გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
სექტემბრიდან გორში სხვადასხვა ობიექტებში ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა თავად მოუწევთ. კოტეჯებში მაცხოვრებელ დევნილებს სახელმწიფო 100 კილოვატსაათი ელექტროენერგიის გადასახადს უფარავს.
დილიდან ხმაური იყო გორის მე-7 საჯარო სკოლაში, ორწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ სკოლამ სრული დატვირთვით მუშაობა დღეს დაიწყო. მე-7 სკოლაში დღეს 100 პირველკლასელი მივიდა. სასწავლო პროცესი გორის რაიონის ყველა სკოლაში დაიწყო.
ეროვნული ფორუმი მთელი ქვეყნის პარალიზებით იმუქრება, თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას არ დათანხმდება. ფორუმის აქტივისტებმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის 80 ათასზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს.
სოფლების ნიქოზის, ერგნეთის, ხვითის, ზარდიაანთკარისა და გუგუტიანთკარის 100-ობით ჰექტარი მიწის ფართობი ოკუპირებულია. მიწის გარეშე დარჩენილებმა ხელისუფლებას კომპენსაციის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს.
პურის ფასი ბოლო ორი კვირის განმავლობაში გორში 5 თეთრით გაიზარდა. საშუალო ზომის პური 60 თეთრი ღირს. ერთი ტომარა ფქვილი - 45 ლარი, ზეთი კი 4 ლარი გახდა. შაქარი 2 ლარამდე გაძვირდა. პროდუქტების გაძვირების გამო გორელები უკმაყოფილებას ვერ მალავენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი შიდა ქართლში იმყოფებოდა. პაეტმა ერგნეთიდან რუსულ საგუშაგოს და ცხინვალსაც გადახედა, შეხვდა ქართულ საგუშაგოზე მყოფ პოლიციელებს და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა.
დღეს გორში დევნილი და სოციალურად დაუცველი 14 ოჯახი სოციალურ საცხოვრებელში შეასახლეს. გასულ წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა პილოტური პროექტი: „სოციალური საცხოვრებელი კეთილმოწყობილ გარემოში“.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ცხინვალის სიახლოვეს არსებული ქართული სოფლები აღმოჩნდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, კლიმატის გარდა, მცირე მოსავლიანობა უხარისხო შხამქიმიკატებითაც არის გამოწვეული.
ცხინვალის ახალგორთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ღრომის ხეობაზე გადის. ამიტომ, ედუარდ კოკოითიმ პატრუშევს ახალი ქვედა გზის მშენებლობის დაწყება სთხოვა, რომელიც ე.წ. საზღვრის გასწვრივ ქართული სოფლების სიახლოვეს გაივლის.
კონფლიქტის ზონის სოფელ თერგვისს მეორე წელია სარწყავი წყალი არ მიეწოდება. სოფელი სასმელი წყლის დეფიციტსაც განიცდის. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მოსავალი მთლიანად გახმა. თერგვისელები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრმა ბორის ატოევმა განაცხადა, რომ საქართველოს ძალოვანი უწყებები საჩხერისა და კოჯრის სპეციალურ ბაზებზე დევნილი ახალგაზრდების მომზადებას აწარმოებენ და დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავენ.
ედუარდ კოკოითის გადაწყვეტილებით, დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ახალგორელი მოსწავლეების ნაწილი 15 სექტემბერს წეროვანის საჯარო სკოლაში აპირებს წასვლას.
ახალგორში ოსურ საგუშაგოსთან უკვე გამოკრულია დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ დაბაში მცხოვრებნი ვალდებულნი არიან ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები და მიიღონ სამხრეთოსური პასპორტები.
ედუარდ კოკოითიმ ბინების განაწილების ახალი სქემა შემოიღო. აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული არაერთი ოჯახი ბინის მიღების რიგში იდგა, კოკოითიმ კი რიგი გააუქმა და პრიორიტეტი მის მთავრობაში დასაქმებულ მოხელეებს მიანიჭა.
დევნილთა დასახლებებში ქვეწარმავლები სწრაფად მრავლდებიან. კარალეთში მაცხოვრებლები გველებს უკვე კოტეჯებთან ახლოს ხედავენ. ძლიერი გვალვის დროს ქვეწარმავლები კოტეჯებისკენ მიიწევენ. დევნილები ბავშვებს შიშით გარეთ ვეღარ უშვებენ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ მისივე მთავრობის თავმჯდომარის, ვადიმ ბროვცევის თანაგუნდელებმა რუსეთის გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს - ის კორუფციაში დაადანაშაულეს.
ედუარდ კოკოითი ჩავარდნილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსეთიდან მოვლენილ ეკონომიკურ გუნდს ადანაშაულებს. მისი აზრით, ამ გუნდის არაეფექტურმა მუშაობამ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა.
ერგნეთს, ზემო ნიქოზს, ქვემო და ზემო ხვითს აგვისტოს ომის შემდეგ სარწყავი წყალი არ მიეწოდება. ომამდე ეს სოფლები ცხინვალიდან გამომავალი სარწყავი არხით ირწყვებოდა, მაგრამ კოკოითის ხელისუფლებამ არხები ჩაკეტა.
ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის მონაწილე თემურ ცხოვრებოვი თავს უკეთესად გრძნობს და უახლოეს დღეებში საავადმყოფოდან გაწერას ელოდება. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ცხოვრებოვი აცხადებს, რომ მიუხედავად სატელეფონო მუქარებისა, ცხინვალში აუცილებლად დაბრუნდება.
გორში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი „შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის“. დევნილი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ინტეგრაციის პროცესი ძალიან ნელა და ხშირად, მტკივნეულადაც კი მიმდინარეობს.
ჩამოტვირთე მეტი