უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
„ვერსია“ თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს. თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, „ვერსიის“ კორესპონდენტი ირაკლი ალასანიას ქვეყნის საგარეო კურსზეც უსვამს კითხვას, კერძოდ, ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესვლის პერსპექტივაზე. „გუნდის შიგნით, მთავრობაში ამაზე საუბარი არასოდეს ყოფილა და ეს არც პრემიერის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა; ეს საკითხი არ განიხილება, რადგან ჩვენს ევროატლანტიკურ პოზიციასთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ასეთი რამ არ მოხდება - საქართველო პოლიტიკის შეცვლას არ გეგმავს!“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
12 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შოთა მურღულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
10 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი ლექვინაძე, ეკონომისტი.
დღევანდელ პრესაში გრძელდება ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის პერსპექტივის განხილვა. კვლავაც იწერება საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო სცენარებზე. დღევანდელ გაზეთებში წაიკითხავთ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების პროცესზეც.
„ივანიშვილი მთვარეზე არ მიდის - არც პოლიტიკიდან მიდის, მიდის თანამდებობიდან და გადადის სამოქალაქო სექტორში. სანამ ივანიშვილი საქართველოში იქნება, პოლიტიკაზე გავლენაც ექნება“, - ეუბნება უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი „ვერსიას“.
29 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სტრატეგიული კვლევების ცენტრის თანამშრომელი, პოლიტოლოგი გიორგი გვიმრაძე. მან ილაპარაკა სირიის საკითხზე - იქ მიმდინარე პროცესში შესაძლო საერთაშორისო სამხედრო ჩარევასა და სავარაუდო შედეგებზე.
დღევანდელი პრესა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის მოხსნის ფაქტსა და მის თანმდევ პროცესებს ეხმაურება. „რეზონანსში“ ქვეყნდება სტატია ამ თემაზე. სამცხე-ჯავახეთის მუსლიმთა სულიერ ლიდერს მამუკა ვაშაყმაძეს გაზეთისთვის უთქვამს.
27 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი მშვენიერაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი. მან შსს-ს მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ღონისძიებაზე ილაპარაკა, როცა თბილისში მოქალაქეების შემოწმება და ჩხრეკა განხორციელდა.
დღევანდელ პრესაში ერთ-ერთი მთავარი თემა პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარებაა. „კვირის პალიტრის“ მთავარი პუბლიკაცია ეძღვნება შემთხვევას, როცა, გაზეთის თანახმად, საოპერაციოდ გამზადებული მსჯავრდებული ბადრაგმა სამედიცინო დაწესებულებიდან საპატიმროში დააბრუნა.
23 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი.
დღევანდელი „რეზონანსი“ წერს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების „წინასაარჩევნო მესიჯები ძირითადად საგარეო ორიენტირსა და ტრადიციული ღირებულებების დაცვას ეთმობა, სოციალური თემები კი ნაკლებად ჩანს“.
„მე-9 არხისა“ და „ინფო 9-ის“ გაყიდვის შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებამ არა მარტო ამ მედიასაშუალებათა მომავლისა და, ზოგადად, მედიაგარემოს ირგვლივ დისკუსიას მისცა იმპულსი.
დღევანდელი პრესა „მ-9 არხისა“ და „ინფო 9-ის“ დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება. „რეზონანსმა“ საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს დაუსვა კითხვა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმაო. მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი.
19 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გელა კვაშილავა, პროექტ "მეგობრული გზების" ავტორი.
„ცამეტი კანდიდატი და არჩევნები სტუდენტური აქციის ფონზე“ - ამ სტატიით გამოეხმაურა დღევანდელი „რეზონანსი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებს. ავტორი ლიდერი კანდიდატებისა და მოსალოდნელი პროცესების შესახებ წერს.
15 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დემურ გიორხელიძე, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი.
13 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერი.
„კვირის პალიტრაში“ თბილისის მერ გიგი უგულავასთან ინტერვიუ ქვეყნდება. საუბარი არაერთ თემას ეხება, მათ შორის, აგვისტოს ომსაც. უგულავა ჟურნალისტს ეუბნება: „მოდი, ტერმინებს დავაზუსტებ. ომი გლობალური მოვლენაა, როდესაც ქვეყნებსა და ცივილიზაციებს შორის ხდება შეჯახება.
ჩამოტვირთე მეტი