ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
გასულ კვირას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან შეკრებილ მუსლიმებს ადგილობრივი მართლმადიდებლებიც შეუერთდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს.
18 სექტემბრიდან თბილისელი ხელოვნების მოყვარულები თეატრით იცხოვრებენ - საქართველოში იხსნება თეატრის მორიგი საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
2 სექტემბერს სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. აქ, მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე ბოლო დროს გამარჯვებული ანიმაციური ფილმების ჩვენების გარდა, უცხოელი ანიმატორების მასტერკლასებია დაგეგმილი.
სამართლიანობის აღდგენის თემა საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური ხდება, თუმცა საქმიანი, საინტერესო დისკუსიები ამ თემაზე იშვიათად ტარდება.
23 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თბილისში, ყოფილი ”მხატვრის სახლის” ადგილას ასაგები შენობის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით.
23 აგვისტოს სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის ევროპული დღე აღინიშნება.
დასრულდა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი - დასრულდა ქართველი კინემატოგრაფისტების გამარჯვებით.
თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, რუსულ გამოცემა “კავკაზსკაია პოლიტიკასთან” ინტერვიუში სტალინის მიმართ სიმპათია გამოხატა.
ქართული მედია პოლიტიკური სივრცის ნაწილი რომ არის, ახალი არაა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. დაღუპული მაღაროელების ამბავი ტელევიზიებს არ აინტერესებთ იმ უბრალო მიზეზით, რომ არ აინტერესებთ პოლიტიკოსებს, დღევანდელ რეალობაში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს.
თანამედროვე კინოს ცოცხალ კლასიკოსს, ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ რეჟისორს კინოხელოვნების ისტორიაში, რომან პოლანსკის 80 წელი შეუსრულდა.
პროფკავშირები მაღაროელთა უსაფრთხოების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, თუმცა “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” თავმჯდომარის მოადგილის ილია ლეჟავას აზრით, საკანონმდებლო ცვლილება უშედეგო იქნება.
ყოფილი ავლაბრის არალეგალური სტამბის ტერიტორიაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა წიგნის მუზეუმის მსგავსი სივრცის შექმნას აპირებს.
6 აგვისტოს, რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა სპეციალური გადაცემა მიუძღვნა რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავს.
რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩამოართვა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს.
“50 ქალი საქართველოდან” - ასე ჰქვია ბარათების კრებულს, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ გამოსცა.
თითქმის ორი თვე გავიდა ლაშა ბუღაძის პიესის ლონდონური პრემიერიდან. ქართველი დრამატურგის პიესა “პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა” როიალ-ქორთ თეატრში დაიდგა. პრემიერის შემდეგ აღინიშნა, რომ სპექტაკლს შემოდგომაზე ქართველი მაყურებელიც ნახავდა...
გასულ კვირას, თბილისში ხელმეორედ დაიდგა ამერიკელი დრამატურგის, ივ ენსლერის “ვაგინა-მონოლოგები” – “დოკუმენტური თეატრის” ჟანრში დაწერილი პიესა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ტრადიციულად, კლუბებში, კაფეებში, სარდაფებში და პატარა დარბაზებში იდგმება.
ჩამოტვირთე მეტი