გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული 10-მდე ქართველი გაათავისუფლა. ბოლო შემთხვევა კი ორი დღის წინ მოხდა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დონორების მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შემდეგ საქართველოს 4,55 მლრდ დოლარი გამოეყო.
დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი ზაურ ზუბაშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში ანგარიშის მოსასმენად თბილად ჩაცმული მივიდა. მისი თქმით, კოტეჯში ცხოვრება აუტანელია.
გორელი ჟურნალისტების თქმით, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, დევნილთა და განსახლების სამინისტროებიდან, პროკურატურიდან და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის გაცემა ან საერთოდ არ ხდება, ან ვადები ირღვევა.
გორის 31-კაციან საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 28 დეპუტატი ჰყავს. თითო-თითო კაცით იქნებიან წარმოდგენილნი ქრისტიან-დემოკრატები, ალიანსი საქართველოსთვის, მრეწველები და თორთლაძე-დემოკრატები.
სოფელ დიცის სამი მკვირდი მოსაზღვრე სოფელში სარწყავი წყლის გამოსაშვებად გადავიდნენ. ისინი შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს და ოსური სოფლის დმენისის მილიციაში წაიყვანეს დასაკითხად, საიდანაც 2 საათში გამოუშვეს.
გორის 32-ე საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი უკვე ცნობილია. გორის 31 კაციან საკრებულოში უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.
ეგრეთწოდებულმა რუსმა მესაზღვრეებმა ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთთან დააკავეს ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის მცხოვრები, 39 წლის ტარიელ ჯეირანაშვილი, რომელსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ჯეირანაშვილის საქმე ახლო მომავალში ცხინვალის სასამართლოს გადაეცემა.
ახალგორში დარჩენილი მოსახლეობა საგონებელშია ჩავარდნილი - შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა და დატოვონ დაბა, თუ მიიღონ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი და საკუთარ სახლებში განაგრძონ ცხოვრება.
სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში რუსმა მესაზღვრეებმა ორი ქართველი დააკავეს. დიმიტრი და ნუგზარ თაყაძეები ტყეში ღრმად შესული საქონლის შემობრუნებას ცდილობდნენ, როდესაც მათ რუსი მესაზღვრეები შეხვდნენ...
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მალევე შეწყდა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს, ქართული, ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენლები შეხვედრის დაწყებას უშედეგოდ ცდილობდნენ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელები კოკოითი და ბროვცევი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლიდან დღემდე მოსკოვმა ცხინვალს დაახლოებით 26 მილიარდი რუბლი გამოუყო.
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნებიდან ოქმები მიიღო და ცესკო-ში გადააგზავნა. წინასწარი მონაცემებით, ნაციონალურმა მოძრაობამ 78% მიიღო, მეორე ადგილზე 11%-ით ქრიასტიან-დემოკრატები გავიდნენ, ალიანსმა მხოლოდ 5% მიღო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დაბნეული და არაინფორმირებულია. განსაკუთრებით სოფლებში. ბოლომდე ვერ გარკვეულან, რა არჩევნები ტარდება და კანდიდატები ვინ არიან?
ტელეკომპანია ”თრიალეთში” ნაციონალური მოძრაობის, ქრისტიან-დემოკრატების, ეროვნული საბჭოსა და ალიანსის წარმომადგენლები 2 საათის განმავლობაში აცნობდნენ საზოგადოებას საკუთარ საარჩევნო პროგრამებს.
ერთ ღამეში გორში „ნაციონალური მოძრაობის“ და ქრისტიან-დემოკრატების ყველა საარჩევნო პლაკატი ჩამოხიეს. როგორც ცნობილია, კანონის მიხედვით, საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განადგურება ისჯება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღამღამობით პლაკატების ჩამოხევა მაინც გრძელდება.
გორის 32–ე საოლქო საარჩევნო კომისიამ გორის რაიონში დასახლებული დევნილებისთვის 7 ახალი საარჩევნო უბანი გახსნა, კომისიებშიც ძირითადად დევნილები დასაქმდნენ, მაგრამ იძულებით გადაადგილებული პირების დიდმა ნაწილმა ამ დრომდე არ იცის, რა არჩევნები ტარდება 30 მაისს.
პარლამენტარმა, ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ემზარ გელაშვილმა შაბათს საღამოს ქარელის ცენტრში იარაღიდან გაისროლა. გავრცელებული ინფორმაციით, მას კონფლიქტი სპარტაკ ჩოჩიშვილთან მოუვიდა და მისი მიმართულებით სამჯერ ისროლა.
რადიო თავისუფლებას რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. მათი მონათხრობით, ნაციონალური მოძრაობის აგიტატორები ოჯახებში შედიან და ამომრჩევლებს ეკითხებიან, თუ ვის აძლევენ ხმას...
ადგილობრივ არჩევნებამდე კვირაზე ცოტა მეტი დრო რჩება, გორის რაიონის ზოგიერთ სოფელში კი დღემდე ვერ გაურკვევიათ ვის და რას ირჩევენ. ინფორმირებულობის დონე რომ დაბალია, ამაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრები დარწმუნდნენ.
ჩამოტვირთე მეტი