გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არ შეუშვეს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, მას ე.წ. ”ზონდერ ბრიგადის” წარმომადგენლები დაახვედრეს.
საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარიდან 83 მილიონი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
რიგითმა გორელებმა კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ არაფერი იციან. ჩვენს მიერ გამოკითხულთა ნაწილს მხოლოდ ის გაუგია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შედის, მაგრამ რა ცვლილებებზეა ლაპარაკი, მათთვის უცნობია.
მეღვრეკისის მოსახლეობამ სოფელში ჭაბურღილის დამონტაჟების მოთხოვნით საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა. სოფელს რამდენიმე წელია სასმელი წყალი არ მიეწოდება და წყალს კასრებით და სხვადასხვა ჭურჭლით რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან.
9 აგვისტო ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა გორელებისთვის. 2 წლის წინ, ამ დღეს, დილით 10:30 საათზე გორის ცაზე რუსეთის ბომბდამშენები გამოჩნდნენ და რამდენიმე წუთში სატანკო ბატალიონთან არსებული 4 საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.
ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვის ინიციატივით რუსეთის გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის წევრებმა გორის ცენტრალურ მოედანზე მიტინგი გამართეს და საქართველოს მოქალაქეებს სოლოდარობა გამოუცხადეს.
დღეს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლები ვერხვების დევნილთა დასახლებაში შეიკრიბნენ და ხელისუფლებასთან ერთად გმირთა ხეივანში მარადმწვანე მცენარეები დარგეს.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად ცხინვალის მოსაზღვრე ქართული სოფელი ერგნეთი დაზარალდა. ომის შემდეგ ერგნეთელები საკუთარ კარ-მიდამოს იმ იმედით დაუბრუნდნენ, რომ სახლების აღდგენაში ხელისუფლება დაეხმარებოდა, მაგრამ ...
რუსეთი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამალებით აშენებს სამხედრო ბაზებს. უკვე ოთხი ასეთი ბაზაა იქ. მაგრამ კრემლის ინტერესში სამხრეთ ოსეთის დაცვა კი არა, მთელი ამიერკავკასიისა და აზიის ნაწილის დაზვერვა შედის.
გაზეთ „ქართლის ხმის“ რედაქტორს საბა წიწიკაშვილს გორის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლაზე მუდმივად პრობლემები ექმნება. მისი თქმით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სხვებისგან განსხვავებით, საკრებულოს სხდომაზე შესავლელად მხოლოდ მას მოსთხოვეს საშვი.
ეროვნული ფორუმის ლიდერები შეხვედრებს კონფლიქტის ზონის სოფლებში მართავენ. კახა შარტავამ და გუბაზ სანიკიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული სოფლები ნიქოზი, ზემო და ქვემო ხვითი და ერგნეთი მოინახულეს.
ახალგაზრდა იურისტთა განმარტებით კონსტიტუციის ახალ პროექტში დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი. პარლამენტი უუნაროა დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დათხოვნის შიშით.
საირიგაციო კომპანიის "მტკვარი-ემ"-ის ხელმძღვანელის დავით მუჯირიშვილის თქმით, მოსახლეობამ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოსარწყავად 75 ლარი უნდა გადაიხადოს. ომისგან დაზარალებული მოსახლეობა ამ თანხას ვერ გადაიხდის, რაც სარწყავი წყლის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს.
თემურ ცხოვრებოვის ცემიდან რამდენიმე დღეში კოკოითის ხელისუფლებამ არასამთავრობოები მრგვალ მაგიდასთან მიიწვია. შეხვედრაზე მესამე სექტორმა მკაცრად დაგმო ქართულ-ოსური ფორუმი. ცემის ფაქტზე არაფერი თქმულა.
ოსური მედია იუწყება, რომ გუშინ, დილის 5 საათზე, ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინაში შეიარაღებულმა პირებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს ამავე სოფლის მცხოვრები მიხეილ ყულუმბეგოვი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას განაგრძობენ. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ კარალეთის დასახლებაში ყველა ოჯახს შინაური ფრინველი, ფუტკარი და ცხვარი გადასცა.
24 ივლისს გაზეთის რედაქტორს და სამოქალაქო აქტივისტს თემურ ცხოვრებოვს სასტიკად სცემეს ცხინვალის ცენტრში. ამ თავდასხმის წინ ბორის ჩოჩიევმა ცხოვრებოვი ოსური სახელმწიფო ინტერესების ღალატში დაადანაშაულა.
გაზეთ ”21-ე საუკუნის” რედაქტორის, თემურ ცხოვრებოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. თავდამსხმელებში ცხოვრებოვმა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სამი დეპუტატი ამოიცნო.
24 ივლისს, ცხინვალის ცენტრში, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს, სამოქალაქო აქტივისტს თემურ ცხოვრებოვს. თვითმხილველთა ცნობით, მას ათამდე კაცი ურტყამდა და იარაღით ემუქრებოდა. გაზეთის რედაქტორი სხეულის მრავალი დაზიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეორე დღეა ცხინვალში 19 ივლისს ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოკატასტროფის მსხვერპლთა დაკრძალვა მიმდინარეობს. ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი ქართულმა მხარემ გამოუცხადა.
ჩამოტვირთე მეტი