ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
ახალ თავდაცვის მინისტრთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, რომელიც ამბობს, რომ თავდაცვითი შესაძლებლობები ძლიერდება. თუმცა, საქართველოს ოპოზიციურ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ დღევანდელი მთავრობა ვერ უმკლავდება საფრთხეებს.
თავის პოსტზე დარჩა და ახალ თავდაცვის მინისტრთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.
ერაყსა და სირიაში მოქმედი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოქტომბერში საიდუმლო წერილი გაუგზავნა ირანის უზენაეს სასულიერო ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის.
"დაბრკოლების ზოლის" დღევანდელი საუბრის თემაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მემკვიდრეობა და მისი მომავალი.
არა მგონია, ალასანიასთვის მოგებიანი ყოფილიყო საკუთარი თავის გაიგივება პროდასავლურ ორიენტაციასთან. მით უფრო, ისეთი აპოკალიფსური სურათის დახატვა, თითქოს მისი კრიტიკით, ან სამხედრო უწყებაში ხელმრუდობის ფაქტის გამოვლენით (თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდა) საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი იღუპებოდეს.
მმართველი გუნდი ირონიას უწოდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბრისათვის დაგეგმილ მიტინგს, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, რომ საპროტესტო აქცია ბოდიშის მოხდით დაიწყონ.
უკრაინაში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით პროდასავლური პარტიები ხვდებიან.
აქვს თუ არა საქართველოს არმიაში ადგილი ჯარისკაცთა უფლებების დარღვევას მათი რელიგიური თუ სექსუალური ორიენტაციის გამო; რა როლი აკისრია სამხედრო მოძღვრის ინსტიტუტს საერთაშორისო სამხედრო მისიებში და რატომ აგვიანებს დაზუსტებული ინფორმაცია კონფლიქტის ზონიდან? ამ და სხვა საკითხებზე საუბრობენ "დაბრკოლების ზოლის" სტუმრები.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გასული წლის ბოლოს შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, მის მდივნად კი 35 წლის მინდია ჯანელიძე დაინიშნა.
დაიწყო თუ არა „ცივი ომი“ საქართველოს მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელთა ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღიად დაადანაშაულა პოლიტიკურ მიკერძოებულობაში.
რაც უნდა იმართლონ თავი მოსკოვში „თბილისობაზე“ ჩასულმა ქართველმა მომღერლებმა, რომ ქართველი თვისტომის გასახარად იმღერეს და არა რუსეთის ხელისუფლების გულის მოსაგებად, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამ სადღესასწაულო ღონისძიებით კრემლმა კიდევ ერთი მორალურ გამარჯვებას მიაღწია „ერისიონის“ მოსკოვური გასტროლების შემდეგ.
6 ოქტომბერს, როდესაც კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხვდებოდა, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დონეცკში კვლავ ისმოდა საარტილერიო სროლის ხმა.
საქართველოს სასამართლო მკაცრად იცავს პროცესებზე ფოტო-ვიდეო-აუდიოჩაწერის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მარეგულირებელ წესებსა და პრაქტიკას.
რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, „ეხო კავკაზას“ რედაქტორის, დემის პოლანდოვისგან შევიტყობთ, თუ რატომ აღმოჩნდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ინაუგურაციის შემდეგ რთული არჩევანის წინაშე.
იოლი ცხოვრება, როგორც ჩანს, არც თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ელოდება, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა.
„ფორინ პოლისში“ გამოქვეყნებული სტატია საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ანტიტერორისტული ცენტრის სავარაუდო შექმნის თაობაზე არ ყოფილა „კვამლი უცეცხლოდ“, დარწმუნებულია ირაკლი ალადაშვილი.
პრაღაში მოქმედი მოყვარულთა ანსამბლი „ჰაერი“, რომლის რეპერტუარშიც უკვე ოცამდე ქართული ხალხური სიმღერაა, ნელ-ნელა იხვეჭს პოპულარობას, ივსება ახალი წევრებით და დიდ სცენაზე გასვლაზეც ოცნებობს.
თურქეთის განათლების სამინისტრომ თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა.
25 სექტემბერს ვაშინგტონმა საერთაშორისო ტერორისტთა "შავ სიაში" შეიყვანა „ისლამისტური სახელმწიფოს“ ორი მაღალი რანგის ექსტრემისტი მეთაური თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები.
რატომ და ვისი მიზეზით ვერ შევიდა 21 წლის წინ ოჩამჩირეში მყოფი დამხმარე ძალა ალყაში მყოფ სოხუმში? ქიშპისა და უნდობლობის შედეგად დაკარგული აფხაზეთი და გახლეჩილი საქართველო...
ჩამოტვირთე მეტი