ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
ქართული კულტურა გასულ წელსაც პოლიტიკის გავლენას განიცდიდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ გამოხატავდა რეალობას. ასეა თუ ისე, 2013 წელი მაინც გამოირჩევა ქართველ ხელოვანთა წარმატებებით.
გასული წლის მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენათა შორის ხელოვნებათმცოდნეები, კულტურის დარგში მოღვაწე ჟურნალისტები ხშირად ასახელებენ იტალიელი რეჟისორის, მწერლის, პუბლიცისტის პიერ-პაოლო პაზოლინის გრანდიოზულ გამოფენას.
გასულ კვირაში თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაგრძელდა ლექციების კურსი კინოსა და ვიზუალურ ხელოვნებაზე.
21 დეკემბერს თბილისში, მწერალთა სახლში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ წლევანდელი საქმიანობა შეაჯამა.
დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოში კიდევ ერთმა პატიმარმა მოიკლა თავი. სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარს ტუბერკულოზის მწვავე ფორმა აღენიშნებოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა.
ახლახანს გამომცემლობა “ინტელექტმა” თბილისში პოეტ ირაკლი კაკაბაძის ლექსების ახალი კრებულის პრეზენტაცია მოაწყო. “სახელმწიფო სახრჩობელასთან” ასე ჰქვია ირაკლის ახალ წიგნს.
არის თუ არა არჩევნები იმის მანიშნებელი, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და ადამიანები მართლაც აკეთებენ თავიანთ არჩევანს? ამ თემაზე ესაუბრება გიორგი გვახარია იურისტ თამარ გურჩიანს.
20 დეკემბერს მსოფლიო სოლიდარობის დღეს აღნიშნავს. გაეროს ინიციატივით, ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება და მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის პროგრამას უკავშირდება.
გასულ კვირას თბილისში საზეიმოდ დაიხურა მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის პროგრამაში ჩართული ფილმები კინოთეატრ „რუსთაველისა“ და „ამირანის“ მაყურებლით სავსე დარბაზებში უჩვენეს.
11 დეკემბერს საფრანგეთში დიდი მსახიობის ჟან მარეს დაბადების ასი წლისთავი აღინიშნა და არამარტო საფრანგეთში, მიუხედავად იმისა, რომ ჟან მარეს გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა.
1972 წელს ჟურნალი „ცისკარი“, რომელშიც „დათა თუთაშხია“ პირველად დაიბეჭდა, ხელიდან ხელში გადადიოდა. ხალხმა თავდავიწყებით დაიწყო ჭაბუა ამირეჯიბის ამ რომანის კითხვა.
4 დეკემბერს თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოეწყო პრეზენტაცია ანატოლი სობჩაკის წიგნისა “თბილისის ჟამტეხილი, ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა”. სობჩაკის წიგნი, რომელიც პირველად 1993 წელს გამოიცა, მისმა მეუღლემ, ლიუდმილა ნარუსოვამ წარმოადგინა.
ქალბატონი შორენა კი მაინც ვერ გავიცანი. და, როგორც ჩანს, არც არასდროს შედგება ჩვენი შეხვედრა. ასაკთან ერთად კონფორმისტი ხდება კაცი (და ქალიც). სითბო და ვიტამინებით მდიდარი საჭმელი უყვარს და აღარც არავინ “ათვალიერებს...”
ასე ერქვა დისკუსიას ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა. დისკუსია ვილნიუსში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მიეძღვნა.
1 დეკემბერს მსოფლიომ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ეს დღე, ტრადიციულად, აღინიშნა საქართველოშიც და, ტრადიციულად, შიდსთან ბრძოლის დღე გადაიქცა სტიგმის დაძლევის დღედ.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. 2 დეკემბერს ფესტივალი გაიხსნება ლევან კოღუაშვილის ფილმით “შემთხვევითი პაემნები”.
ჩამოტვირთე მეტი