ფოტორეპორტაჟი: ზელიმხან ხანგოშვილის დაკრძალვა დუისში

ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი სასაფლაომდე სოფელში მცხოვრებმა მამაკაცებმა მიაცილეს.

 

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის მამაკაცი, რომელიც პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქეა.

პანკისელების განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერაა ორგანიზებული. თუმცა, კრელმში უარყოფენ ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს.
წაიკითხეთ ვრცლად აქ 

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე იყო. მას რუსული მედია ხშირად მოიხსენიებდა ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერის, დოკუ უმაროვის წარმომადგენლად საქართველოში.

გერმანული მედია არ გამორიცხავს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის სპეცსამსახურების ანგარიშსწორების სამიზნე გახდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომებში აქტიურობისთვის.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკრძალვაზე სოფელ დუისში. 

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი უკავშირდება 2012 წელს, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ "ლაფანყურის სპეცოპერაციასაც." მაშინ სწორედ ხანგოშვილმა იკისრა შუამავლობა შეიარაღებულ ჩეჩნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის.