რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
15 მარტს მოსულმა ძლიერმა წვიმამ წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული ათობით დევნილი ოჯახი დააზარალა. დაიტბორა სახლები, განადგურდა ნათესები, დაიხოცა ფრინველი. სავარაუდოდ, 20-მდე დაზარალებულ ოჯახს თბილისში გადაიყვანენ. დატბორილ დასახლებას კომისია ესტუმრება.
რატომ დასცა თავზარი ტელეკომპანია ”იმედმა” საზოგადოებას, რატომ დაწერა ასეთი სასტიკი სცენარი ე.წ. მოდელირებული ქრონიკის ავტორმა, სცენარი, რომელმაც მოსახლეობის პანიკა და ჯანმრთელობის შერყევა გამოიწვია, რატომ გადაიხაზა წითლად “იმედის” ლოგო სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმზე?
11 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელიც, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მოცულობითია, ყურადღება გამახვილებულია დარღვევებზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს.
11 მარტს თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. მან თბილისში პირველი მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართა, შემდეგ კი - ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენლებს, და ბოლოს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.
ერთწლიანი მუშაობის შემდეგ საკონსტიტუციო კომისიაში დასრულებულია მუშაობა მხოლოდ ორ საკითხზე - პირველი: კონსტიტუციას უნდა დაემატოს თავი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და, მეორე, მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება მოხდება არა 10 წლით, არამედ საპენსიო ასაკამდე.
8 მარტს სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა „Shield“. პროექტს გაეროს ქალთა ფონდი ახორციელებს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისი დაძლევისათვის.
ეროვნული დროშები დილიდან დაშვებულია. 4 მაღაროელის დაღუპვის გამო 4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა: მიზდონ ონიანი, გიორგი ბრეგაძე, მურმან კუბლაშვილი და ჯუმბერ ჯიშიაშვილი 3 მარტს ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
უკვე 19 წელია, რაც საქართველოში 3 მარტი მხოლოდ გაზაფხულის მესამე დღე კი არა, დედის დღეც არის. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ წელს ოპოზიციის წარმომადგენლები - ერთი ნაწილი ომში შვილმკვდარ დედებს ხვდებოდა, მეორე ნაწილი ქართლის დედასთან იკრიბებოდა
ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ნაბიჯი, ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის დასაწყისი, ქვეყნის წინაშე ჩადენილი მორიგი ღალატი - ასე აფასებენ ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას ოპოზიციური პარტიები. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ საქართველოს არანაირი საფრთხე და პროვოკაციის საშიშროება არ ემუქრება.
2006 წლის ივლისში რუსეთის გადაწყვეტილებით ჩაკეტილი საქართველო-რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 1 მარტს დილის 6 საათზე გაიხსნება. მიმოსვლის აღდგენას წინ მხარეებს შორის ორი შეხვედრა უძღოდა: პირველი - 2009 წლის 28 ოქტომბერს ერევანში, სომხეთის შუამავლობით
გიდების ასოციაციის შექმნის იდეა ტურიზმის განვითარების ცენტრში, ”ნიუკასში”, დაიბადა. მთავარი მიზანი კი აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაცია იყო. როგორც „ნიუკასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, სწორედ გიდები წარმოადგენენ იმ ინტელექტუალურ რგოლს და ერთ-ერთ მთავარ ძალას, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში ტრიალებს.
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელმაც დაამთავრა აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი საშუალო სკოლა, შეეძლება ისარგებლოს ახალი წესით და ეროვნული გამოცდა მხოლოდ ერთ საგანში - ზოგად უნარ-ჩვევებში - ჩააბაროს და, ისიც, მშობლიურ, ანუ ან აზერბაიჯანულ და ან სომხურ ენაზე.
ზუსტად 66 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, 400 ათასამდე ჩეჩენი და ინგუში, გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, საკუთარი მიწა-წყლიდან ერთ დღე-ღამეში აყარეს, წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში მოათავსეს და ყაზახეთისა და ყირგიზეთის უკაცრიელი სტეპების გზას გაუყენეს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ”მეორე არხის” ფორმირებასთან დაკავშირებით.
სამთავრობო მანიპულაციის შედეგად ზედმეტად პოლიტიზებული საინფორმაციო გამოშვებები - ეს იმ კრიტიკის მთავარი აქცენტია, რომელზეც ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” ქართულ მედიაზე, უფრო კონკრეტულად კი ტელესივრცეში განხორციელებული ზეწოლის შესახებ ანგარიშში მიუთითა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე სამინისტროს მიერ 2009 წელს გაწეული საქმიანობის პრეზენტაციით წარდგა. 13 გვერდიანი წერილობითი პრეზენტაცია, ფოტოილუსტრაციებით, დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.
სახალხო დამცველის ოფისში ბავშვთა უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა. მისი მთავარი მიზანი იყო როგორც ერთმანეთს შორის, ასევე თავად სახალხო დამცველის ოფისთან კოორდინაცია და მომავალი თანამშრომლობის გეგმების ჩამოყალიბება.
თუკი ამ დღეებში, მაგალითად, გუგლის საძიებო სისტემაში მოგიწევთ შესვლა, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ოლიმპიურ 5 რგოლსა და ნარინჯისფრად აალებულ ჩირაღდანს დაინახავთ. ზამთრის უკანასკნელი ორი კვირა ოლიმპიადისაა.
11 თებერვალს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო სახალხო დამცველი მრცეველი არჩილ თალაკვაძე. სახალხო დამცველი ოფისმა ჯანდაცვის მინისტრს ანგარიში წარუდგინა, სადაც ასახულია ფსიქტიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები.
საკმაოდ ბევრს წერს დღევანდელი ქართული პრესა ზურაბ ნოღაიდელის მიერ რუსეთის მმართველი პარტიის ”ედინაია როსიასთან” გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ამ ნაბიჯს ”მოღალატის” მიერ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, ოპოზიცია დუმს, ექსპერტები კი პიარსვლას უწოდებენ...
ჩამოტვირთე მეტი