ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
ბლოგის ტექსტი თითქმის დამთავრებული მქონდა, როცა 2008 წელს, ”ცხელ შოკოლადში” გამოქვეყნებული ”ცრემლიანი სათვალე” გამახსენდა. მივხვდი, რომ ვმეორდები, რადგანაც მეორდება ისტორია. უფრო მეტიც, საქართველოში ის თითქოს ადგილიდან არ იძვრის.
28 აპრილს დასრულდა რეკლამის ფესტივალი ”ოქროს ვაშლი”, რომელზედაც 120-მდე სარეკლამო პროდუქტი 12 ნომინაციაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. რა არის ქართული რეკლამის მთავარი ნაკლი - ტექნიკური ხარისხი, იდეების სიღარიბე?
საზოგადოებრივი აზრი უმრავლესობის აზრია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სწორედ საზოგადოებრივი აზრი განაპირობებს ადამიანების, ან ადამიანთა ჯგუფების მარგინალიზაციას, მათ გარიყვას ამავე საზოგადოებისგან.
ქართველი არქივისტები აღიარებენ, რომ ის, რაც მათ ამერიკაში - უფრო სწორად, ლოს-ანჯელესში და, კიდევ უფრო რომ დავკონკრტდეთ, ჰოლივუდში - ნახეს, მოწმობს, რომ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით ტექნიკურ პროგრესს...
1995 წელს ”იუნესკომ” 23 აპრილი - სერვანტესისა და შექსპირის გარდაცვალების დღე - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. „იუნესკოს“ გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო.
ქართულ საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ყოფაში და ზოგჯერ მედიაშიც (მედიაში დამკვიდრებულ ეგრეთ წოდებულ ”ზიზღის ენას” თუ გავიხსენებთ), კვლავაც გრძელდება ეთნიკურ უმცირესობათა დისკრიმინაცია.
თავის დროზე, როცა კინომცოდნეების ჯგუფი ამყავდა თეატრალურში, კშიშტოფ კიშლოვსკის ”დეკალოგი” მისაღები გამოცდებისთვის ავარჩიე. ჩემი ჭკუით, ასეთ კინოზე ფიქრი ბავშვებს სტრესს მოუხსნიდა, დაამშვიდებდა. თანაც, ცოტა ვიეშმაკე...
გასული წლის მიწურულს 70 წელი შეუსრულდა პოეტ ბესიკ ხარანაულს. სიკვდილი და უკვდავება - ხარანაულის პოეზიის მოტივებია. თუმცა მთავარი ისაა, რომ მან ეს თემები უჩვეულოდ, ახლებურად წარმოაჩინა.
მომავალ კვირას ლონდონში ქეთი მელუას ახალი ალბომის, ”სახლის”, რელიზი შედგება. ეს იქნება მომღერლის მეოთხე სტუდიური დისკი, რომელსაც მუსიკის სპეციალისტები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
ამ კვირაში ხელისუფლებამ ახალი ჯილდო დააწესა. ეგრეთ წოდებული ”ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი”, რომელიც 8 აპრილს სხვადასხვა პროფესიის 16 ადამიანს - მათ შორის, მწერალ გურამ დოჩანაშვილს, კონსერვატორიის რექტორ მანანა დოიჯაშვილს, ექიმ ფრიდონ თოდუას - გადაეცა.
9 აპრილს საქართველოში, როგორც წესი, ამ ტრაგიკული ღამის გმირებს იხსენებენ ხოლმე, თუმცა იშვიათად საუბრობენ ადამიანზე, რომელმაც 9 აპრილის ტრაგედიით, გარკვეული თვალსაზრისით, კარიერაც კი გაიკეთა... ესაა ანატოლი სობჩაკი - იურისტი, რომელიც 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში
”წითელი ზონის” სტუმარი, თამარ ჩხეიძე საუბრობს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების პოზიციაზე იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც წინ უსწრებდა 1989 წლის 9 აპრილის ღამეს, ისაუბრებს ეროვნული მოძრაობის იმდროინდელ წარმატებასა და შეცდომებზე. ”წითელ ზონას” გიორგი გვახრაია უძღვება.
გასულ კვირაში ლადო ათანელის ფონდმა, ”თანადგომამ”, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მორიგი საქველმოქმედო საღამო მოაწყო... განსხვავებული იმისგან, რასაც კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი, ”იავნანა”, აწყობს ხოლმე. ”იავნანა” ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს, ”თანადგომა” - ახალგაზრდა მუსიკოსებს.
20 მაისს 70 წელი შესრულდება ოსვენციმის (იმავე აუშვიცის) საკონცენტრაციო ბანაკის ოფიციალური გახსნიდან. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანელი ფილოსოფოსი, კარლ იასპერსი იტყვის, მეოცე საუკუნე ოსვენციმის საუკუნეაო და თავის თანამემამულეებს მონანიებისკენ მოუწოდებს.
27 მარტს თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში, გაიმართა პრეზენტაცია იგორ ობოლენსკის წიგნისა ”სილამაზის ბედი”. ცნობილი რუსი მწერლის მონოგრაფია შედგება 50 ისტორიისგან, რომლის გმირები ქართველი ქალები არიან.. ეს ”ქართულ სულში ჩაწვდომის რუსული ცდაა”, აღნიშნა მწერალმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
”ლოკომოტივ პრომოუშენი” საპრომოუტერო კომპანიაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა თბილისში ცნობილი როკ-ჯგუფების ჩამოყვანისა და საერთაშორისო მასშტაბის როკ-ფესტივალების მოწყობის მიზნით.
40 წლის წინ შედგა დიდი იტალიელი კინორეჟისორის, მიქელანჯელო ანტონიონის ფილმის, ”ზაბრისკი პოინტის” პრემიერა. „წითელი ზონის“ დღევანდელი გამოშვება ამ ფილმის ისტორიას ასახავს. გადაცემის სტუმრები, ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორი შორენა შავერდაშვილი და ამავე ჟურნალის ერთ-ერთი ავტორი გიორგი ცხადაია, გიორგი გვახარიასთან ერთად იხსენებენ, რა ხდებოდა მსოფლიოში 60-იანი წლების მიწურულს
27 მარტს მთელ მსოფლიოში თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს 1961 წლიდან ზეიმობენ - მას მერე, რაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მეცხრე კონგრესმა ღია წერილით მიმართა სხვადასხვა ქვეყნის თეატრის მოღვაწეებს, წელიწადში ერთხელ ახალი სპექტაკლებით აღენიშნათ ”თეატრალთა” პროფესიული დღესასწაული.
ჩამოტვირთე მეტი