რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
ქრისტიანული სამყარო აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება. ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება, დაახლოებით, 10-11 საათისთვის დაიწყება. როგორ ხვდებიან აღდგომას საქართველოში?
არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების შანსი“ იმ ბავშვებთან მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა ინსტიტუციაში იზრდებიან და სრულწლოვანებს ბედის ანაბარა დარჩენა ემუქრებათ. ორგანიზაცია მათ სხვადასხვა ხელობას ასწავლის.
ყაზბეგის ხეობაში „დარიალი ჰესი“ გაიხსნა. ჰესი მდინარე თერგზე აშენდა. მთავრობის წევრები პროექტს დადებით შეფასებას აძლევენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ჰესი მეწყერულ ზონაშია და, შესაძლოა, ვერც იმუშაოს.
აფხაზეთის ომის ვეტრანები გენადი გიორბელიძე და დავით ღვინჯილია იხსენებენ რამდენიმე ამბავს, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მოხდა. ეს ამბები არა ქართველებისა და აფხაზების ომზე, არამედ ერთმანეთის გატანასა და მეგობრობაზეა.
მიუხედავად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დატრიალებული ტრაგედიისა, ორივე მხარეს აქვს ამბები, რომლებიც არა ომსა და სისხლზე, არამედ, პირიქით, ერთმანეთის გატანასა და მეგობრობაზეა.
ალერგია, დიარეა, წნევის ცვალებადობა, გაუწყლოება... ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მოვლენებისა, რომელიც ადამიანებში კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს.
18-მილიონიან კაიროს ერთ გარეუბანში ქართველი მამლუქების საფლავებია. მამლუქები, მათ შორის ქართველი მამლუქებიც, ეგვიპტეს დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ.
თბილისის ისტორიის მუზეუმში თეატრის მხატვრის, ანკა კალატოზიშვილის, ნამუშევრები არის გამოფენილი, აპლიკაციები და კოსტიუმები სხვადასხვა სპექტაკლებიდან.
ექვსი წლის სალომე მუხიანში, ვაგონში ცხოვრობს. ბავშვი ობოლია, დედა ორიოდე თვის წინ გარდაეცვალა. გოგონა დეიდამისმა, ჟანა მამუდოვამ შეიკედლა, რომელსაც, თავის მხრივ, მუდმივი საცხოვრებელი არა აქვს და თავს ნათხოვარ ვაგონს აფარებს.
19 თებერვალს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა „რუსთავი 2“-ის რამდენიმე ათასი მომხრე. აქციის გამო გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი. შეკრებილთ მიმართეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა.
„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“, ასევე „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ პაციენტთა მიმართვიანობა ერთი მესამედით გაიზარდა, ამის თაობაზე განცხადება სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა.
პარლამენტში განსახილველად შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პატიმრების საზოგადოებასთან ადაპტირებას უწყობს ხელს.
„მანანა ანუა, ტყვეობის 52 დღე“ - შორენა ლებანიძის ეს წიგნი ორ ენაზე - ქართულად და აფხაზურად - გამოიცა. წიგნი რეალური მოვლენების მიხედვით დაიწერა. ის ასახავს 1993 წელს აფხაზეთში, კომანში მომხდარს, კერძოდ, მამა ანდრია ყურაშვილისა და იური ანუას ამბავს.
10 თებერვალს თბილისის საკრებულოსთან უსახლკაროების აქცია გაიმართა. ასამდე ადამიანი ქალაქის ხელმძღვანელი პირებისგან მათი საქმეების შესწავლას და ქმედითი ზომების მიღებას ითხოვდა.
გივი გეგეჭკორის ოჯახმა მისი არქივი, მთლიანად, და უნიკალური ბიბლიოთეკის უდიდესი ნაწილი (7 ათასზე მეტი წიგნი) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.
დელეგაცია, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ჩამოტვირთე მეტი