარმოადგენს საფრთხეს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა 6 აპრილს სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა.
ასევე ნახეთ
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გარეგინ II-ს არ მისცა საქართველოში გამგზავრების უფლება„კარგი იქნებოდა, თუ სხვა პარტიებიც თავიანთ პროგრამებში შეიტანდნენ კტრიჩ ნერსისიანისა და იმ ადამიანებისგან ეკლესიის გაწმენდისა და გათავისუფლების საკითხს, რომლებიც აკნინებენ სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიას“, - თქვა მან.
„ეს დიდ სარგებელს მოუტანდა ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - განუცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებს.
ასევე ნახეთ
ერევნის ერთ-ერთ ტაძარში ფაშინიანთან დაპირისპირების გამო სამ პირს ბრალი წაუყენეს- სომხეთის ხელისუფლებას სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული გარეგინ მეორის წინააღმდეგ;
- კათალიკოსს ბრალი ედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში - საქმე ფაშინიანის მხარდამჭერ ეპისკოპოსს უკავშირდება;
- სომხეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ეპისკოპოსი საროიანი, - რომელიც გარეგინ მეორემ განკვეთა - უნდა აღდგეს ეპარქიის ხელმძღვანელად; ეკლესია კი აცხადებს, რომ სასამართლოს არ აქვს ეს უფლება და მღვდლები მხოლოდ კანონიკურ წესებს ემორჩილებიან. გარეგინ II-მ 27 იანვარს მაინც მიიღო ეპისკოპოსის განკვეთის გადაწყვეტილება, რის შემდეგაც საქმე აღიძრა.
ასევე ნახეთ
სომხეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სომხური სამოციქულო ეკლესიის პატრიარქის მიმართ და აუკრძალა მას ქვეყნის დატოვებაგარეგინ მეორეს ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს - ამიტომაც ვერ შეძლო მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლა.
კრიტიკოსები სომხეთის მმართველ გუნდს ადანაშაულებენ ეკლესიის საქმეების ჩარევასა და სეკულარიზმის პრინციპის დარღვევაში, ასევე, მართლმსაჯულების პოლიტიზებაში.
სომხეთში მოსახლეობის 95,2% - დაახლოებით 2,8 მილიონი ადამიანი - სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმდევარია.
ასევე ნახეთ
კარაპეტიანის თქმით, ივანიშვილი ფაშინიანს „უგულებელყოფს“, ბიძამისს კი „სიამოვნებით შეხვდებოდა“„სამოქალაქო კონტრაქტის“ საარჩევნო პროგრამას, რომელიც 2026-31 წლებს ეხება, თან ერთვის ნიკოლ ფაშინიანის მიმართვა, რომელშიც ამბობს:
„წადით არჩევნებზე 7 ივნისს და აირჩიეთ მშვიდობა „სამოქალაქო კონტრაქტისთვის“ ხმის მიცემით“.