რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
აქციის მონაწილეებმა სანთლების ანთებით პატივი მიაგეს დაღუპულის ხსოვნას. მათი განმარტებით, დანაშაულის ჩამდენმა საკუთარ ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ, პარტია „ქართული ოცნებისა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის საფუძველზე, კორცხელის საარჩევნო ხმები ხელახლა დაითვალა.
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ფაქტის შესახებ გარდაცვლილის ოჯახისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ თვითმხილველების მიერ გავრცელებული ინფორმაციაა ცნობილი.
ახალი უბნის მცხოვრებლები დევნილთა და განსახლების მინისტრს ზუგდიდში აქციით შეხვდნენ.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დილით მას შემდეგ დაიწყო, რაც გარემოვაჭრეებს დახლები ადგილზე არ დახვდათ. აქციის მონაწილეების თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათი დახლები წუხელ დაუკითხავად აიღო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში მოსახლე მურთაზ ლაგვილავას რვასულიან ოჯახს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევს ცხოვრება.
დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების მიხედვით, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ხუთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან სამი უნდა გაუქმებულიყო.
ზუგდიდის ახალი უბნის მცხოვრებლები წყლის მიწოდების აღდგენას ითხოვენ. დევნილთა დასახლებაში, სადაც წყლის დაბინძურების შედეგად 7 აპრილიდან რამდენიმე დღის განმავლობაში 111 პირი მოიწამლა, პრობლემა ამ დრომდე არ არის მოგვარებული.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" ამირან ლაგვილავა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, გამოიძიონ, თუ რატომ მოხდა დაუკითხავად მისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება.
გალელები რეგიონიდან ახალგაზრდების მიგრაციაზე ჩივიან. მათი ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებთა დიდი ნაწილი უფროსი თაობაა, ახალგაზრდები კი თანდათანობით ტოვებენ რაიონს. მიგრაციის მთავარ მიზეზად უმუშევრობა, ქართულ ენაზე განათლების მიღებისა და ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვა სახელდება.
გალის სოფელ ნაბაკევის მკვიდრმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონის ე.წ. საგუშაგო 15 აპრილიდან არ ფუნქციონირებს.
ანაკლიის პორტში პირველი გემი 2020 წლის დასაწყიში შემოვა, პორტის მშენებლობა კი წელს დაიწყება და 2019-ში დასრულდება.
თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის ანალიზის შედეგად მათი ეჭვები წყლის დაბინძურების შესახებ დადასტურდა, საპროტესტო აქცია გამართეს.
11 აპრილს 148 წელი შეუსრულდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრს, რომელიც ახლა დანგრევის პირასაა.
გლეხები ამბობენ, რომ სახელმწიფოსგან ამ დონის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისთვის საკმარისი არ არის, რადგან ნიადაგის მოხვნის შემდგომი დამუშავება და მოსავლის მოყვანა საკმაოდ ძვირი უჯდებათ.
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში, რამდენიმე ათეული ადამიანია მოწამლული. სპეციალისტები იკვლევენ მიზეზებს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით კი, მოწამვლა სასმელმა წყალმა გამოიწვია.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიაჩნიათ, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები საკრებულოში რადიკალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ ეს პროცესები მათ მუშაობას უფრო საინტერესოს გახდის.
ყოფილმა მსჯავრდებულმა, აკაკი კოროშინაძემ, ზუგდიდის სოფელ ორულუში ბიზნესსაქმიანობა დაიწყო. მან ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილი, „მარფონა“, 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დათესა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ზუგდიდი ერთ-ერთი დიდი თვითმმართველი ერთეულია, სადაც რეგიონის მოსახლეობის 37%-ზე მეტი ცხოვრობს. მას განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს ოკუპირებულ აფხაზეთთან სიახლოვე.
30 მარტს სრულდება აუქციონი, სადაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 34 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ყიდის სოფელ განმუხურის სანაპიროსთან.
ჩამოტვირთე მეტი