ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
დღევანდელი პრესა, ბუნებრივია, მთლიანად არჩევნების შედეგების შეჯამებას ეძღვნება. დავიწყოთ ”რეზონანსით”, რომელმაც დღევანდელი მოწინავე სტატია ასე დაასათაურა: ”უგულავამ იგულავა”. გაზეთი დიდ ადგილს უთმობს არჩევნებისას გამოვლენილ დარღვევებს, ძირითადად - რეგიონებში.
მიმოხილვა ”ვერსიით” დავიწყოთ, სადაც დღეს წაიკითხავთ სტატიას, სათაურით ”ოპოზიცია მეორე ადგილისთვის და ქუჩის ლიდერის სტატუსისთვის იბრძვის”. სტატიაში მოყვანილია "კონსერვატორების" ახალგაზრდული ფრთის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები.
რადიო თავისუფლება აგრძელებს თბილისის მერობის კანდიდატების პროგრამების გაცნობას. 27 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის შეკითხვებს პასუხობდა ”სახალხო დემოკრატების” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი.
ამას წინათ მუშაობა დავიწყე ფილოსოფიურ ტრაქტატზე, რომლის სახელწოდებაცაა: „კახა ბენდუქიძე - დიდი მოაზროვნე თუ უდიდესი მოაზროვნე?“
„ვერსია“ დღეს აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს ზურაბ ნოღაიდელთან, სათაურით „გამომწვევი თვალებით ნუ მიყურებთ, თითქოს რაღაცაში გამომიჭირეთ“. ნოღაიდელის ეს რეპლიკა მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას მოსკოვში „ეროვნული საბჭოს“ ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით.
რადიო თავისუფლების დილის პროგრამაში გრძელდება წინასაარჩევნო პროექტი, რომლის დროსაც თბილისის მერობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს აცნობენ მსმენელს. ამჯერად სტუდიაში სტუმრად იყო მერობის კანდიდატი პოლიტიკური მოძრაობა ”სოლიდარობიდან” თამაზ ვაშაძე.
მიმოხილვას ”მთელი კვირით” დავიწყებთ, სადაც დღეს წაიკითხავთ ინტერვიუს ამერიკის ელჩთან საქართველოში ჯონ ბასთან. ”ამერიკას საქართველო არ მიუტოვებია” - ასეთია სტატიის სათაური. ”შემიძლია გავიგო, თუ რატომ გამოითქმება ასეთი მოსაზრებები, - თქვა ელჩმა და დასძინა.
ვერ მოიფიქრე კარგი სლოგანი ქართულად? რა პრობლემაა. ინგლისურად იყოს. მერე რა, რომ ქართველების დიდმა ნაწილმა ინგლისური არ იცის. ასე ხომ უფრო მაგრა ჟღერს, არა? არა! ამ გადაცემაში ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ სლოგანები ინგლისურ ენაზე გოიმობაა.
რადიო თავისუფლების დილის პროგრამა აგრძელებს საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გაცნობას. ამჯერად შეკითხვებს პასუხობდა მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი მამუკა ახვლედიანი.
დღევანდელ პრესაში კვლავინდებურად აქტუალურია მსჯელობა თემაზე, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით ბევრს ამაზე დღეს ”რეზონანსი” წერს. მოწინავე სტატიაში, რომლის სათაურიცაა ”თქვა თუ არა ოპოზიციამ რუსული სცენარით საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზე უარი”.
რადიო თავისუფლების დილის პროგრამამ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისა და მერობის კანდიდატების პროგრამების გაცნობა დაიწყო. პირველი სტუმარი გახლდათ ”ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერი ირაკლი ალასანია.
გავკადნიერდი და ლექსი დავწერე. სახელად ჰქვია "ჯიხვმა მახარა, წყარო ანკარა". დიდის თავისმოხრით გამოვიტანე თქვენს სამსჯავროზე. არ დამძრახოთ. ხოლო ვინც გადაცემას ახლავე მოისმენს, საჩუქრად მიიღებს კარტოფილის სათლელს.
31 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი. მან ისაუბრა ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ინცინდენტისა და წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარების შესახებ.
თითქმის ყველა დღევანდელი ქართული გაზეთის პირველ გვერდზე ნახავთ სტატიას ან ინტერვიუს, ან ილუსტრაციას, რომელიც ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ”ფრთხილად! - ცეცხლთან თამაში, რომელმაც შეიძლება ქვეყანა ააფეთქოს”, - წერს ”კვირის პალიტრა“ და სტატიაში, ძირითადად, ერეკლე დეისაძეს აკრიტიკებს.
გასულ კვირაში საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია დაპირისპირებამ მართლმადიდებლობის სახელით მოქმედ ორგანიზაციებსა და „ლიბერალებად“ იდენტიფიცირებულ ჯგუფებს შორის. კონფლიქტი მთელი კვირის განმავლობაში მწვავდებოდა...
”გულგატეხილობის ზღვა” სიმღერას ჰქვია, რომელსაც მსოფლიო მუსიკის ლეგენდის, ჯონი კეშის შვილი, როზან კეში მღერის. თუმცა, ეს მისი დაწერილი სიმღერა არ გახლავთ - ქანთრის კლასიკაა 60-იანი წლებიდან.
რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის უფროსი ბექა მინდიაშვილი. სტუმარმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ ილიას უნივერსიტეტთან მოწყობილ საპროტესტო აქციებზე.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი. სტუმარმა ილაპარაკა ცენტრის მიერ დამზადებულ ვებსაიტზე www.ivote.ge.
სამი თვეა, ბლოგისთვის არაფერი დამიწერია. ახლა მოგიყვებით, თუ რატომ გამოვიდა ასე და რას ვაკეთებდი ამ დროს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ჩატარებული კვლევის კოორდინატორი შოთა ბუჩუკური. კვლევა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს შეეხებოდა.
ჩამოტვირთე მეტი