რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 სექტემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 24 აქტივისტის სასამართლო სხდომები 4 სექტემბერს დაიწყო. რამდენიმეს ჯარიმა დაეკისრა, უმეტესობის საქმეების განხილვა კი გადაიდო.
რეგიონული ონლაინმედია „სამხრეთის კარიბჭე“, შესაძლოა, ოფისის გარეშე დარჩეს. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი მედიის შემზღუდველი კანონები ამოქმედდა, მედიაორგანიზაციებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ, თუმცა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე გადარჩენა, შეუძლებელი მისიაა.
2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველო-რუსეთის ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ორიოდე კვირაში, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. რა მოუტანა ამ აღიარებამ ოკუპირებულ რეგიონებს ან რუსეთს ამ 17 წლის განმავლობაში?
თბილისის საქალაქო სასამართლოში გახშირდა დამსწრეთა, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვები. სულ ბოლოს მოსამართლემ დარბაზში შილიფად ჩაცმული დამსწრეები არ დაუშვა.
აბანოთუბანში, ძველი აბანოების სახურავზე ჩატარებული სამუშაოების გამო თბილისის მერია პასუხისმგებლობას იხსნის - სამუშაოები ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, აცხადებენ მერიაში. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი გამოძიება დაიწყო.
რუსეთის მმართველობის დამკვიდრებასთან ერთად საქართველოში მონარქია გაუქმდა, ეკლესიის ავტოკეფალია დაიკარგა და ეროვნული იდენტობა სხვადასხვა ფორმით დაიჩაგრა. ვიხსენებთ 10 ისტორიულ მომენტს, როდესაც იმპერიამ საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და იდენტობას ზიანი მიაყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე. ისინი 16 აგვისტოს რუსთველის გამზირზე აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.
13 აგვისტოს გარდაიცვალა აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი, 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 30-მდე წიგნის ავტორი.
ფსიქიატრიას საბჭოთა სისტემა იმ ხალხის წინააღმდეგ იყენებდა, რომელიც რეჟიმს ებრძოდა ან უბრალოდ არ ეთანხმებოდა. სხვაგვარად მოაზროვნეებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აგზავნიდნენ და ძალით მკურნალობდნენ.
ნანუკა ჯორჯაძემ, რომელიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობს, მხოლოდ საქართველოს საზღვარზე, უცხოეთში გაფრენის წინ გაიგო, რომ ორი, 5000-ლარიანი ჯარიმა აქვს გამოწერილი და თუ არ გადაიხადა უკან დაბრუნებულს ქვეყანაში არ შემოუშვებენ.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, როდესაც გორს რუსული ავიაცია ბომბავდა, სხვა ბევრ რამესთან ერთად კავშირგაბმულობაც დაზიანდა.
გაბრიელ თათარაშვილი „პოლიტიკური რეპრესიების - „დიდი ბოროტების“ ეპოქამ იმსხვერპლა“-ო, - წერს იოსებ ალიმბარაშვილი, რომელიც დღევანდელი გორის უნივერსიტეტის პირველი რექტორის ისტორიას იკვლევდა.
ზაფხულში თითქოს უფრო მეტი დრო აქვს ადამიანს და უფრო მეტადაც შეუძლია საკითხავად მოიცალოს. რა წავიკითხოთ? ერთი მხრივ პასუხი მარტივია, რაც გაგიხარდებათ! მაგრამ რამდენიმე წიგნი მართლაც შეიძლება გირჩიოთ.
გადაკეთებული მაყუჩების გამო მძღოლებს მანქანებს ართმევენ და საჯარიმოზე გადაჰყავთ.
თბილისის 38 გრადუსი სიცხე ყველაზე რთული პატიმრებისთვის გამოდგა. იურისტები ამბობენ, რომ ციხეებში აუტანლად ცხელა, ამინდის პროგნოზი კვლავ ცხელ დღეებს წინასწარმეტყველებს, იუსტიციის საბჭო კი ირწმუნება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაგრილების სისტემა მუშაობს.
უჭირთ ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა, წერა, არ იციან ქართული, ვერ აყალიბებენ აზრს... გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა.
საგაზაფხულო სესია იწყება თებერვლის პირველი სამშაბათით და სრულდება ივნისის ბოლო პარასკევით. წელს ის 27 ივნისს დაიხურა, თუმცა შემდეგ ორი რიგგარეშე სესიაც დაინიშნა.
ბოლო წლებში ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძველი გვარების დაბრუნებას ცდილობენ. რუსიფიკაციის გავლენით ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით შუა აზიაში, ტრადიციულ გვარებს რუსული დაბოლოებით წერდნენ.
რუსეთი, ალბანეთი, ირანი - არჩევნების ბოიკოტი, რომელზეც საქართველოში ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა დავობენ, ამ ქვეყნებმა უკვე გამოიარეს. რა მოიტანა პროტესტის ამ ფორმამ, რა გამოცდილება აქვს მსოფლიოს?
ჩამოტვირთე მეტი