ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
თბილისში, ოპერის თეატრის წინ, გაიხსნა ქართველი მომღერლის, ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი. დღეს ცისანა ტატიშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია, მისი ელასტიკური, უდიდესი შესაძლობლების ხმა კი ჟღერს ჩანაწერებში, რომელსაც გიორგი გვახარია მოგვასმენინებს.
მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება, სასკოლო გამოცემების ერთიანი სტანდარტების შექმნა, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის დანერგვა, მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფა - ესაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები 2010-2011 წლებში.
კომუნიზმი დაემხო, მაგრამ ევრიპიდეს ”მედეას” და, საერთოდ, ანტიკური ტრაგედიის მიმართ დამოკიდებულება საქართველოში არ შეცვლილა. ჩვენში ან მედეას გამართლებას და ევრიპიდეს გასამართლებას მიმართავენ, ანდა ანტიკური ტრაგედიის პერსონაჟს მხოლოდ და მხოლოდ ”ანტიგმირად” აღიქვამენ... რატომ? რა ვიცით მედეას და, საერთოდ, ანტიკური ტრაგედიების გმირი ქალების შესახებ?
რომერი იყო პირველი, რომელმაც ყველაფრის ნგრევის, დაშლის ახალგაზრდული ვნება საწინააღმდეგოთი შემიცვალა - ყველაფრის აწყობის, კონსტრუირების, აშენების ვნებით.
როცა საშობაო დღესასწაული რელიგიური ნაციონალიზმის გამოხატვის ფორმა ხდება, შეიძლება დაიბადოს კითხვა, საფრთხე ხომ არ ემუქრება მულტიკულტურულ სივრცეს, რომლითაც წლების განმავლობაში ამაყობდნენ ქართველები... ხელს ხომ არ უშლის რელიგია ეროვნული კულტურის ინტეგრაციას მსოფლიო კულტურასთან.
ახალი სატელევიზიო არხის, ”პირველი კავკასიურის”, ჩართვას ნეგატიური რეაქცია მოჰყვა რუსეთში. რუსმა პოლიტიკოსებმა არხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ”პირველი კავკასიურის” ეთერში გასვლამდე გამოხატეს - უფრო მეტიც, ”დიდების მემორიალის” აფეთქებას დაუკავშირეს.
არა, ვერ ვიტყვი, რომ ახალი წელი ქართულ ტელეარხებზე რაიმე განსაკუთრებული სიახლით გამოირჩეოდა - სადღესასწაულო ტელეეთერის მთავარი გმირები კვლავაც პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და პოპ-ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ თბილისსა და ბათუმში ჩატარებულ გალა-კონცერტებს შორის განსხვავება მაინც იგრძნობოდა...
ამ ბლოგში 2009 წლის საუკეთესო ფილმების გახსენება მინდოდა. წერა დავიწყე, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ ბლოგი უსაშველოდ გრძელი და ახალი წლისთვის სრულიად შეუფერებელი გამოდიოდა.
მერაბ ბერძენიშვილს მოქანდაკის სახელოსნოში ვესაუბრეთ. ინტერვიუს ჩაწერის დროს განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი... არ პასუხობდა. ბოლოს გამორთო. არადა, როგორც ჩანს, ცუდ ამბავს ატყობინებდნენ - 19 დეკემბერს, როცა ამ ინტერვიუს ვწერდით
ვატიკანი ყოველთვის ძლიერ ”გეოპოლიტიკურ მოთამაშედ” ითვლებოდა, თუმცა კათოლიკურმა ეკლესიამ განსაკუთრებული როლი მაინც კომუნიზმთან ბრძოლაში ითამაშა. უფრო მეტიც, საბჭოთა ბლოკის დაშლასა და კომუნისტური სისტემის ნგრევას ზოგიერთი ანალიტიკოსი რომის პაპის, იოანე პავლე მეორის დამსახურებად მიიჩნევს.
ოპერის მოყვარულებმა საქართველოში ინტერნეტით მოვუსმინეთ თბილისის კონსერვატორიისა და "ლა სკალას" სკოლის კურსდამთავრებულს ანიტა რაჭველიშვილს, რომელსაც ჯერ კიდევ სამი წლის წინ ასეთ ტრიუმფს ვერავინ უწინასწარმეტყველებდა.
თბილისში გასულ კვირას კვლავ განიხილეს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები 20-მდე ექსპერტს შეხვდნენ.
გასულ კვირას გერმანიის ქალაქ ბოხუმში ევროპის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო კინემატოგრაფისტები დააჯილდოვა. ევროპის კინოაკადემიის პრიზებს ზოგჯერ ევროპულ ”ოსკარებს” უწოდებენ, თუმცა, ”ოსკარის” ცერემონიისგან განსხვავებით, ევროპელი კინემატოგრაფისტების ზეიმი მოკრძალებულობით გამოირჩევა.
რატომაა დარვინის მიმართ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ნეგატიური, რა ვიცით ინგლისელი მეცნიერის შესახებ?
ეს ჭაღები საყოველთაო ”ლუდვიგიზაციის”, პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაიწყო საქართველოში.
სპეციალისტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ თბილისი ნელ-ნელა კარგავს თავის სახეს. მეორე მიიჩნევს, რომ სახე შენარჩუნებულია.
პირველად თბილისის საერთაშორისო კინოფორუმის ისტორიაში, კონკურსი არ ჩატარებულა. გიორგი გვახარია ფესტივალის დირექტორს, ნინო ანჯაფარიძეს ესაუბრა.
სოციალურ მეცნიერებებში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული, თუ რა არის ნაციონალიზმი და რა არის პატრიოტიზმი, რა არის ქსენოფობია და რა არის სამშობლოს სიყვარული. მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს ცნებები საკმაოდ აღრეულია.
თბილისის მეათე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც 1 დეკემბერს გაიხსნა, არაერთი საინტერესო სტუმარი ჰყავს, მაგრამ, მთავარი მოვლენა მაინც დიდიბრიტანელი რეჟისორის, მაიკ ლის, მასტერკლასებია.
ჩამოტვირთე მეტი