რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.
„არ მოკლა! არ აწამო!“- ამ სლოგანით ცხოველთა უფლებების დამცველები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მათი მთავარი მოთხოვნაა აღსრულდეს კანონი და დაისაჯონ დამნაშავეები აქციის მონაწილეები სახელმწიფოს ცხოველთა მიმართ სისასტიკისადმი გულგრილობაში ადანაშაულებენ.
აპარატურა, ბანერები, მაისურები, საწვიმრები, წყალი, ფეისბუკზე რეკლამა - ამ ყველაფერში 20 ივნისის შემდეგ, ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორების თქმით, 100 000 ლარამდე დაიხარჯა. ვინ ეხმარება აქციას ფინანსურად და რა პრობლემებს აწყდებიან აქტივისტები ინვენტარის მოძიების დროს?
2019 წლის 9 ივლისს თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა.
ეკოჯგუფის “გავიგუდეს” ორგანიზებით, რუსთავის ცენტრში, 6 ივლისს ღამით, ე.წ „პირამიდასთან“, აქცია-პერფორმანსი მოეწყო, ქარხნების წინააღმდეგ, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ. პირამიდის ოთხივე მხარეს დამონტაჟებულ ეკრანზე ქარხნებიდან გამონაბოლქვის ამსახველი ვიდეოსიუჟეტი გაუშვეს.
საქართველოს სახალხო არტისტი, 81 წლის ბუბა კიკაბიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს ანტისაოკუპაციო აქციების სერიაზე და ქართველ არტისტებზე, რომლებიც რუსეთში ჩადიან.
სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მრავალსაათიანი შეტაკების, ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენების შემდეგ, პროტესტის მონაწილე რამდენიმე ათეული ადამიანის დაკავებით დასრულდა აქცია რუსთაველის გამზირზე.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია თბილისში დღეს გაიხსნა. სესიის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ. მათი პროტესტი სესიაში რუსი დეპუტატების, განსაკუთრებით ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის, მონაწილეობამ გამოიწვია.
ამგვარი ფორმირების შექმნა, ან ხელმძღვანელობა ისჯება 6-დან 12 წლამდე, ხოლო გაწევრიანება, ან მონაწილეობა 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთი
2 წელი შესრულდა, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაიტაცეს და დღეს ის ბაქოს ციხეში ექვსწლიან სასჯელს იხდის. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა 29 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს
თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე, ე. წ. ჩანჩქერთან, კამპანიის „იცურე მშვიდად“ ფარგლებში საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში.
მაღაროელები ჭიათურაში, უკვე მე-10 დღეა, შიმშილობენ.მოშიმშილეთა რიცხვი 15-ს შეადგენს. მათგან სამმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური საპროტესტო აქცია, უკვე ორი კვირაა, მიმდინარეობს. აქციაში ჩართულია 3000-ზე მეტი მაღაროელი.
მაღაროელები ჭიათურაში უკვე მე-9 დღეა შიმშილობენ. მოშიმშილეთა რიცხვი 15-ს შეადგენს. მათგან სამმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური საპროტესტო აქცია უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. აქციაში ჩართულია 3000-ზე მეტი მაღაროელი.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში "კინო კლასიკა" შედგა ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმის "თეთრი ქარავნის" რესტავრირებული ასლის ჩვენება.
გირჩის ოფისი ახლადგახსნილ საროსკიპოში სექს-სათამაშოების და აქსესუარების გარდა "აი ისას" ქართული პრეზერვატივებიც დაგხვდებათ.
აკა ფროდიაშვილი 23 წლის დიზაინერია, რომელიც ნომინირებულია ბრიტანულ ჟურნალ Dazed-ის ასეულში. გამოცემა ყოველწლიურად მსოფლიოს ყველაზე გამბედავ ხელოვანებსა და აქტივისტებს უყრის თავს.
მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე დაასრულა თბილისში, ჭავჭავაძის 5-ში, მიწის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი ორი მუშის საქმის შესწავლა. ოქმებს გაეცნო ღია საზოგადოების ფონდის პროექტის იურისტი ანანო ცინცაბაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ოქმები ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, რამ გამოიწვია ორი მუშის გარდაცვალება.
მეტროს სარეაბილატაციო სამუშაოები ივინისში დაიწყება და ერთი წელი გაგრძელდება. პროექტის ღირებულება 15 მილიონი დოლარია
რეცეპტების მუზეუმში დაცული იქნება როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე შეფმზარეულების საავტორო რეცეპტები. მუზეუმი შეიქმნა იმისთვის, რომ თავი მოუყაროს ძველ და ახალ რეცეპტებს. დამფუძნებლების თქმით, რეცეპტების მუზეუმი ერთადერთია მთელ მსოფლიოში.
ჩამოტვირთე მეტი