მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სამოქალაქო პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც კობი-გუდაურის გზაზე სამშენებლო სამუშაოების დროს მძიმე ტექნიკის მიერ უნიკალური ტრავერტინების დაზიანებას აპროტესტებენ და საქმის გამოძიებას მოითხოვენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ივნისი „მწვანე თვედ“ გამოცხადდა.
სახალხო დამცველი ანგარიშში წერს, რომ საქართველოში დევნილთა უმთავრეს პრობლემად კვლავაც ადეკვატური საცხოვრებლის უქონლობა რჩება.
„ნატოში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრით ახალი გეგმების განხორციელებისა და გასულ წელს დასახული მიზნების შეფასების ღონისძიება“ - ასე უწოდა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ნატოს კვირეულს.
ბრიტანული გამოცემა ”ტელეგრაფი” ავრცელებს ორგანიზაცია World Value Survey-ის გამოკვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს.
ხათუნა ოჩიაური, თავისი პოლიტიკური გუნდის სახელით, მთავარი პროკურატურისგან 26 მაისის მოვლენების სრულყოფილ და კომპლექსურ გამოძიებას მოითხოვს.
გაზეთი ”იზვესტია” ეხმაურება სოჭის ოლიმპიადის თემას და წერს, რომ საქართველომ რუსეთს სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით დახმარება შესთავაზა. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 24 მაისს ელჩებთან შეხვედრისას გააკეთა.
მინისტრმა დავით დარახველიძემ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალურ წარმომადგენელ სიმონე უოლკენთან ერთად პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები მოინახულა.
განსხვავებით 17 მაისისგან, დედაენის ბაღში პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იყო წარმოდგენილი.
23-26 მაისს თბილისში, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, უკვე ტრადიციად ქცეული წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. ამ დღეს საქართველოში უკვე მეთხუთმეტედ აღნიშნავენ.
ავტორიტეტიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლი“ ადამიანის უფლებების თემაზე ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს.
ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სამოქალაქო პეტიციაზე, რომელსაც უკვე 12 ათასი ადამიანი იზიარებს, ხელმოწერები გრძელდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს.
დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა მოითხოვეს 18 მაისს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული აქციის მონაწილეებმა.
მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეები ლგბტ-ს ჯგუფის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
წყალი ამ ქვეყანაში უყვართ და ამ ბუნებრივ რესურსს მაქსიმალურად იყენებენ, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე თბილისის მერიას სთხოვს გააუქმოს 17 მაისს - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს - დაგეგმილი აქციის ნებართვა.
14 მაისს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.
უმცირესობის ერთ-ერთი წევრი და წინა მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი გივი თარგამაძე 11 მაისს საქართველოში დაბრუნდა.
ორგანიზაციები ”იდენტობა” და ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, ასევე სხვა უფლებადამცველები პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ფლეშ მობს გამართავენ.
ჩამოტვირთე მეტი