რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.
რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოს შენობის წინ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. „არა ოკუპაციას“, „დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას“, „გახსოვდეს შენი ისტორია - 07.08.08“
2002 უნომრო და ერთნაირი სახლი წეროვანის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაჩნდა. ამ სახლებს მხოლოდ რიგითი ნომრები აქვს. „ეს არ არის სახლის მისამართი“, - ამბობს თამარ ბერიანიძემ. სახლს, ახალგორში სხვა მისამართი ჰქონდა. ის სახლი დაკარგა. მაგრამ მისამართი დარჩა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის ოკუპაცია 2012 წლამდე გაგრძელდა. სოფლის მცხოვრებთა დიდი ნაწილი 2008 წლის აგვისტოში ზარდიაანთკარიდან გაიხიზნა. სოფელში რამდენიმე ადამიანი დარჩა, მათ შორის იყო ვლადიმერ რაზმაძე.
ხადის ხეობაში მოკლული რაიან და ლორა სმითები საქართველოში წლების წინ ჩამოვიდნენ და მარნეულში დასახლდნენ. აქ ლორა ინგლისურს ასწავლიდა, რაიანს კი ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭომ აპრილში შეიმუშავა პროგრამული პრიორიტეტების პროექტი, რომლის თანახმადაც, გარე შესყიდვის წესს უნდა დაექვემდებაროს დოკუმენტური ფილმები და ჟურნალისტური გამოძიების პროდუქტი.
„ბევრს ვმუშაობდი, რომ მეარსება. ხატვის დრო არც კი მრჩებოდა“, - გვიამბობს ეკა.
7 ივლისს ზაზა სარალიძე პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მისი ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე და სახალხო დამცველი ნინო ლონჯარიაც ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ თავად ზაზა სარალიძეს კომენტარი არ გაუკეთებია. ილაპარაკეს მისმა ადვოკატმა და ომბუდსმენმა.
მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასათანადო გაგრილება. ქალაქში მოძრავი ტრანსპორტის ნაწილს საერთოდ არა აქვს გაგრილების სისტემა.
ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღო პირობა, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება.
2 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდები დილის საათებში ჩატარდება. კვირის ბოლომდე კი, როგორც განათლების მინისტრი აცხადებს, ყველა საგამოცდო ცენტრში დასრულდება კონდიციონერების მონტაჟი.
მინიფეხბურთი, მოწოდება ჯანსაღი ცხოვრებისკენ და აქცია “ზრუნვა დასჯის ნაცვლად” - საქართველოში ასე აღნიშნავენ ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
როგორ უნდა შეარჩიოს მშობელმა ძიძა ან ამოიცნოს აღმზრდელის მხრიდან ძალადობის ნიშნები შვილის ქცევაში? - ამის შესახებ ლაპარაკობს ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი.
21 ივნისს, საღამოს 7 საათზე, როდესაც მწერალი ზურა აბაშიძე სამსახურის შემდეგ მეგობართან შესახვედრად მიდიოდა, ქუჩაში უცნობი, შავმაისურიანი პირი აედევნა.
10 ფოტოგრაფის მიერ მოთხრობილი 10 ისტორია რომელიც გვიყვება, ჩართულობასა და ინტეგრაციაზე, ფოტოგრაფების თვალით. 20 ივნისს გამართული ღონისძიების ორგანიზატორები არიან Tbilisi Photo Festival, აშშ სალჩო საქართველოში და 'Save the Children'.
სახალხო დამცველის გუნდმა ამ ანგარიშზე მუშაობისას სულ 11 განაჩენი შეისწავლა. მათ შორის იყო ფემიციდის 7 (მათ შორის ერთი - ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა) და ფემიციდის მცდელობის 4 შემთხვევა.
სამი თვის წინ თეონა ბაკურაძის ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. დღეს, სამი თვის შემდეგ, ის უკვე ახალი, განსხვავებული რეჟიმით ცხოვრობს - აღარ ჩქარობს, აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს და სიამოვნებს, მეტ დროს ატარებს თავის საყვარელ ადამიანებთან, ბევრს დადის სუფთა ჰაერზე და რაც მთავარია, იბრძვის.
თეონა ყველა გოგოს მოუწოდებს, არ შერცხვეთ მამოლოგთან მისვლის, არ გადადონ ექიმთან ვიზიტი და რაც მთავარია, ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ.
დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები ისევ დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. 14 ივნისს ისინი პლაკატებით ხელში „ქართული ოცნების“ სათავო ოფისთან მივიდნენ და აქცია გამართეს.
ლგბტ უფლებადამცველები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.
11 ივნისის ღამით, თბილისის ზოგ ქუჩაზე წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა. უნივერსიტეტის ქუჩაზე დატბორილი ავტომობილები სამაშველო სამსახურის დახმარებით ამოიყვანეს წყლიდან
ჩამოტვირთე მეტი