მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებულ ორ პირს. პროცესი ორი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხმაური მოჰყვა თვითმმართველობის წევრების მიერ უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას კაბინეტის ძალით დაკავებას.
ტელევიზიის ახალი დირექტორი, ლევან გაჩეჩილაძე, სასამართლოს გზით მოითხოვს „მაესტროს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ილია კიკაბიძეს, არ მიეცეს "მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება.
ერთი წლის წინ პოეტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ცნობილია თავისი მწვავე სოციალური პოეზიით, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სტამბოლში გადაიხვეწა.
ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლო საბოლოო განაჩენს 21 მარტს გამოიტანს.
მეტი ქალი პოლიტიკაში და დაცული შრომითი უფლებები - ამ ორი მთავარი ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, თბილისში გამართული ორი აქცია-მსვლელობა, რომელშიც ათობით ქალმა მიიღო მონაწილეობა.
ტელეკომპანია „,მაესტრო“ ისევ ყურადღების ცენტრშია. 7 მარტს ტელევიზიის შენობის დაცვა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე "სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა.
3 მარტს თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით, გაიმართა რუსი მხატვრისა და ფემინისტის, გრაფიკული რეპორტაჟების ავტორის, ვიქტორია ლომასკოს ნამუშევრების გამოფენა.
სოფელს ერთი სასაფლაო ექნება, მაგრამ გამყოფი ხაზით: ერთ მხარეს ქრისტიანებს დაკრძალავენ, მეორე მხარეს კი მუსლიმებს.
200-ზე მეტი მუშა ქსნის მინის ქარხანასა და 1000-მდე მაღაროელი ტყიბულში - ეს ის ხალხია, ვინც მთელი წინა კვირის განმავლობაში განაგრძობდა გაფიცვას ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
ქვანახშირის მაღაროს მუშების მოთხოვნა უცვლელია: ისინი მმართველი კომპანიისგან ხელფასის 40%-ით მომატებას მოითხოვენ. უცვლელია დამსაქმებლის პოზიციაც: ხელფასი ამ ეტაპზე ვერ მოიმატებს.
ვენახი, სადაც ერთმანეთის გვერდით გაიზრდება მეგრული და აფხაზური ჯიშის ვაზი და რომელიც სამეგრელოში გაშენდება, მერე კი უძველესი აფხაზური ჯიშის ყურძნისგან ღვინოც ჩამოისხმება, მაგალითად, ავასირხვა - ეს საქართველოს ღვინის კლუბის წევრის, ალეკო ცქიტიშვილისა და მისი მეგობრების ერთობლივი იდეაა.
ჯერ ისევ არავინ იცის, რით დამთავრდება ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა და დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები.
სააქციო საზოგადოება „მინაში“ აცხადებენ, რომ გაფიცულების ბოლო ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
ტყიბულში უკვე მეექვსე დღეა უშედეგოდ გრძელდება მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტების მუშების გაფიცვა. ისინი ხელმძღვანელობისგან ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
ბერლინი, მემინგემი, დორტმუნდი, სალონიკი, ლარნაკა და სოფია - ეს ის შვიდი ქალაქია, რომლებშიც უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იაფ ფრენებს განახორციელებს.
15 თებერვალს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გასული წელი შეაჯამა და საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში გააცნო.
როგორ გავყიდოთ წიგნი? უფრო სწორად, როგორ გავყიდოთ წიგნი ისე, რომ ის რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს? რა არის ამისათვის საჭირო თანამედროვე სამყაროში და რა გზებს მიმართავენ მწერლები ან მათი ლიტერატურული აგენტები?
ციხისძირში ასწლოვანი ხეების - ჭაობის კვიპაროსისა და ხე ტიტის - გადარგვასთან დაკავშირებული პროცესი, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის შეფასებით, „ქარიშხალია ჭიქაში“.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, რასაც საფუძვლად „მაესტროს“ მოქმედი დირექტორის, ბაია გადაბაძის, სარჩელი დაედო, დირექტორის შეცვლის პროცესი 30 დღით შეჩერდა.
ჩამოტვირთე მეტი