ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის, „სინერგიის“ კოორდინატორი ნინო კალანდარიშვილი. მან ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის ოფისის ანგარიშზე, რომელიც გუშინ წარუდგინეს ქართულ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
მიმოხილვას "რეზონანსით" დავიწყებთ, რომელიც დღეს აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”ქართული კორუფციის ახალი დეტალები "ეფ-ბი-აის" გამოძიებაში”. სტატიაში ნათქვამია, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო აგრძელებს გამოძიებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სისტემის საერთაშორისო დონის კორუფციულ გარიგებებს შეეხებაო.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის უფროსი ბექა მინდიაშვილი. ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტუმარმა საქართველოში ამ მხრივ არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე ილაპარაკა.
კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმი ”სეზონი” გადის. ტრეილერიდან საინტერესო ჩანდა და იდეაც დამაინტრიგებელი იყო - 4 ახალგაზრდა ბათუმში ჩადის, სადაც მათ გარდა ყველა გამქრალია. როგორია, ღირს ნახვა? კარგია? ცუდია? მოისმინეთ და გეტყვით.
დღევანდელი ქართული პრესის დიდი ნაწილი ეთმობა სტუდენტების პროტესტს საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით და რვა სკოლის დირექტორების მიერ თანამდებობის დატოვებას. „ყველა სიახლე“ უთმობს ამ თემას რამდენიმე პუბლიკაციას.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ჟურნალისტი, "კავკასიის მედიასკოლის" დეკანი, ნინო ჟიჟილაშვილი. მან ისაუბრა მაროკოში ევროკავშირის თაოსნობით ჩატარებულ სახელოსნოზე. ნინო ჟიჟილაშვილმა ასევე მიმოიხილა საქართველოს მედიაში არსებული ვითარება.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია, რომელმაც ილაპარაკა განათლების სამინისტროს ინიციატივაზე სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლის შესახებ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, რომელმაც საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის მიზანშეწონილობაზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ საქართველომ უნდა დასძლიოს წარსული, მაგრამ საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა ქვეყანას ამაში ვერ დაეხმარება.
„მთელი კვირა“: „შსს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 20 მოქალაქის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას 5 ნოემბერს გააკეთებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან, საინფორმაციო წყაროები კი დაკავებულებზე სხვადასხვა ცნობებს ავრცელებენ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ასოციაცია ”დაცული მოძრაობის” საბჭოს წევრი, პარტია ”მომავალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ლაღიძე. მან საქართველოს გზებზე არსებულ პრობლემებსა და საგზაო მოძრაობის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტი დემურ გიორხელიძე. მისი თქმით, ელიტური კორუფცია უფრო საშიშია, ვიდრე ქვედა დონეებზე ქრთამის აღების ფაქტები.
პრესის მიმოხილვას „რეზონანსით“ დავიწყებთ. გაზეთი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო 2 თვის განმავლობაში თითქმის 10 პუნქტით გამყარდა, სამომხარებლო ბაზარზე ფასები არც ერთ პროდუქტზე არ შემცირებულაო. გაზეთი განაგრძობს.
პრესის მიმოხილვას დავიწყებთ ”რეზონანსით”, რომელიც დღეს დიდ ადგილს უთმობს პროდუქტის ფასებზე მსჯელობას. მოწინავე სტატიის სათაურია: „1 კილოგრამი ხორცი 15 ლარი“ ეღირება. გაზეთი წერს ხორცის ფასის სავარუდო გაძვირების მიზეზებზეც.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” ხელძღვანელი. მან ჩამოთვალა ოთხი მიზეზი, რომელთა ერთობლიობამაც საჩხერის რაიონის სოფლის დეოკუპაცია განაპირობა.
დღევანდელი ქართული გაზეთებიდან ამოვარჩიეთ გამონათქვამები, ინტერვიუები, რომლებშიც მსჯელობდნენ ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე და კიდევ იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. "ქართული პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან გაჩეჩილაძე, გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ასეთ რამეს ამბობს.
დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გავიხსენებთ ერთ ორგანიზაციას, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავაარსეთ და რომელსაც შემდეგ დროდადრო მივუბრუნდებით ხოლმე, როდესაც წუწუნი გვინდება.
წინა კვირის ბოლოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დალოდებოდა და საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე ზედმიწევნით გაეთვალისწინებინა მისი საბოლოო რეკომენდაციები.
ქართული გაზეთები დღეს, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველაზე მეტს ახალი ”ქართული პარტიის” შესახებ წერდნენ. ჩვენც აქედან დავიწყებთ. ”ყველა სიახლე” დღეს აქვეყნებს სტატიას, სათაურით "მოჰყვება თუ არა ოქრუაშვილის კიდევ ერთ პოლიტიკურ აღდგომას ახალი პოლიტიკური გასროლა".
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი. მან იმ ბრძანებულებაზე ილაპარაკა, რომლის თანახმადაც, 13 ოქტომბრიდან ჩრდილოკავკასიელი ხალხები საქართველოს საზღვარს უვიზოდ გადმოლახავენ.
”რეზონანსი” დღეს გვაუწყებს, მომავალი ზამთარი ყველაზე მძიმე იქნება ბოლო 3 წლის განმავლობაშიო. ”ეკონომიკის დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ხარჯის შემცირება მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის ხარჯზე მოუწევს”, - წერს გაზეთი.
ჩამოტვირთე მეტი