ჟურნალისტი, ვებრედაქტორი. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1993 წლიდან.
საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ, უკანასკნელი წლის განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შედეგად, ბიზნესი წნეხისგან განთავისუფლდა.
საქართველოს ახლად დამტკიცებულმა მთავრობამ ერთ-ერთ პირველ სხდომაზე შავი ზღვის სანაპიროზე ახალი პორტის მშენებლობის საკითხი განიხილა. პროექტის მიზანშეწონილობის შესასწავლად ხუთი მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.
საქართველოში ხშირად ლაპარაკობენ მცირე და მიკრობიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ, მოითხოვენ ფინანსურ თუ სხვა სახის დახმარებას მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებულია სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათები.
ეროვნული ვალუტის კურსის მოულოდნელმა ორპუნქტიანმა ვარდნამ უამრავი კითხვა გააჩინა. რატომ მოხდა ლარის გაუფასურება, ვინ იხეირა ამით და როგორ მოხერხდა ახალი კურსის შენარჩუნება?
პარლამენტი 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაუბრუნდა. მთავრობამ პროცედურული ვალდებულება შეასრულა და საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის კანონპროექტი წარუდგინა.
საქართველოში აქტიური დისკუსიების თემაა ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება, მისი გამომწვევი მიზეზები და ზრდის მაღალი ტემპის მისაღწევად გზების ძიება.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, რომელიც ავლაბარში მდებარეობს, ერთ-ერთი გეგმის თანახმად, ქართულ-ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაეთმობა. ყოველ შემთხვევაში, ასეთ შესაძლებლობაზე ისაუბრა საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. თუმცა, არსებობს სხვა წინადადებებიც. რაც შეეხება პრეზიდენტის მომავალ რეზიდენციას, ინაუგურაციის შემდეგ, ის დროებით განთავსდება სახელმწიფო კანცელარიაში, ხოლო მომავალი ზაფხულიდან რეზიდენცია ბინას ათონელის ქუჩაზე დაიდებს.
საქართველოს ბიუჯეტის შესრულებას სერიოზულ პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე ეკონომიკის ექსპერტები. სხვადასხვა გაანგარიშებით, ბიუჯეტს დაახლოებით 1 მილიარდი ლარი დააკლდება.
თბილისის ტრამვაის პროექტის თემა პერიოდულად წამოტივტივდება ხოლმე საქართველოს მედიაში. საკითხის მორიგი აქტუალიზაცია ერთი კვირის წინ მოხდა.
ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2013 წელს 2.5%-მდე შენელდება.
ახლახან გამოქვეყნდა ”ფრეიზერის ინსტიტუტის” ყოველწლიური ანგარიში ”ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2013”.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს. მთავრობამ პარლამენტს 9 მილიარდ 9 მილიონიანი პროექტი წარუდგინა, რომელიც დაახლოებით 260 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო კანონს.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი პოტენციურ ინვესტორებს კომერციულად მიმზიდველ პროექტებში კაპიტალის ერთობლივ დაბანდებას სთავაზობს.
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდა შეაფასა როგორც ყველაზე მაღალი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
2 სექტემბერს ხუთი სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.
სირიის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასმა ბოლო 6 თვის მაქსიმუმს მიაღწია.
ეკონომისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეკონომიკური ვარდნა ძველი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, მეორენი კი პრობლემებს ახალი მთავრობის ნაბიჯებს უკავშირებენ.
საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრეზიდენტობის მსურველთაგან სულ უფრო მეტი ეკონომიკური ხასიათის განცხადება ისმის. მათ შორისაა დაპირებები პენსიის გაზრდის თაობაზე.
ბოლო დროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ რამდენჯერმე გააკრიტიკა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის სიცრუეში დაადანაშაულა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ივნისის თვეში ქვეყნის ეკონომიკა 0.8 პროცენტით შემცირდა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა უარყვეს.
ჩამოტვირთე მეტი