გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
„სიზმარში გველანდება ჩვენი ადგილები. სოფელი მთაგორიანია, მაგრამ სულ თავიდან მაჩაბლები იქ სახლობდნენ. 9 ეკლესია და ორი ციხე-კოშკია ხეითში. ლამაზი ტყიანი ადგილია, ლიახვის ჭალებით... მოკლედ, ზღაპრული ადგილებია. ამ კოტეჯს უცებ ჩავაბარებ, ოღონდ გამიშვან.“
კარალეთში ჩასახლებული დევნილების უმრავლესობა პირველ ახალ წელს ვალით ხვდება - უმეტესობის დავალიანება 100-დან 500 ლარამდე მერყეობს. ისინი წუხან, რომ ხელისუფლებამ დენის გადასახადის ქვითრების სახით მათ ორიგინალური საახალწლო საჩუქარი გაუკეთა.
გორის საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა თემურ აფხაზაშვილმა ახალ ბიუჯეტს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ფონდი უწოდა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი წლის დღეებში გაძლიერებული სამსახურის რეჟიმში გადავიდა.
ცხინვალში გამომავალ გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს თემურ ცხოვრებოვს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ოსურ ინტერნეტგამოცემა „ოსრადიოს“ რედაქტორი ოლეგ კუდუხოვი საკუთარ სტატიაში
სკრაში ჩასახლებულმა დევნილებმა ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით რკინიგზა გადაკეტეს. კობა სუბელიანმა ენერგოკომპანია დაიყოლია ვალის ეტაპობრივად გასტუმრებაზე. ამასთანავე, დევნილებს 100 კილოვატიანი შეღავათიც შეუნარჩუნდათ.
სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობა დღემდე უშედეგოდ ითხოვს დევნილის სტატუსის მინიჭებას. გასული წლის აგვისტოს ომის დროს სოფელი 60-მდე ოჯახმა დატოვა. სოფელი მარადიორებმა გაძარცვეს, მაგრამ სახლები არ დაუწვავთ. საქართველოს ხელისუფლება სოფელს ვერ აკონტროლებს და არც დევნილის სტატუსს აძლევს მის მოსახლეობას.
ჯუსოევის თქმით, მკვიდრი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ახალგორელების ნაწილი ერთდროულად - წეროვანშიც ცხოვრობს და ახალგორშიც. იგი ირწმუნება, რომ წეროვანში მცხოვრები ახალგორელები კოკოითის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ პენსიას და ხელფასს იღებენ.
სტალინის ძეგლთან, დღეს მისი შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი შვილიშვილებთან - იოსებთან და ვასილთან ერთად მივიდა. 15 წლის იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილმა თანატოლებს სტალინის შესახებ მეტი წიგნის წაკითხვა სთხოვა. ავთო მარგიანმა იოსებ სტალინი ქრისტესაც კი შეადარა.
ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ 3 მოზარდს მშობლებმა და ნათესავებმა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან ემოციური შეხვედრა მოუწყეს. ტირძნისელი მოზარდები ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური 45 დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდნენ
თომას ჰამარბერგის ვიზიტი ცხინვალში უშედეგოდ დასრულდა. ედუარდ კოკოითიმ მისთვის მიცემული პირობა დაარღვია, რომლის თანახმად ტირძნისელი მოზარდები 10 დღის ვადაში შეწყალების აქტით უნდა გამოეშვა. ეს ვადა 12 დეკემბერს ამოიწურა, მაგრამ მოზარდები ამ დრომდე ცხინვალის ციხეში რჩებიან.
მოხისში უხარისხოდ აშენებულ კოტეჯებში კედლები სველია, კარ-ფანჯარამ დეფორმაცია განიცადა, იატაკს ღარები გაუჩნდა და ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ავეჯიც დაიშალა. დასახლებაში უბნის ექიმი არ არის და სამედიცინო დახმარებისთვის აგარაში დადიან.
საქართველო არ ადასტურებს ბორის ჩოჩიევის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სოფელ ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრა ქართულმა მხარემ ჩაშალა. თბილისში აცხადებენ, რომ მსგავსი შეხვედრის შესახებ არაფერი იციან. ერგნეთის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს ეუთოც.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს პირობა მისცა, რომ მოზარდებს 10 დღეში შეიწყალებდა. ეს ვადა შაბათს ამოიწურა.
მართალია მედვედევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო, რუსეთის ზოგიერთ სახელმწიფო უწყებაში ცხინვალს მაინც საქართველოს შემადგენლობაში განიხილავენ.
სოფელ მეღვრეკისში ასაფეთქებელი მასალებისგან გასუფთავებული 5 ჰექტარი ტერიტორია ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა. სოფელში ამოღებული 282 ნაღმიდან 279 კასეტური იყო.
ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმის თქმით, სამხრეთ ოსეთში H1N1 ვირუსის დამდგენი სპეციალური ლაბორატორია არ აქვთ. თბილისი სოხუმსა და ცხინვალს დახმარებას სთავაზობს.
ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს როგორც გორში, ისე კონფლიქტის ზონაში საქმე არ ელევათ. ცხინვალში დაკავებული მოზარდების გამო საქმეში უკვე საერთაშორისო უფლებადამცველებიც ჩაერთნენ.
თბილისიდან, ცხინვალიდან და სოხუმიდან მინსკში დაბრუნებულმა დეპუტატებმა სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხი საშემოდგომო სესიების დღის წესრიგში არ შეიტანეს.
გიორგი არჩვაძე მეექვსე თვეა დაკავებულია და მას 16 წელი ცხინვალის ციხეში შეუსრულდა. გიორგი ივლისში "რუსმა მესაზღვრეებმა" მის მშობლიურ სოფელ ბელოთში დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.
ჩამოტვირთე მეტი