მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წელს მსოფლიოში იმ ხალხის რაოდენობამ, ვინც ქვეყანაში მიმდინარე ომების გამო საცხოვრებელი იძულებით დატოვა, უკვე 51 მილიონს გადააჭარბა.
ხელისუფლებისთვის ეს არჩევნები „უპრეცედენტოდ სამართლიანი“ და „ისტორიულია“, ოპოზიციური პარტიები კი კვლავაც არჩევნების გაყალბებასა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე ლაპარაკობენ.
თბილისის თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი მთელი დღის განმავლობაში ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა
თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალის დროს თბილისს სტუმრობდა ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ, რომლის რომანი „ნაივური სუპერი“ 37 ენაზეა თარგმნილი და, მათ შორის, ქართულადაც.
დღევანდელ მეათე სტუდიაში ერთი პროექტის შესახებ გიამბობთ, რომელსაც „აღმოაჩინე ელიავა“ ჰქვია.
პროექტ „აღმოაჩინე ელიავას“ მთავარი იდეა ეკოლოგიურ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიქცევაა, რასაც პროექტის კოორდინატორები ხელოვანთა დახმარებით ცდილობენ. ელიავას ბაზრობაზე უკვე რამდენიმე თვეა სწორედ ამ მიზნით ორი არტისტი გოგო მუშაობს. მათი მისამართია ჯიხური N156.
5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გადაწყვეტილიყო, აღუდგებოდა თუ არა თბილისის ყოფილ მერს შეწყვეტილი უფლებამოსილება.
გადაცემის სტუმრები არიან: „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი და ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე.
საპროტესტო აქცია „ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის“ წინააღმდეგ 31 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო და პარლამენტთან გაგრძელდა. კამპანია „ბექა არ არის კრიმინალი“ დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, ბექა წიქარიშვილის მიმართ სოლიდარობას და, ზოგადად, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის იდეის გარშემო გაერთიანდა.
საპროტესტო აქცია „ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის“ წინააღმდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო და პარლამენტთან გაგრძელდა.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოთხდღიანი ზეიმი დაიწყო. 29 მაისიდან, 1 ივნისის ჩათვლით, ყველა, ვისაც ლიტერატურა უყვარს, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცისკენ, კონკრეტულად კი, მე-11 პავილიონისაკენ მიიჩქარის.
27 მაისს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამოაქვეყნა გამოკვლევა „არაეთიკური ნარკოპოლიტიკა“ - ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი.
„ბექა კრიმინალი არ არის“ - ამ წარწერას ნახავთ თბილისის ქუჩებში, წააწყდებით სოციალურ ქსელშიც, სადაც ეს სიტყვები ბექა წიქარიშვილის მხარდამჭერი კამპანიის მთავარი სლოგანია.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 29 ცენტრალური საჯარო დაწესებულების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგი წარმოადგინა.
გურამ ოდიშარიას განცხადებით, კულტურის პოლიტიკის განმსაზღვრელი სრულყოფილი დოკუმენტი 2015 წლის იანვარში მზად უნდა იყოს და სწორედ მას დაეყრდნობა ქართული კულტურის მომავალი.
ვის ხელშია დღეს აგრარული ბაზარი და ამ ბაზარზე რა წილი უკავია ქართულ პროდუქციას? სად შეიძლება ნატურალური პროდუქტის შეძენა და რა როლი აქვთ ამ პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს? ხომ არ არსებობს საფრთხე, რამდენიმე წელიწადში საქართველოს ბაზრიდან საერთოდ გაქრებს ქართული პროდუქტი?
ბოლო მონაცემებით, ვირუსული მენინგიტის 107 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
16-18 მაისს, პირველად საქართველოში, იმართება ლიტვური პოეზიის ფესტივალი, რომელშიც ლიტველი და ქართველი პოეტები მონაწილეობენ.
საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს დაცვისა და გადარჩენის კომიტეტის წევრებმა 16 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე ე.წ. უნდობლობის პეტიცია შეიტანეს.
11 მაისის საკვირაო ქადაგებაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი - მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე - საქართველოში „ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღედ“ გამოაცხადა.
ჩამოტვირთე მეტი