ამ დღეებში ბევრ უცხოელ ჟურნალისტს და მკვლევარს ვესაუბრები ჩვენთან მიმდინარე მოვლენებზე. ხანდახან მათი კითხვები მიბიძგებს, ჩვენს თავს ცოტა სხვა თვალით შევხედო.
ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც თავისუფალი ქვეყანა უნდა და მას დასავლური ცივილიზაციის ნაწილად ხედავს, ღრმად იმედგაცრუებულია.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების შედეგებს, ბუნებრივია, პირველ რიგში იმ კუთხით ვუყურებთ, როგორ აისახება ისინი ჩვენს ქვეყანაზე.
საქართველო გადამწყვეტი არჩევნების მოლოდინით ცხოვრობს. ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში ოპტიმიზის ხარისხმა მოიმატა, მაგრამ შიში და შფოთვა არ გადაუფარავს. პოპულარული რჩება აზრი, რომ სახელისუფლებო პარტია წააგებს, მაგრამ გამარჯვებას მაინც „დაიწერს“.
24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთის ჩარევა საქართველოს არჩევნებში „ემპირიულად დასტურდება“. ამით მან შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ეს მისი ან ბიძინა ივანიშვილის სუბიექტური მოსაზრება კი არ არა, მეცნიერულად დასაბუთებული ჭეშმარიტებაა.
ამ დღეებში „ფეისბუკზე“ მოვსინჯე, რამდენად ახსოვს ხალხს სიტყვა „სიაბანდი“. ჩემს თაობაში ეს ძალიან გავრცელებული სიტყვა იყო; ახალი თაობა მას თითქმის აღარ იყენებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შინაარსი ჯერ კიდევ ესმის. დღეს ამ შინაარსს სხვა სიტყვებით გამოვთქვამთ: მაგალითად, „ფეიკი“.
როგორც იქნა, ქართული პოლიტიკური სპექტრი წინასაარჩევნოდ მეტ-ნაკლებად „დალაგდა“. კვლავ ისმის მოწოდებები ერთიანი ოპოზიციური სიის შექმნის საჭიროებაზე - მაგრამ ამ მომენტისთვის, ეს მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა.
„ქართულმა ოცნებამ“ რადიკალურად შეცვალა საქართველოს პოლიტიკური კურსი და ზურგი აქცია დასავლეთს.
რა არის იმ ხედვის, იდეოლოგიის, აზროვნების წესის საფუძველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ეყრდნობა? უფრო მარტივად რომ ვიკითხოთ, რა არის "ქოცობა"?
სასწაული არ მოხდა, ხელისუფლებამ რუსული კანონი მაინც მიიღო. პრეზიდენტმა მოსალოდნელი ვეტოც დაადო და მისი გადალახვა ჯერ წინ არის, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება უკანდახევას არ აპირებს.
მმართველი პარტია „რუსული კანონის“ გასამართლებლად იყენებს ილიას სიტყვებს: „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს“.
ისტორიულად, ქვეყნები სხვების ომებს პრაგმატული თვალით უყურებენ: „ჩვენ აქედან რა?“ თუ რომელიმე მხარეს მხარს დავუჭერთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში შედის.
რუსეთ-უკრაინის ომს ბოლო არ უჩანს და მისი საბოლოო შედეგი არავინ იცის. მან უკვე მოახდინა გავლენა გეოპოლიტიკურ ძალთა გადალაგებაზე, მათ შორის, ჩვენს რეგიონში; ბევრი რამ კიდევ შეიცვლება.
ადამიანი იერარქიული ცხოველია. ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა სოციალური სტატუსის მიმართ. მისთვის მნიშვნელოვანია, რაღაცით მაინც სხვაზე მაღლა იდგეს, ან, სულ მცირე, არ ჩამორჩეს თავის სოციალურ ჯგუფს (ახლა „ბაბლი“ რომ დავარქვით).
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის სამზეოზე მორიგმა მესამედ გამოსვლამ, შემდეგ კი ორი ირაკლის გადანაცვლებამ შერეული რეაქცია გამოიწვია. ერთი მხრივ, საზოგადოება ხუმრობის ხასიათზე დადგა (თუმცა ზოგმა იქვე დაამატა, რომ „სახუმაროდ არ გვაქვს საქმე“).
რამდენად გამართლებულია, როდესაც ადამიანი შედის ეკლესიაში და დემონსტრაციულად საღებავს ასხამს ხატს?
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ წელს მოხდა, იყო ორი რამ: 7-8 წლის მარტის საპროტესტო აქციები, რომლებმაც ხელისუფლება აიძულა, უკან წაეღო „რუსული კანონი“ უცხოეთის აგენტების შესახებ, და დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება.
ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომმა თვალსაჩინო გახადა, რომ დასავლეთში ანტისემიტიზმის ახალი მძლავრი ტალღა გაჩნდა. რაც განსაკუთრებით პარადოქსულია, მისი ცენტრი ელიტური პროგრესული იდეებისთვის მებრძოლი უნივერსიტეტებია.
საზოგადოების რეაქცია ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, გვაჩვენებს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი პოლიტიკური ხედვის დომინანტ იდეად რჩება.
ჩამოტვირთე მეტი