ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ელადა გამრეკლიძე, საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ჰამბურგში ჩატარებული მსოფლიოს რედაქტორთა ფორუმის შესახებ, რომეზეც პრესის აწმყოსა და მომავალს განიხილავდნენ.
9 ოქტომბერს ჯონ ლენონის დაბადების დღეა. რა ვქნათ, არ გავიხსენოთ? უბრალოდ დავაფასოთ, მივულოცოთ დაბადების დღე და ისიც ვნახოთ, თუ როგორ ულოცავდნენ მას მეგობრები, ყოფილი მეგობრები და უბრალოდ ახლობლები.
მიმოხილვას „რეზონანსით“ დავიწყებთ, რომელიც პირველ გვერდზე დღეს აქვეყნებს სტატიას, სათურით ”რას ეძებს ოპოზიცია უკრაინაში”. ”უკანასკნელი სამი კვირის მანძილზე პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე აქ ორჯერ იმყოფებოდა, კიევიდან დღეს ბრუნდებიან ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა და კობა დავითაშვილი - ვიზიტების ოფიციალური მიზეზი უკრაინის რადას წარმომადგენლებთან შეხვედრაა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი, რომელიც საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტზე აკეთებდა კომენტარს. მისი აზრით, კონსტიტუციის პროექტში ბევრია პოზიტიური ცვლილება.
რადიო თავისუფლების დილის სტუდიაში სტუმრად იყო ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც საკანონმდებლო გარემოს შესაცვლელად რვა პარტიის მიერ შემუშავებულ პროექტზე ლაპარაკობდა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ნატოს წარმომადგენლობის გახსნა.
დღვანდელ ქართულ პრესაში ბევრს წაიკითხავდით „სახალხო წარმომადგენლობითი კრების" საინიციატივო ჯგუფის შეკრების შესახებ და ასევე სპეკულაციებს ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსაყალიბებელი პარტიის შესახებ.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა 1992 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ჩატარებული კონცერტის ვიდეოჩანაწერის ნაწყვეტები. ეჰ, რამდენ რამეზე დაგაფიქრებს ადამიანს! გადაცემაში ამ ფიქრებს გაგიზიარებთ...
ხუთი წლის წინ ძალაში შევიდა განაჩენი, რომელიც რუსეთის სასამართლომ ყოფილი „იუკოსის“ ხელმძღვანელს მიხეილ ხოდორკოვსკის და მის ბიზნესპარტნიორს პლატონ ლებედევს გამოუტანა.
ახალგაზრდებს შორის ძალადობის მაჩვენებლები მკვეთრად განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში - ასი ათას მოსახლეზე ძალადობრივი გზით დაღუპული ახალგაზრდების რიცხვით პირველ ადგილზე რუსეთია. ყველაზე კარგი ვითარებაა ამ მხრივ გერმანიაში. საქართველო ამ სიაში მეთორმეტე ადგილზეა.
ვის რა დაგიშავათ მაია ასათიანმა? ხუთშაბათს „პროფილის“ ახალი სეზონი იწყება და მისმა პრომომ სრულიად ფეისბუკის აღშფოთება გამოიწვია.
საფრანგეთი ბოშათა დეპორტაციას განაგრძობს, ევროკავშირში შექმნილი განხეთქილების მიუხედავად; შვეციის პარლამენტში კი პირველად მოხვდა ულტრამემარჯვენე პარტია;
შემოდგომა ხომ იცით, რა დროა. ხეებს ფოთლები გასცვივდება, ნელ-ნელა აცივდება და გულშიც სევდა შემოგეპარება ადამიანს. ჩვენც ტრადიციულად შემოგთავაზებთ შესაბამის მუსიკალურ გაფორმებას.
იმამი, რომლის სახელიც უკავშირდება ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის ტერაქტების მახლობლად, ისლამური ცენტრის მშენებლობას, ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილმა მისი გეგმები არასწორად გაიგო. ფეისალ აბდულ რაუფმა სცადა ამ პროექტის გარშემო არსებული დაძაბულობის დაცხრობა.
11 სექტემბრის შესახებ ხელოვნების ბევრი ნაწარმოები შეიქმნა. კინოები გადაიღეს, წიგნები მიუძღნეს, სიმღერები დაწერეს... ჩვენ 4 ასეთ სიმღერას მოვისმენთ, რომელიც სხვადასხვა რეაქციებს ასახავს ამ ტრაგედიაზე.
დღევანდელ გადაცემას ქართული „ცეტრალური სატელევიზიო სივრცის“ თავისებურებების განხილვით დავიწყებთ (ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი - კონსტიტუციის ახალი პროექტი არც ერთს განუხილავს საჯაროდ) და გავაგრძელებთ ზოგადად მედიის გავლენით ადამიანზე. რადიოჟურნალის მეორე ნაწილი კი კულტურას დაეთმობა...
მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ასევე ვატიკანიც, მოუწოდებს ფლორიდის ქალაქ გეინსვილის პასტორს ჯოუნსს, უარი თქვას გეგმაზე, 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების წლისთავზე ყურანი დაწვას. თუმცა პასტორი ჯოუნსი ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს.
დღეს მინსკში დაკრძალეს ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ალეჰ ბიაბენინი. ის საკუთარ აგარაკზე სამი დღის წინ იპოვეს ჩამოხრჩობილი. გამოძიება ამბობს, რომ 36 წლის ჟურნალისტმა თავი მოიკლა, თუმცა მის კოლეგებს სიკვდილის ოფიციალურ ვერსიაში ეჭვი ეპარებათ.
ზაფხულის დიდი ნაწილი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მამაკაცური იმიჯის გამყარებას მიუძღვნა. ხან ტყეში დათვს დასდევდა, ხან კი რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე - ვეშაპს. ამ კვირაში პუტინმა ყვითელი „ლადა კალინით“ გადაკვეთა 2000-კილომეტრიანი მონაკვეთი ციმბირში. თუმცა, ამ ცნობის სანდოობაში ზოგმა ეჭვი შეიტანა.
ჩამოტვირთე მეტი