ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
ისტორიაში დარჩენის სურვილი ხშირად უცნაურ ვნებაში გადაიზრდება ხოლმე - კაცობრიობას ახსოვს ე.წ. "ანტიგმირები", რომლებიც მზად არიან დანაშაულის გზით დამკვიდრდნენ ისტორიაში. საიდან უჩნდებათ მათ ეს ვნება და რას წარმოადგენს ანტიგმირი მსოფლიო კულტურაში? ამ თემაზე საუბრობს "წითელი ზონის" სტუმარი - ფილოლოგი, პარლამენტარი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი.
„წითელი ზონის“ მორიგი გამოშვება ეძღვნება დიდი ამერიკელი რეჟისორის, ორსონ უელსის დაბადების მეასე წლისთავს. უელსი ავტორია კინოფილმისა, რომელიც დიდი ხანია, კრიტიკოსთა ლამის ყველა გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფილმადაა მიჩნეული.
თეატრმცოდნეები დავით გაბუნიას პიესა "ბეჩავის" ინტერპრეტაციას სამეფო უბნის თეატრში გასული თეატრალური სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევენ. სპექტაკლი არაერთ ტაბუდადებულ და, ამავე დროს, ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხზე დაგვაფიქრებს.
როგორია საქართველოს ადგილი რუსულ კულტურაში? რა იზიდავდათ საქართველოში რუს მწერლებს? რა განსაზღვრავდა საქართველოს ეგზოტიზაციას რუსულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში?
1935 წელს თბილისში, მუშტაიდის ბაღში მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა გაიხსნა. 80 წლის წინ ჩვენში ბავშვებს მოგზაურობის, გადაადგილების, ახლოს შეცნობის სურვილს უღვიძებდნენ. რა დაგვრჩა იმ პარკებიდან და როგორ ერთობიან დღეს ჩვენი ბავშვები?
არაერთხელ გაგვიგია: "ნიკო ფიროსმანის ნიჭმა სარდაფიდან ამოანათა"... ამას როცა ამბობენ, ფიროსმანის გენიალურობას კი უსვამენ ხაზს, მაგრამ მაინც არ ივიწყებენ, რომ ფიროსმანი სარდაფების, სამიკიტნოების მხატვარი იყო.
გადაცემა, რომელიც ნიკო ფიროსმანის და მისი თანამედროვე ქართველი მხატვრების შემოქმედებას ეძღვნება, საქართველოს ეროვნულ სამხატვრო გალერეაშია ჩაწერილი. გიორგი გვახარიას სტუმარია ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე.
"...შურისძიებისა და დასჯის სურვილის სიმპტომი, ერთობ შორს მყოფი ქრისტესეული მიმტევებლობისა და სიყვარულის იდეალებისაგან. თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ეს სიმპტომი სწორედ დიდი, ძლიერი და შურისმაძიებელი („სამართლიანობის აღდგენა“) „ზეკაცის“ თაყვანისცემაში გამოიხატება.
"...შურისძიებისა და დასჯის სურვილის სიმპტომი, ერთობ შორს მყოფი ქრისტესეული მიმტევებლობისა და სიყვარულის იდეალებისაგან. თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ეს სიმპტომი სწორედ დიდი, ძლიერი და შურისმაძიებელი („სამართლიანობის აღდგენა“) „ზეკაცის“ თაყვანისცემაში გამოიხატება."
კლასიკურ ბალეტს შეჩვეულ მაყურებელს ზოგჯერ ჰგონია, რომ „გედების ტბისა“ და „ჟიზელის“ შემდეგ ქორეოგრაფიაში უფრო მნიშვნელოვანი არაფერი შექმნილა. მაგრამ ქორეოგრაფია ვითარდება და ახალი შედევრებით მდიდრდება. მოცეკვავე და ქორეოგრაფი ნიალა გოძიაშვილი, „წითელი ზონის“ მორიგი გამოშვების სტუმარი, გიორგი გვახარიასთან ერთად საუბრობს თანამედროვე ქორეოგრაფიის ყველაზე ცნობილ წარმომადგენლებზე.
როგორია წარსულის შეფასება თავისუფალ ქვეყანაში და რამდენად სურს უახლესი ისტორიის ანალიზი საბჭოთა სისტემის სიმბოლიკისგან დაცლილ სივრცეში მცხოვრებ საზოგადოებას? „წითელი ზონის“ ავტორი და წამყვანი გიორგი გვახარია ამ საკითხებზე ესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს დავით კოპალიანს.
პირადი ცხოვრების უფლება თითქმის იგივეა, რაც სიცოცხლის უფლება. უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს ხელისუფლებას (და არა მარტო მას), დააკვირდეს ჩვენს ცხოვრებას, შეინახოს ჩვენი მონაცემები. რა გვრჩება ასეთ დროს ჩვენ? გვანიჭებს თუ არა კანონი უფლებას, გვქონდეს საიდუმლო?
„არა, კინოკრიტიკოსების დარბაზში შეშვება აგვიკრძალეს. შუა ფილმიდან გადიხართ და ასე ზემოქმედებთ ფილმის მყიდველზე და გამქირავებელზე“, გამომიცხადა კინობაზრობის სრულიად ცარიელ დარბაზში შემშვებმა ახალგაზრდა კაცმა და ცხვირწინ მომიხურა კარი.
კინორეჟისორმა ქალებმა კანის ვერც წლევანდელ ფესტივალზე გვასახელეს. ვალერი დონზელის საკონკურსო ფილმი “მარგერიტი და ჟულიენი” ყველაზე დაბალი ქულით შეაფასეს კრიტიკოსებმა. გას ვან სენტს მხოლოდ თავისი ახალი ფილმის ფინალში დაუსტვინეს. დონზელის სურათის ჩვენება კი სტვენა-სტვენით გრძელდებოდა.
კანის წლევანდელ ფესტივალზე არაერთმა კინოკრიტიკოსმა გამოთქვა შეშფოთება “ენობრივი გლობალიზაციის” გამო კინოში. მიზეზის განმეორებას აზრი აღარ აქვს, მიზეზი ყველამ იცის. ეს მიზეზი ორი სიტყვით გამოიხატება წლევანდელი ფესტივალის კარგი საკონკურსო ფილმის სათაურში - “ბაზრის კანონი”.
“უკეთ დანახვას” არა აქვს ლიმიტი. ეს პროცესი უსასრულოა, როგორც უსასრულოა თავისუფლებასთან მიახლოება. შესაბამისად, პირადად ჩემთვის უკვე ძალიან მოსაბეზრებელი ხდება მსჯელობა იმაზე, რომ კულტურაში ყველა სტილი “გასინჯულია” და ამოწურული, რომ ახლის შექმნა დღეს უკვე შეუძლებელია.
“კეროლით” აღფრთოვანებული კანის პუბლიკა, ცხადია, მოძველებულად მიიჩნევდა ფილმს ჰომოფობიასა და ლესბოსელი ადამიანების დისკრიმინაციაზე. მეეჭვება იმ ხალხმა, ჰეინსის “პასტიში-შოკოლადით” რომაა მოხიბლული, იცოდეს, რომ სადღაც საქართველოში ჰომოფობებს კვლავაც არ უნდათ იმის გაგება, რომ 17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა,და, საერთოდ, არ უნდათ იმის გაგება, რომ დედამიწა მრგვალია.
ეს მობილურის რაღაც ჯადოსნური პროგრამა რომ მქონდეს და ასეთი აუტანელი კანონმორჩილი რომ არ ვიყო, ჩავრთავდი და თქვენც შემოგიყვანდით კანის სამოთხეში! მართლა სამოთხეში. სამოთხეში კინოს მოყვარულისთვის, რომელსაც აქ არასდროს მოსწყინდება.
რა შეუძლია გააკეთოს დღეს ხელოვანმა ჰომოფობიის წინააღმდეგ და როგორ უნდა გამოვუცხადოთ სოლიდარობა ადამიანებს, რომლებიც სახელს და გვარს მალავენ ჰომოსექსუალების მიმართ სიძულვილის გამო? ამის თაობაზე გიორგი გვახარია ესაუბრა მხატვარ ეთერ ჭკადუას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
ჩამოტვირთე მეტი