ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
გიორგი გვახარიას სტუმარი, აღმოსავლეთმცოდნე ბექა ყორშია, ამბობს, რომ აღნიშნული სამოსი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა შეიცავს საფრთხეს ტერორიზმის კუთხით, ამიტომაც ბურკის ტარება არაერთ ქვეყანაშია აკრძალული.
ანარეკლები ბელგიიდან, იმ ქვეყნიდან, რომელმაც შეიფარა სექსუალური არჩევანის გამო დევნილი ქართველები. რატომ გარბიან საქართველოდან ტრანსგენდერი ქალები, ჰომოსექსუალები. ვინ იბრძოლებს სექსუალური უმცირესობის უფლებებისთვის, თუკი თავად დატოვეს ეს ქვეყანა? როგორ ცხოვრობს დღეს ეს ხალხი? ვინ ენატრება?
ტრადიციულად, 14 იანვარს თეატრის მოყვარულები და თეატრის მოღვაწეები ქართული თეატრის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული 1850 წლის 14 იანვარს თბილისში გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ „გაყრას“ უკავშირდება.
ტრადიციულად, 14 იანვარს, თეატრის მოყვარულები და თეატრის მოღვაწეები ქართული თეატრის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული 1850 წლის 14 იანვარს თბილისში გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ „გაყრას“ უკავშირდება.
თბილისს სულ მალე ახალაგზრდული კამერულ-სიმფონიური ორკესტრი ეყოლება. გიორგი გვახარიას სტუმრები, დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე ამ იდეის ავტორები და შემსრულებლები არიან.
თბილისს სულ მალე ახალაგზრდული კამერულ-სიმფონიური ორკესტრი ეყოლება. გიორგი გვახარიას სტუმრები, დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე ამ იდეის ავტორები და შემსრულებლები არიან. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ისინი გვიამბობენ ახალ მუსიკალურ კოლექტივზე.
1 იანვრიდან 2 %-იანი საპენსიო შენატანის გადახდა ყველა დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს ევალება. საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე უკვე ჩაეშვა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა - დამსაქმებელს ახლა შეუძლია სისტემაში რეგისტრაციის გავლა.
დღევანდელი გადაცემის სტუმარია ხათუნა ნოელი, საერთაშორისო ასტროლოგიური ორგანიზაციის, OPA-ს წევრი.
დღევანდელი გადაცემის სტუმარია ხათუნა ნოელი - საერთაშორისო ასტროლოგიური ორგანიზაციის, OPA-ს წევრი.
ერიკა და ულრიხ გრეგორებმა გასული წლის მიწურულს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას დაამთხვიეს ახალი წიგნის გამოცემა ქართულ კინემატოგრაფზე, თანაც სამ ენაზე.
დღევანდელი გადაცემის სტუმარია ირინე ბერიძე - წიგნის რედაქტორი, შემდგენელი.
12 საათზე შეხვედრა, მეკვლე, ნაძვის ხე, ძველი წლის გაცილება და ახალი წლის დალოცვა, ეს ყველაფერი პოლიტიკისა და იდეოლოგიის მიღმა იმყოფებოდა, თუმცა იდეოლოგია ცდილობდა და ცდილობს ახალი წლის აპოლიტიკური დღესასწაული თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს.
ჩემნაირი პრეტენზიული კაცისთვის, ვისაც ფილმის ყურება მხოლოდ კინოთეატრში, სხვასთან ერთად უყვარს... უყვარს კარგი ხარისხის კინოპროექცია, კარგი ხმით და გამოსახულებით, ასეთი სიის შედგენა ნამდვილი ტანჯვაა.
ირანის შიში თუ ირანის ზიზღი საქართველოში? ირანის მოქალაქეებს საქართველოს საზღვრიდან უკან აბრუნებენ. უფრო მეტიც, ირანში დაბრუნებას ურჩევენ სტუდენტებს, რომლებიც თბილისში სწავლობენ.
„ანარეკლებში", რეჟისორ სერგეი ლოზნიცასთან ერთად, ვსაუბრობთ პოლიტიკურ კინოზე, ვუყურებთ სისასტიკეს, ტყუილსა და სიმართლეს.
გადაცემის სტუმარია ია მჭედლიშვილი - მხატვარი.
გადაცემის სტუმარია ალექსანდრე გაბელია - კინომცოდნე.
2002 წლის ზამთრის ოლიმპიადის სკანდალი ჩვენთვის, ფიგურული სრიალის მოყვარულებისთვის, მსოფლიო რევოლუციის ტოლფასია.
7 დეკემბერს 30 წელი გავიდა სპიტაკის მიწისძვრიდან, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და დატოვა უსახლკაროდ. "ანარეკლების" ჯგუფი ეწვია სპიტაკს და ესაუბრა თვითმხილველებს, რომლებიც ამ მიწისძვრამ დააზარალა. ამ სტიქიურ მოვლენებს იხსნებენ ქართველებიც.
„ანარეკლებში" მწერალ პაატა შამუგიასთან ერთად ვუყურებთ და ვუსმენთ არტისტებს, რომლებიც მღერიან ან არ მღერიან რუსეთში. გადაცემის სტუმრები: სტეფანე მღებრიშვილი, ნაჯა ორაშვილი, ნინო სუხიშვილი.
ჩამოტვირთე მეტი