ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
„პატრიოტთა ალიანსი“ სრულ უნდობლობას უცხადებს NDI-ისა და IRI-ის კვლევებს. პარტია ავტორიტეტიან ამერიკულ ორგანიზაციებს კორუფციაში სდებს ბრალს და საქართველოდან მათ გაძევებას ითხოვს. 26 იანვარს აქცია ამერიკის საელჩოსთან გაიმართა.
ამ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები გრძელ რიგში დგანან ნაკურთხი წყლის ასაღებად, შედიან ზღვაში განსაბანად და ამავე მიზნით ჩადიან გაყინულ მდინარეშიც. ეს დღე 19 იანვარია - მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის 12 საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დღესასწაული - ნათლისღება.
ისინი თბილისში სულ შვიდნი დარჩნენ. ქიშო, ჟორა, მიშა, რაფიკა, სერგო, ანზორი და თემური - ფეხსაცმლის უკანასკნელი მწმენდავები, რომლებმაც ეს ხელობა მამებისა და ბაბუებისგან ისწავლეს და ზოგიერთ მათგანს ძველი ჯაგრისები რელიკვიასავით აქვს დღემდე შემონახული.
საშობაო ალილოს ტრადიცია არც წელს დარღვეულა - უკვე ოცი წელია, რაც საქართველოში ეს უძველესი ტრადიცია აღდგა და ყოველი წლის 7 იანვარს, როცა მართლმადიდებელი სამყაროს ერთი ნაწილი შობას აღნიშნავს, ასობით ადამიანი საშობაო წირვის შემდეგ მსვლელობაში მონაწილეობს.
ჩვენ მათ პირობითად რადიო თავისუფლების ადამიანები ვუწოდეთ - მთელ საქართველოში ვეძებდით, ვპოულობდით და მათზე გიყვებოდით. ზოგს, ალბათ, მეტ-ნაკლებად იცნობდით, ჩვენ კი ისევ მოვიკითხეთ მათი ამბავი, ზოგიც აღმოვაჩინეთ. ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ზოგიერთის ცხოვრებაში პატარ-პატარა სიახლეებიც მოხდა.
21 წლის გიულგუნ მამეთხანოვამ, 18 წელი იცხოვრა მარნეულის სოფელ თექალოში. ერთ დღეს კი დედ-მამას გამოუცხადა, რომ ის, თანატოლებივით, ადრე გათხოვებასა და სოფელში დარჩენას არ აპირებდა - დიდი მიზნები ჰქონდა: აუცილებლად ისწავლიდა უნივერსიტეტში და ბევრს იმოგზაურებდა.
ნორა მხატვარ ბარბარა ასლამაზის გამოგონილი პუტკუნა პერსონაჟი გოგოა, რომელიც რატომღაც ობოლია და მამიდები ზრდიან - კირა და იზა. სულ ესაა ცნობილი ნორას თავგადასავლიდან. ვინც კი ნორა გაიცნო და იშვილა (და არა იყიდა), ყველამ დაიჯერა, რომ ის მართლა არსებობს.
25 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები შეშის გარეშე დარჩნენ. აქციის ორგანიზატორებს სამართალდამცავებმა გასათბობად განკუთვნილი შეშა ჩამოართვეს.
ბოლო თვეების საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ქალები და მათი პროტესტი იქცა. რა ძალა აქვს ქალების პროტესტს? რითი გამოირჩევა მათი პროტესტი და გამოხატვის ფორმები? და რა სტერეოტიპებთან უწევთ ბრძოლა?
ლექსი ჩარკვიანი ის კაცია, ვინც თავისუფალ დროს მანქანაში ჯდება, ქუთაისიდან რაჭა-ლეჩხუმის გზას დაადგება და შემხვედრ სოფლებში ალალბედზე დაეძებს ძველ, სანახევროდ მიტოვებულ სახლებს.
პროფესიით გასტროენტეროლოგმა ჯაბა ზარქუამ, რომელიც ამავე დროს აქცია “სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამოქალაქო აქტივისტია, გადაწყვიტა, პაციენტები დროებით პირდაპირ რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში მიიღოს.
ელენე ვაჩეიშვილი 17 წლის დრამერია. მისი იდეალური დღე ასეთია - რამდენიმე საათი ის და თავისი დრამი მარტო რჩებიან. ელენე კი უკრავს და უკრავს. ასეთი ჩუმი და დრამზე უკრავ? გოგო და დრამი? ხშირად ესმის ხოლმე, როცა მისი ჰობის ამბავს იგებენ და სულაც მის დაკრულს უსმენენ.
მისთვის, ვინც კატის ნიღბის უკან იმალება, "ხალხის კატა" აქტივიზმის ახალი ფორმების ძიებისას გაჩენილი იდეა და ექსპერიმენტია.
არჩილ მარშანია ექიმია, რომელიც თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ჯანდაცვის შესახებ მითების გაქარწყლებას უთმობს - ვიდეოებს წერს, სემინარებს ატარებს, „ფეისბუკზე“ კამათობს... რადიო თავისუფლებას მან ის ხუთი მითი დაუსახელა, რომელსაც ყველაზე ხშირად აწყდება ხოლმე...
ჰაიატე სოტომე ტოკიოს უნივერსიტეტის დოქტორანტია, საქართველოს სიყვარული თენგიზ აბულაძის ფილმით დაიწყო, შემდეგ თბილისშიც ისწავლა. წელს მორაგბეთა თარჯიმანი იყო 2020 წელს კი ოლიმპიადაზე და პარაოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების თარჯიმანი იქნება.
ძიუდოში მსოფლიოს პირველი ქართველი ჩემპიონი ქალი ეთერ ლიპარტელიანი საქართველოში დაბრუნდა. 16-20 ოქტომბერს მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ლიპარტელიანმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე იპონით მოიგო.
„ტანდაბალი ადამიანი ვარ, მეტი არაფერი, ჩვეულებრივად ვშრომობ, მიყვარს, მწყინს და მიხარია, მაგრამ აქ ცხოვრება მაინც რთულია“, - ამბობს მახო ასოევი იგივე მაქსი ბავშვთა გასართობი ცენტრიდან. ის სენაკის შშმ ბავშვთა პანსიონატში გაიზარდა, უდედმამოდ.
მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილმა მშობლიური სოფლის, სნოს, შესასვლელი საგამოფენო სივრცედ აქცია. დარიალის ხეობიდან მოზიდულ ლოდებს, მოქანდაკის თქმით, სახის ნაკვთები და ხასიათი ისედაც აქვთ. ის, უბრალოდ, სხვებს მათ დანახვაში ეხმარება.
იმ წლებში, როცა საქართველოს კინოთეატრებში ინდურ ფილმებს უჩვენებდნენ, ბოლივუდური კინოს ფანები, ალბათ, ძნელად წარმოიდგენდნენ, რომ რომელიღაც კადრში უცებ მცხეთის ჯვრის მონასტერს ან თბილისის თავისუფლების მოედანს ან მაგალითად, ბათუმის სანაპიროს მოჰკრავდნენ თვალს.
შუაფხოში, უკანა ფშავში, ყველაზე ცოცხალი და ხმაურიანი ადგილი სკოლაა. ამ სკოლის 16 ბავშვიდან თითქმის ნახევარი, 7 მოსწავლე, სკოლის დირექტორის, ირმა ცქიფაშვილის შვილია.
ჩამოტვირთე მეტი