მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის ხელფასების გაზრდას მოითხოვს და მიიჩნევს, რომ პარლამენტარებს საქართველოში ზოგიერთი უწყების დეპარტამენტის ხელმძღვანელებზე დაბალი ხელფასი აქვთ.
უკვე ათი დღეა, რაც თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრების მიერ წარდგენილი გიორგი ალიბეგაშვილი ჩაუდგა სათავეში.
შვიდი მინისტრის ვაკანტური პოსტიდან ექვსი ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია. უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში კულტურის სამინისტროს.
გასულ კვირაში საქართველოს და მსოფლიოს ყურადღება უკრაინის ტერიტორიაზე "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტისკენ იყო მიპყრობილი.
საქართველოს პარლამენტმა 18 ივლისს კენჭი უყარა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. 123 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიში განიხილეს.
2012 წელს გავრცელებული ციხის ცნობილი კადრების შემდეგ, სასჯელაღსრულების სისტემისთვის მუდმივი თვალყურის დევნების მიზნით, საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნას არაერთი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს.
ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდება - ამ ცვლილებას მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი.
თბილისის ზოგიერთი უბნის მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ მათთან წყალი კვირაში სულ ცოტა ერთხელ ან ორჯერ მაინც, რამდენი საათით ან მთელი დღის განმავლობაში წყდება. რატომ წყდება წყალი დედაქალაქში და რამდენად ვარგისია ის სასმელად, ვინ არის პასუხისმგებელი თბილისის წყლის სისუფთავეზე?
როგორ ჩაიარა თბილისში საარჩევნო პროცესმა და როგორ აფასებენ მას სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და ხალხი?
საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების თარიღად 2015 წლის შემოდგომას ასახელებს და ინვესტორებს პორტის მშენებლობის მიმართ ინტერესთა გამოხატვისაკენ მოუწოდებს.
6 ივლისის საკვირაო ქადაგებაში ქორეპისკოპოსმა იაკობმა სასამართლო სისტემა და ყოფილი მმართველი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, გააკრიტიკა.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მეწარმეებს ევროპის ბაზარზე პროდუქციის შეტანა დამატებითი სატარიფო გადასახადის გარეშე შეეძლებათ. თუმცა იმისათვის, რომ ქართულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ ევროკავშირის სტანდარტები სრულად დააკმაყოფილოს, ჯერ გრძელი გზაა გასავლელი - დასახვეწია კანონმდებლობა, შესაქმნელია ფიტოსანიტარული ლაბორატორიები, მეწარმეებს სჭირდებათ მეტი ინფორმაცია და მეტი ფულადი რესურსიც - სტანდარტიზაციის გასავლელად. უნდა გაიზარდოს მოსავლის რაოდენობაც და ხარისხიც. როგორ ხედავენ ევროპის ბაზრისკენ მიმავალ გზაზე საკუთარ თავს ქართველი ფერმერები, რას სთავაზობს მათ სახელმწიფო და რა დაბრკოლებებზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები?
შეწყალების კომისიას ალექსანდრე ელისაშვილის ნაცვლად ჟურნალისტი ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან შეწყალების განახლებული კომისიის წევრი იყო.
ნარკოდამოკიდებული ადამიანები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები უკვე რამდენიმე თვეა, დროგამოშვებით მართავენ საპროტესტო აქციებს და სახელმწიფოსგან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ. თვეებია, გრძელდება კამპანია სახელწოდებით - „ჩემი რეპრესია - შენი რეგრესია“.
რას უნდა მოელოდეს საქართველო, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების თვალსაზრისით, ასოცირების შეთანხმებისგან?
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ციხეებში არსებული ვითარების ამსახველი ანგარიშის - „მსჯავრდებულთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები“ - პრეზენტაცია გამართა.
უკვე 21 წელია, აფხაზეთიდან დევნილებს სახლიდან შორს, კომპაქტურად ჩასახლებულ შენობებში უწევთ ცხოვრება. დევნილების ნაწილს წლების შემდეგ საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა, ნაწილი ისევ საკუთარი ბინის მოლოდინშია, ნაწილიც მთავრობამ მათთვის გამოყოფილი, გარემონტებული საცხოვრებლით დააკმაყოფილა.
თბილისის მერობისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ნარმანია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.
თვე ისე არ გავა, თბილისის ტერიტორიაზე არსებულ პარკებსა თუ სხვა რეკრეაციულ ადგილზე მიწის გასხვისების, ტერიტორიის შემოღობვის და იქ მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს.
ჩამოტვირთე მეტი