რადიო თავისუფლების ფოტოები 2018 წელს

2 თებერვალი - მუშები სახლს შლიან რუსეთის ქალაქ ხანდიგაში. მარადიული გაყინულობის პირობებში, ზაფხულობით ნიადაგის არათანაბარი დნობა იწვევს მიწის ფენების მოძრაობას. ამის გამო საბჭოთა პერიოდში ნაშენი საცხოვრებელი სახლების ნაწილი ინგრვევა. (Amos Chapple, RFE/RL)

4 თებერვალი - დემონსტრანტი საპროტესტო აქციაზე, რომელიც კიევში მოეწყო მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტიის, ახალი ძალების მოძრაობის მიერ. ათასობით ადამიანმა მარშით გაიარა უკრაინის დედაქალაქში. ისინი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომას მოითხოვდნენ. 12 თებერვალს უშიშროების ძალებმა კიევში დააპატიმრეს სააკაშვილი და დეპორტაცია გაუკეთეს მას. (Serhii Nuzhnenko, RFE/RL)

8 თებერვალი - პიონერთა რაზმი მინსკში. ბელორუსიის დედაქალაქში მთელი ქვეყნიდან ჩავიდა პიონერული ორგანიზაციის 500-ზე მეტი წევრი აღლუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ურუჩიეს სპორტის სასახლეში გაიმართა. (Uladz Hrydzin, RFE/RL)

14 თებერვალი - თბილისში გაიმართა სტუდენტთა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ შრომის კოდექსის გაუმჯობესებას. ახალგაზრდა მუშის სიკვდილიდან მეორე დღეს აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რათა სოლიდარობა გამოეხატათ მუშაობის პროცესში დაღუპული და დაშავებული ადამიანებისთვის. (Mzia Saganelidze, RFE/RL)

25 თებერვალი - ყაზახი ბაზიერი მტაცებელი ფრინველებით ნადირობის ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობისას ყაზახეთის ქალაქ ურალსკში. (Pyotr Trotsenko, RFE/RL)

27 თებერვალი - ძინარა ალიმბეკოვა, რომელმაც ბიათლონისტ ქალთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა, შინ ბრუნდება ფხენიანის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან. ბელორუსიის ოლიმპიურმა გუნდმა ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოპოვა. (RFE/RL)

31 მარტი - მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზადე ისლამაბადში ხვდება პაკისტანის სვატის ოლქის წარმომადგენლებს. მალალა პაკისტანში 29 მარტს დაბრუნდა პირველად 2012 წლის შემდეგ. მაშინ ის დიდ ბრიტანეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ მას მერე, რაც თავში ესროლეს თალიბებმა. მალალას თალიბები თავს დაესხნენ იმის გამო, რომ ის გოგონების განათლებისთვის იბრძოდა. (Niaz Ahmad Khan, RFE/RL)

4 აპრილი - დატბორილი მდინარე პრიპიატი ბელორუსიის გომელის რაიონში. (RFE/RL)

7 აპრილი - აღდგომა ღამეს ბავშვები კიევის წმ. ვლადიმირის ტაძარში ელოდებიან იერუსალიმიდან წმიდა ცეცხლის ჩამოსვლას, რომელიც სანთლიდან სანთელს გადაეცემა. (Serhii Nuzhnenko, RFE/RL)
 

24 აპრილი - ერევანში ხალხი აღნიშნავს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის წლისთავს. (Amos Chapple, RFE/RL)
 

26 აპრილი - ჭირისუფლები დასტირიან 1992-1993 წელს აფხაზეთის ომში დაღუპულებს, რომელთა ნეშტი თბილისში გადაასვენეს. (Mzia Saganelidze, RFE/RL)

29 აპრილი - "ფორმულა 1"-ის გრან პრის გათამაშება ბაქოში. (Aziz Karimov, RFE/RL)

8 მაისი - ერევანში ნიღბიანი სნაიპერები სამთავრობო შენობიდან აკვირდებიან რესპუბლიკის მოედანს, სადაც ხალხი ზეიმობს ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის არჩევას პრემიერ-მინისტრად. (Amos Chapple, RFE/RL)

3 მაისი - რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინაში გაიმართა ავღანური რედაქციის ჟურნალისტების, საბაუნ კაკარის, აბდულა ჰანანზაისა და მაჰარამ დურანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია. ისინი ქაბულში 30 აპრილს განხორციელებულ ტერაქტს ემსხვერპლნენ. (Lucie Steinzova, RFE/RL)

10 მაისი - ალმა-ათაში პოლიცია აპატიმრებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ათობით ადამიანი დააპატიმრეს დემონსტრაციაზე, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო ყაზახეთის ციხეებიდან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. (Assylkhan Mamashuly, RFE/RL)

13 მაისი - ახალგაზრდა ყირიმელი თათრები ლოცულობენ ჩათირდაღის მთის ფერდობზე, ყირიმში. ათასზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი ყირიმელი თათრების დეპორტაციის მსხვერპლთ, რომელიც 1944 წელს განახორციელა სტალინურმა რეჟიმმა. (RFE/RL)

25 მაისი - გოგონა სკოლის დამთავრების ცერემონიას ადევნებს თვალს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში. (Beksultan Abibakir, RFE/RL)

26 მაისი - "ლივერპულის" გულშემატკივრებს ჩირაღდნები უჭირავთ კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ, რომელშიც მათი გუნდის მეტოქე იყო მადრიდის "რეალი". (Serhii Nuzhnenko, RFE/RL)

28 მაისი - მეცხვარე თუშეთის მთებში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ამოს ჩეპლმა სპეციალური ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა თუშ მეცხვარეებს. (Amos Chapple, RFE/RL)

22 ივნისი - უკრაინის საზღვაო ქვეითთა წვრთნა ვოდიანეში, მარიუპოლის მახლობლად. (Andriy Dubchak, RFE/RL)

10 ივლისი - ქალი დასტირის ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სრებრენიცაში, 1995 წელს მოწყობილი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მსხვერლის კუბოს მას შემდეგ, რაც პოტოჩარის მემორიალურ ცენტრში 35 ახალამოცნობილი მსხვერპლი გადაასვენეს. 1995 წლის ივლისში ბოსნიელ სერბთა ჯარებმა სრებრენიცის აღების შემდეგ 8000 მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს. (Midhat Poturovic, RFE/RL)

13 ივლის - კიევის ცენტრში დემონსტრანტები ითხოვენ უკრაინელი კინორეჟისორის, ოლეჰ სენცოვისა და აქტივისტ ოლექსანდრ კოლჩენკოს გათავისუფლებას. კოლჩენკო და სენცოვი 2014 წელს დააპატიმრეს ყირიმში, რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ამ ტერიტორიის დაკავების შემდეგ. 2015 წელს რუსეთის სასამართლომ მათ ექსტრემიზმის განაჩენი გამოუტანა, რასაც თავად პატიმრები და მათი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. (Serhii Nuzhnenko, RFE/RL)

18 ივლისი - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა კოლ-სუუს ტბასთან, ყირგიზეთის ნარინის პროვინციაში. (Bektur Stamkulov, RFE/RL)

9 აგვისტო - უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის მეტროს სადგური. 2018 წელს გაუქმდა მეტროში ფოტოების გადაღების დიდი ხნის აკრძალვა. (Amos Chapple, RFE/RL)

11 აგვისტო - დანგრეული ბიბლიოთეკა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტისპირა სოფელ ოპიტნეში, დონეცკის მახლობლად. (Andriy Dubchak, RFE/RL)

12 აგვისტო - მევიოლინე ტრადიციულ ქორწილზე მინსკში. (Uladz Hrydzin, RFE/RL)

22 აგვისტო - აზერბაიჯანელი მუსლიმები ბაქოში აღნიშნავენ ყურბან-ბაირამს, მსხვერლშეწირვის დღესასწაულს. ღვთისადმი სიმბოლური მსხვერლშეწირვის ნიშნად კლავენ ცხვარს და სხვა ცხოველებს. (RFE/RL)

26 აგვისტო - ჯარისკაცი ქალაქის დღესასწაულზე მინსკში. (RFE/RL)

26 აგვისტო - მომთაბარეთა ცხვრის ფარა ავღანეთის ურუზგანის პროვინციაში. (RFE/RL)

27 აგვისტო - ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი პატარძალი, რომელიც ყაზახეთის დურგანების უმცირესობას განეკუთვნება, ქორწილის წინ სოფელ სორტობეში. (Petr Trotsenko, RFE/RL)

4 სექტემბერი - ცხენოსანთა ბრძოლის იმიტაცია მომთაბარეთა მსოფლიო თამაშების გახსნაზე ყირგიზეთში. (Amos Chapple, RFE/RL)

5 სექტემბერი - დასისხლიანებული პოლიციელი ომის ვეტერანებთან შეტაკების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში. 1992-95 წლების ომის ასობით ვეტერანმა გამართა საპროტესტო დემონსტრაცია შეღავათების გაზრდის მოთხოვნით. (Midhat Poturovic, RFE/RL)

23 სექტემბერი - "სტალინის მკვდარი გზის" სახელით ცნობილი რკინიგზის ნარჩენები რუსეთის ტაიგაში, სალეხარდსა და ნადიმს შორის. (Amos Chapple, RFE/RL) 

27 სექტემბერი - აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი თბილისში. (Mzia Saganelidze, RFE/RL)

1 ნოემბერი - ჩერნობილის გაუქმებული ატომური ელექტროსადგური შიგნიდან. (Andriy Dubchak, RFE/RL)

6 ნოემბერი - ნისლში გახვეული დედასამშობლოს მონუმენტი კიევში. 102 მეტრის სიმაღლის ქანდაკება ეკუთვნის უკრაინის მეორე მსოფლიო ომის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმს. (RFE/RL)

7 ნოემბერი - მინსკში ოქტომბერის რევოლუციის დღეს აღნიშნავენ. (Uladz Hrydzin, RFE/RL) 

7 ნოემბერი - უკრაინის ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის სოფელ ჟოლობოკში. (Serhii Nuzhnenko, RFE/RL)

14 ნოემბერი - ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ასი ათასი მოწამის დღესასწაულს აღნიშნავს თბილისში. (Mzia Saganelidze, RFE/RL)

25 ნოემბერი - კიევში იწვის რუსული სანომრე ნიშნებიანი ავტომანქანა. საპროტესტო აქციის განრისხებულმა მონაწილეებმა ცეცხლწაკიდებული ჩირაღდნები ისროლეს რუსეთის საელჩოს მახლობლად მას მერე, რაც რუსეთმა უკრაინის სამხედრო ხომალდები და 24 მეზღვაური დააპატიმრა ქერჩის სრუტეში. (Serhii Nuzhnenko, RFE/RL)

10 დეკემბერი - 800 წლის წინ აგებული დიდი მეჩეთი ავღანეთის ქალაქ ჰერათში. (RFE/RL)