გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევს თითქმის სამი თვეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობის ნაწილი წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება, ნაწილი - წვიმის წყალს აგროვებს. წყლის სათავე ნაგებობა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ სოფელ ღრომის ტერიტორიაზე მდებარეობს.
გუშინ ოსური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო ხელისუფლება და ე.წ. რუსი მესაზღვრეები ახალგორის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე მხოლოდ ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტის დატოვებას გეგმავენ. დაიხურება ახმაჯის საკონტროლო გამშვები პუნქტი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ნარკომანიის მასშტაბები საგანგაშოდ იზრდება – განაცხადა კოკოითიმ ძალოვან უწყებებთან შეხვედრისას. მისი ბრძანებით ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში უშიშროება ჩაერთვება ნარკორეალიზატორებთან კავშირში მყოფი მილიციელების გამოსავლენად.
რუსეთიდან დე ფაქტო რესპუბლიკის რეაბილიტაციისთვის და დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციებისთვის მილიარდობით რუბლი ირიცხება, მაგრამ გასულ წელს ცხინვალში მხოლოდ 100-მდე სახლის რეაბილიტაცია დასრულდა, 100-ობით ადამიანი ისევ კარვებში ცხოვრობს.
ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი 28 იანვარს გაიმართება. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკება რთული იქნება. მხარეები სხვა საკითხებთან ერთად ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაკავებულ და დაკარგულ პირთა პრობლემის მოგვარების საკითხსაც დააყენებენ.
გორში ცხრასართულიან კორპუსში დაზიანებული სახურავის გამო წვიმის წყალი უკვე დაბალ სართულებამდე აღწევს. ბინის კედლები ნესტის გამო იშლება. ამიტომ, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფად არ დაიწყება, შესაძლოა სავალალო შედეგი დადგეს.
დღეიდან ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის ახალგორში შესვლა მხოლოდ ქართული პირადობის მოწმობების რუსული დამოწმებული ასლებით იქნება შესაძლებელი. ახალგორში ცხინვალელი ნოტარიუსის მომსახურება 5 ლარი ღირს, როცა იგივე მომსახურება თბილისში 10 ლარამდეა.
ცოტა ხნის წინ გორში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ წელს პრიორიტეტული გორის რაიონის სოფლებში ინფრასტრუქტურის აღდგენა იქნება. ცენტრალური ბიუჯეტიდან რაიონისთვის 25 მილიონამდე ლარი გამოიყოფა.
წუხელ სოფელ ნიქოზში, ცხინვალის მხრიდან, სროლის ხმა ისმოდა. შეშფოთებულმა მოსახლეობამ სარდაფებს შეაფარა თავი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ზემო ნიქოზშია, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება და სოფლის რამდენიმე სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
სოფელ ერგნეთიდან ცხინვალის მიმართულებით ადგილობრივმა და დევნილმა ბავშვებმა ბუშტების მეშვეობით სამშვიდობო მოწოდებები გააგზავნეს. სამშვიდობო აქცია „მშვიდობის ექსპრესი“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და აქციის მონაწილეებმა თითქმის მთელი საქართველო შემოიარეს.
15 იანვარს ცხინვალში, მოსკოვში, ბრიუსელსა და ბერლინში ერთდროულად გაიმართა ოსური დიასპორების საპროტესტო აქცია. აქციის ორგანიზატორი ოსური დიასპორების ასოციაცია „აღორძინება“ იყო. ცხინვალში დღეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის კრიტიკაც ისმოდა.
სოფელ ნიქოზში აგვისტოს ომის შემდეგ ხელისუფლებამ დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო, მაგრამ აღდგენითი სამუშაოები დღემდე ვერ დასრულდა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე განახლდება.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში 13-დან 5 კრემლიდან გამოგზავნილი მინისტრია და რუსეთიდან წამოსულ ფინანსებსაც ეს გუნდი აკონტროლებს. ცხინვალის ტელევიზიით მხოლოდ რუსი მოხელეების კრიტიკა ისმის - ედუარდ კოკოითის არავის ახსენებს.
შეშა დევნილთა იმ ჩასახლებებში შეიტანეს, რომლებიც გაზიფიცირებული არ არის. კოტეჯებში მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ კეთილმოუწყობელი სახლების გამო, სადაც ქარი ყოველი მხრიდან აღწევს, სითბოს დაჭერა შეუძლებელია, შეშაც არასაკმარისი იყო, ამიტომ გასათბობად ელექტროგამათბობლებსაც იყენებდნენ.
გორის რაიონში მთელი დღის განმავლობაში დევნილთა საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისი-სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალი პირველად კარალეთის დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა გადაკეტეს და ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვეს.
კარალეთის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები გორსა და თბილისში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან. გამაფრთხილებელი აქცია მათ სოფლის ცენტრში მოაწყვეს და დღეს საღამომდე ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვეს.
სასახლის დირექტორი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ახალგორელი მოხელეები მას აიძულებენ სამსახური ოკუპირებული რაიონიდან წეროვანში გადაიტანოს. მეარაყიშვილის აზრით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ახალგორშია საჭირო ქართველი და ოსი ბავშვებისთვის.
ედუარდ კოკოითი თბილისს 2010 წელს სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ მოუწოდებს. ამავე დროს, აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობა წარმოუდგენელია. თუმცა, ზურაბ ნოღაიდელთან და რიგ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შესაძლებლად მიაჩნია.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირის მისია ცხინვალში პირველად შევიდა. დამკვირვებლები იქ კოკოითის ხელისუფლების მიწვევით ჩავიდნენ და ის ტერიტორია დაათვალიერეს, საიდანაც, ოსური მხარის მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გენადი პლიევი გაიტაცეს.
ოსური მხარის მტკიცებით, გენადი პლიევს გუშინ, დაახლოებით 07:00 საათზე ხუთი ადამიანი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ცხინვალის გარეუბანში, შანხაის რაიონში ვარჯიშობდა. მათივე ინფორმაციით, პლიევი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ჩამოტვირთე მეტი