მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტიური ხდება წინასაარჩევნო კამპანია - წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან, დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებთან.
14 მაისს თბილისში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილი ორდღიანი რეგიონალური კონფერენცია დასრულდა, რომელშიც 12 ქვეყნის ექსპერტები მონაწილეობდნენ. მისი ძირითადი მიზნები კიბერდანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა გახლდათ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტინა კეიდანაუ ბაქოს შემდეგ 13 მაისს თბილისს ეწვია. დიპლომატმა დახურულ კარს მიღმა გამართა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში ჯერჯერობით ნაკლები დარღვევაა 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, თუმცა საერთო სურათი არც ისე დამაიმედებელია.
033-ის 908-ე ბრიგადა მორიგ გამოძახებაზე გადის. ეს თბილისში ერთადერთი უფასო სამედიცინო დახმარების სამსახურია - ყოფილი 03-ის მოდერნიზებული ვარიანტი - 650 ექიმით, 75 მანქანით, 15 დისლოკაციის ადგილით. ჩვენ მათ პირველივე გამოძახებულ მისამართზე მივყვებით.
”კორტების ტრაგედიიდან” ოთხი წელი გავიდა. თუმცა, როგორც მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, მკვლელები არათუ არ დასჯილან, ისინი მაღალ თანამდებობებზე აგრძელებენ მოღვაწეობას.
3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. საქართველო ამ დღეს ხვდება ”ნახევრად თავისუფალის” სტატუსით, როგორც ეს ”ფრიდომ ჰაუსის” ბოლო ანგარიშშია აღნიშნული.
გლობალურ სამოქმედო გეგმას, რომლის პრეზენტაციაც 28 აპრილს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო, ასეთი სათაური აქვს: ”გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად” და მიზნად ისახავს არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაზრდას.
”ალიანსმა” კომპანია GPW-ს ექსპერტიზის პასუხი გამოაქვეყნა, რომელიც ”იმედის” ხელმძღვანელობის სატელეფონო ჩანაწერზე გაკეთდა. ექსპერტების შეფასებით, განცხადება, რომ ეს საუბარი ფაბრიკაციაა, მხოლოდ ღიმილს იწვევს.
ბოლო დროს თბილისში საკმაოდ ხშირია ისეთი დღეები, როდესაც რამდენიმე კინოთეატრში ერთდროულად ორი ახალი ქართული ფილმი გადის. ცალკე თემაა, რამდენად ხარისხიანია ეს კინო და ამის შესახებ კინომცოდნეები ხშირად დაობენ...
ნოღაიდელის და ბურჯანაძის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ახლა უკვე ”ეროვნული საბჭოს” ლიდერები - კობა დავითაშვილი და კახა კუკავა მართავენ. თბილისში ამ ვოიაჟებს კვლავ შეცდომად აფასებენ.
20 აპრილს „ეროვნულმა ფორუმმა“ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ზუსტი სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმების პროექტი წარუდგინა. მისი მთავარი კომპონენტი ამომრჩევლის ბიომეტრული მეთოდით იდენტიფიკაციაა.
18 აპრილს კრაკოვში დაკრძალეს პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ლეხ და მარია კაჩინსკები, რომლებიც, პოლონეთის ოფიციალური დელეგაციის 94 წევრთან ერთად, სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში 10 აპრილს დაიღუპნენ.
ვირტუალურ სივრცეში - კერძოდ კი, ინტერნეტფორუმებზე - მომხმარებლების იდენტიფიკაცია არა მხოლოდ მათი ნიკების, ანუ ვირტუალური სახელების, მიხედვით ხდება, არამედ იმ ვიზუალური გამოსახულებებითაც, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტულ იუზერს ეკუთვნის და მას ავატარი ჰქვია.
”მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს” - ასეთია თბილისის მერის კიდევ ერთი კანდიდატის, გოგი თოფაძის, საარჩევნო ლოზუნგი. ”მრეწველების” ლიდერი საარჩევნო პროგრამაში აქცენტს კვლავ თბილისელების დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე აკეთებს.
ჯანდაცვისთვის 33 მილიონი ლარის 117 მილიონამდე გაზრდა და ოთხი მთავარი პრიორიტეტი - ოჯახის ექიმი, სამედიცინო დაზღვევა, უფასო და იაფი წამალი და უფასო მშობიარობა და ორსულობის პატრონაჟი ყველა თბილისელს - ასეთია ალასანიას გეგმა.
პარტიების მიერ საარჩევნო სიების მონიტორინგი დასრულდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების შემოწმებისას 80 000-მდე დარღვევა აღმოაჩინა და განაცხადა, რომ მცირდება ვიდეოთვალების რაოდენობა საარჩევნო უბნებზე.
რესპუბლიკური პარტია საარჩევნო სიების მონიტორინგის მეორე ეტაპის შედეგებს და მოგროვებულ დოკუმენტაციას ერთდროულად სამოქალაქო რეესტრს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს მთავარ პროკურორს უგზავნის, ორი მთავარი მოთხოვნით
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა გადაწყვიტა. კვლევის ჩატარების იდეა იმ არაერთმა კითხვამ წარმოშვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ბოლო ხანებში ამ ბაზარზე არსებულმა ვითარებამ გაუჩინა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ფოლკლორულ ანსამბლთა მხარდამჭერი პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდა. ეს პროგრამა ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულებს, ახლად შექმნილ ანსამბლებს შესაძლებლობას აძლევს წარდგნენ საზოგადოების წინაშე.
ჩამოტვირთე მეტი