უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
,,სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა წინასაგაფიცვო პროტესტი თითქმის თვენახევრის წინ დაიწყეს. ისინი სახელმწიფოსგან კონკრეტულ ცვლილებებს ითხოვდნენ. სადამდე მივიდა პროცესი დღეს?
"საქასტატმა" გამოაქვეყნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2018 წლის წინასწარი მონაცემები და 2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები. 2017 წელთან შედარებით 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34,9%-ით არის შემცირებული. რითი ხსნის ამას "საქსტატი" და რა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს შემცირებას?
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამოაქვეყნა ანგარიში - "მავთულხლართების ზონა - ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი გამყოფ ხაზებზე". ნაშრომში აღწერილია იმ ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულები და დარღვევები, რომლებიც გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ.
სუზანა ვუსტნეკი, გერმანელი კინორეჟისორია. ის თბილისში მიმდინარე ფემინისტური ფილმების ფესტივალის - „როზადან სიმონამდე“ ერთ-ერთი მონაწილეა. სუზანა ვუსტნეკის ფილმი - „სიყვარული, სექსი და როკ’ნ’როლის ეტლი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების ერთ ეპიზოდს ასახავს.
"ქალთა მოძრაობისა" და "თანასწორობა ახლას" წარმომადგენელი, თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის - ამ სერიოზული დანაშაულის მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულება არ იცვლება.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამართა ისტორიულ-კულტურული ნარკვევის "ტაო-კლარჯეთის" წარდგენა. პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა. სამეცნიერო ნარკვევი სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და თურქულად გამოიცა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმის შეფასებისას სამოქალაქო საზოგადოება, თუ ცალკეული ანალიტიკოსი ყოველთვის ლაპარაკობს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პერსპექტივაზეც. კონკრეტულ რისკებზე აღნიშნავდა თავად მამუკა ხაზარაძეც. როგორ მიმდინარეობს პროექტი დღემდე?
გიგლა მიქაუტაძე, „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ვიცეპრეზიდენტი თვლის, რომ „თიბისის“ საქმე არის წყალგამყოფი: „მარტო ბანკს არ ეხება საქმე და რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკია ე.წ. საუკუნის პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს“.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი მაკალათია თვლის, რომ ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივა გაცილებით დაზღვეული იქნებოდა, ის რომ პრივატიზებული იყოს და თავის დროზე მისი აქციები სახელმწიფოს საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაეცა.
ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან იქნება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმის გამოძიების გაჩერება.
მარტის პირველ ნახევარში საქართველოში ქალებთან დაკავშირებული ორი უქმე დღეა. 3 მარტი - "დედის დღე" წელს კვირა დღეს დაემთხვა, 8 მარტის ღონისძიებებისთვის ქალთა უფლებებზე მომუშავე არაერთი ორგანიზაცია ემზადება, მათ შორის, დამოუკიდებელი პროფკავშირი - "სოლიდარობის ქსელი".
აგვისტოს ომიდან 10 წელიწადზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად არის ჩაბმული ომით დაზარალებული ადამიანების უფლებების მონიტორინგისა და მათი დაცვის პროცესში. უმთავრეს ყურადღებას ორგანიზაცია ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებთა საჭიროებებს უთმობს.
კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავებისთვის შექმნილი სამუშაო ფორმატი. რა არის ამის მიზეზი და როგორ გააგრძელებს კოალიცია პროცესში მონაწილეობას?
ადვოკატ გიგი სისვაძისა და მისი თანამოაზრე კოლეგების მიერ დაწყებულია კამპანია სახელწოდებით - „აიცილე მურუსიძე!“. ადვოკატები ე.წ. ოდიოზური მოსამართლეების მიმართ იყენებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლს, რომელშიც განმარტებულია, რა შემთხვევაში არ შეიძლება მოსამართლემ განიხილოს საქმე.
"მედიის განვითარების ფონდმა" (MDF) "თიბისი ბანკისა" და დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში გაჩაღებული კამპანიის მონიტორინგი განახორციელა და შედეგად 9 გვერდი გამოავლინა, საიდანაც 4 გვერდის ადმინისტრატორი ტროლი აღმოჩნდა.
სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესახებ. მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ეტაპზე ის არის, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სრულფასოვანი სისტემა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულმა ქსელმა (OECD-ACN) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც შეფასებულია საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ორგანიზაციის რეკომენდაციების შესასრულებლად.
"21-ე საუკუნეში შეუძლებელია ადამიანმა იცხოვროს ისევ ტყუილებით. თავისუფლები ვართ. ბევრ რამეზე ხელი მიგვიწვდება. ბევრი არ ინტერესდება და ისევ კლიშეებით ცხოვრობს", - ამბობს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი "დილის საუბრებში".
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოში 2010 წელს გამოცხადდა. დღის აღნიშვნა ერთია და მეორე ის, როგორ აქვს საზოგადოებას გააზრებული როგორც ქვეყნის ოკუპაციის ისტორია, ისე ოკუპაცია, როგორც მისი თანამედროვე მოცემულობა.
25 თებერვალს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ოკუპაციის კვირეულს გახსნის.
ჩამოტვირთე მეტი