გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ცოტა ხნის წინ ჰოლანდიაში ქართველი, ოსი, რუსი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ერთობლივად შეიმუშავეს მიმართვის ტექსტი და იგი ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს გაუგზავნეს.
ახალმა გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა გამგებლებს და სოფლების რწმუნებულებს პირველი გაფრთხილება მისცა - ის კაბინეტის მოხელესთან ვერ იმუშავებს და ყველას ხალხთან შეხვედრებისკენ მოუწოდა.
გორის საინფორმაციო ცენტრში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით ”დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში 40-ზე მეტი დევნილი მონაწილეობდა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სალთვისის და ტირიფონის სარწყავი არხები გადაკეტა, რის გამოც 10-ობით სოფელში მოსავალი გახმობის პირასაა. მოსახლეობა სარწყავი წყლის გარდა კომპენსაციასა და სოციალურ დახმარებას ითხოვს.
გორისა და კასპის რაიონის სოფლებს ცხინვალმა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. კოკოითი წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვს.
გორის საგამოცდო ცენტრთან ხმაური გამოცდიდან აბიტურიენტების გამოსვლისას დაიწყო. ყველას ის აინტერესებდა, როგორ გაართვეს ახალგაზრდებმა თავი დავალებას. ზოგი ამბობდა, რომ გამოცდა რთული იყო, ზოგს კი ტესტის დაწერა არ გასჭირვებია.
თანათავმჯდომარეები პიერ მორელი, ბოლათ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი ცხინვალში დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპაციალურ წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ. მათი მსჯელობის საგანი ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის პროექტი იყო.
დევნილთა ზოგიერთ დასახლებაში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნა. ბერბუკის დასახლების ერთ ნაწილს დიდი ხანია წყალი საერთოდ აღარ მიეწოდება. ამის მიზეზი გვალვა და სასმელი წყლის სარწყავად გამოყენება გახდა.
დევნილ ბავშვებს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ. ომიდან ერთი წლის შემდეგ პოსტტრამვული პერიოდი იწყება, რასაც ხშირ შემთხვევაში დეპრესია მოსდევს. ამიტომ, იძულებით გადაადგილებულ პირებს ისევ სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი კონსტიტუციის შეცვლას და საპრეზიდენტო პოსტზე მესამე ვადით კენჭისყრას აღარ აპირებს. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.
სეტყვისგან დაზარალებული სოფლების მოსახლეობა ზარალის სასწრაფოდ ანაზღაურებას ითხოვს. ერთი კვირის წინ გორის რაიონში მოსულმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა და დახმარების გარეშე მოსახლეობა ზამთარში შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება.
მალე დევნილთა კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები სპეციალურად მათთვის აშენებულ კოტეჯეებში შეასახლეს. მშენებლობა დაჩქარებულად და, შესაბამისად, უხარისხოდ მიმდინარეობდა.
10 დღის წინ გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს ტელეკომპანიის ჟურნალისტს ლადო ბიჭაშვილს ვიდეოკამერა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით, კამერა დააბრუნეს, მაგრამ გადაღებული მასალა წაშლილი აღმოჩნდა.
გორში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებისთვის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას აგრძელებენ.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი შაბათ დილით ერგნეთში ჩავიდა და საკუთარი თვალით ნახა ოკუპირებული ცხინვალი. იაგლანდი დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში არ შესულა - მან ქართული პოლიციური საგუშაგოდან რუსულ საგუშაგოს გადახედა.
გორში სტალინის მონუმენტის კვარცხლბეკსა და ტრიბუნას შლიან. კვარცხლბეკის მარმარილოს ფილებს სტალინის მუზეუმში გადაიტანენ და იქ ახალ კვარცხლბეკს მოაპირკეთებენ, რომელზეც ცენტრალური მოედნიდან გადატანილ მონუმენტს დადგამენ.
გუშინდელმა სეტყვამ გორის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა. დიდი და პატარა გარეჯვარი, კარალეთი, სკრა, ზერტი, ბერბუკი, თედოწმინდა- ეს სოფლები ნახევარი საათის განმავლობაში ისეტყვებოდა. განადგურებულია ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები, ვენახები.
გორში დღემდე მსჯელობის საგანია, იყო თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სტალინის მონუმენტის დემონტაჟის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული.
გორელმა სტალინისტებმა და კომუნისტებმა მხოლოდ დილით შეიტყვეს, რომ წუხელ საბჭოთა დიქტატორის მონუმენტის დემონტაჟი მოხდა. მოხუცებულები ცრემლებს ვერ იკავებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის, რაც ხრუშჩოვმა 1956 წელს ვერ შეძლო, სააკაშვილმა წუხელ გააკეთა.
საომარი მდგომარეობა, დაბალი სოციალური ფონი, ოჯახური და შიდაპიროვნული კონფლიქტები, ტრავმულ-სტრესული გამოცდილება აძლიერებს შიდა ქართლში ნარკომანიისკენ სწრაფვის ტენდენციას, მით უმეტეს, რომ ბევრი ნარკოტიკული საშუალება უკვე ადვილად ხელმისაწვდომი გახდა.
ჩამოტვირთე მეტი